კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1977 წლის 16 ივლისს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე და რას მივაქციო მეტი ყურადღება, რომ მეტად გამიმართლოს ცხოვრებაში და წარმატებებს მივაღწიო?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ იყოთ ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და გადამნაწილებელი, ერთგული და ირგვლივაც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოთ. ასევე, უნდა იყოთ ფრთხილი, წინდახედული. მაქსიმალურად დაისტაბილურეთ ცხოვრება. ამასთან ერთად, იყავით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. დაეყრდენით ოპტიმიზმს და ცოდნის ბაზას. ამით თქვენ დაადგებით სწორ ევოლუციურ გზას, შეასრულებთ კარმულ მისიას და ადვილად მიაღწევთ წარმატებებს.
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 25 ოქტომბერს, დილის ექვსი საათიდან შვიდ საათამდე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და სამომავლოდ წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფია, იურისპრუდენცია, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, პოლიტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ასევე, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე. წარმატებები ამ სფეროებში გელით.
კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2009 წლის 15 აგვისტოს, დილის საათებში. რომელი ასტროლოგიური ქვის ტარებაა მისთვის სასურველი და რომელ პროფესიებში ელის მას მეტი წარმატებები?
პასუხი: თქვენი შვილიშვილისთვის მისაღები ქვებია: ტოპაზი, ზურმუხტი, საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი, მთის ბროლი, ბრილიანტი, ქარვა, სარდონიქსი და სარდიონი. რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, ასეთებს განეკუთვნება: რეჟისურა, დრამატურგია, სცენარისტობა, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ასტრონომია, ასტროლოგია, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, სოციოლოგია, კომპიუტერული პროგრამები, აუდიო, ვიდეო, მობილური სისტემების ბიზნესი ან შემოქმედება, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, ეთნოგრაფია, ისტორია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედიატრია, პედაგოგიკა, სავაჭრო, საფინანსო, ეკონომიკური საქმიანობა. ყველა ამ სფეროში მას წარმატებები ელის.
კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2004 წლის 18 აპრილს, დაახლოებით დილის 7 საათზე. რომელ პროფესიებში მიაღწევს წარმატებებს და რა არის მისი კარმული მისია?
პასუხი: მისი კარმული მისია უკავშირდება საუკეთესო თვისებების გამოვლენას ხასიათში: აუცილებლად უნდა იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. უნდა დაეყრდნოს მებრძოლ სულისკვეთებას, საკუთარი ძალების რწმენას, ინტუიციას. აუცილებლად უნდა დაიცვას საკუთარი საიდუმლო – ეს მისი კოსმიური მისია და სწორი ევოლუციური გზაა. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის მისაღები და წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, საგამოძიებო, სადაზღვევო ორგანიზაციები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა; მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, ქირურგია, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, პედიატრია, ასევე, არატრადიციული მედიცინა; პედაგოგიური მოღვაწეობა, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფართო სპექტრი. ამ დარგებში ის წარმატებებს მიაღწევს.
скачать dle 11.3