კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№25 როგორ განახორციელა სტალინმა 7 მილიონი „ქუჩის ბავშვის“ სოციალიზაცია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინის პროექტებს შორის, რომლებიც საბჭოთა ბელადმა განახორციელა, ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო უპატრონო, ეგრეთ წოდებული, „ქუჩის ბავშვების“ პრობლემის გადაწყვეტა. ყოველ შემთხვევაში, თავად სტალინი დიდად ამაყობდა ამით და მიიჩნევდა, რომ „ქუჩის ბავშვების“ პრობლემის გადაწყვეტით საბჭოთა კავშირმა უდიდესი სარგებელი მიიღო... ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი ანტონ ევერესტოვი წერს: „ეგრეთ წოდებული, „ქუჩის ბავშვების“, იგივე – „ბეზპრიზორშჩინის“ პრობლემის გადაწყვეტა, თანაც ძალიან მოკლე დროში, საბჭოთა ბელადის ყველაზე დიდი სოციალური პროექტი იყო და სტალინი ტყუილად როდი ამაყობდა ამით. ხუმრობა ხომ არაა, 7 მილიონი „ქუჩის ბავშვის“ ჩაცმა-დახურვა, გამოკვება და სწავლა-განათლების მიცემა, თანაც სულ რაღაც 3-4 წლის განმავლობაში... გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „პირველი მსოფლიო ომისა და სამოქალაქო ომის შემდეგ, რუსეთსა და მოკავშირე რესპუბლიკებში 7 მილიონი უპატრონო „ბეზპრიზორნიკი“ ბავშვი იყო, საშუალო ასაკით – 5-დან 17 წლამდე. ეს იყო ასპროცენტიანი „დანაშაულებრივი მასა“, რომელიც დაკავებული იყო ქურდობით, ძარცვა-გლეჯვით, პროსტიტუციითა და მათხროვრობით. გარდა ამისა, ეს მასა სხვადასხვა მძიმე დაავადებისა და აქედან გამომდინარე, ეპიდემიების წყარო იყო. მეოცე საუკუნის ოციან წლებში „ქუჩის ბავშვებს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა კუთხე-კუნჭულში შეხვდებოდათ. ლენინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც სტალინმა მას ამ პრობლემის მოგვარების სასიცოცხლო აუცილებლობაზე ესაუბრა. თუმცა, ილიჩი გულგრილად მოეკიდა ამ საკითხს, ისევე, როგორც ტროცკი და მისი მხარდამჭერები. სტალინმა კი გვერდი არ აუარა ამ პრობლემას. შეიმუშავა ამ მასის სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა და ფელიქს ძერჟინსკისთან ერთად, ნელ-ნელა შეუდგა მის განხორციელებას. ეს პრაქტიკულად ასე გამოიყურებოდა – შენდებოდა ბავშვთა კომუნები. ისინი კომპლექტდებოდა პედაგოგიური კოლექტივით. „ჩეკას“ დახმარებით ხორციელდებოდა „ქუჩის ბავშვების“ შეკრება, ზოგ შემთხვევაში მათი დაკავებაც კი. შემდგომ ამ მასას სანიტარულად ამუშავებდნენ და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კომუნაში უშვებდნენ. იქ მათ სწავლა-განათლებასთან ერთად ნორმალური კვება და ჭერი ჰქონდათ.
  სტალინი პირადად კურირებდა პროექტს და ხშირად უწევდა ინსპექტირებას სხვადასხვა კომუნას. რაც უფრო ძლიერდებოდა სტალინის ძალაუფლება, მით მეტად იზრდებოდა კომუნები და უმჯობესდებოდა პირობები. 1930 წლისთვის, სტალინის ძალისხმევის შედეგად, საბჭოთა კავშირში „ბეზპრიზორშჩინა“ სრულიად აღმოიფხვრა...“
  1931 წელს, როდესაც სტალინს კრემლში შეერთებული შტატების წამყვანი ჟურნალისტი სემუელ ელიოტი ინტერვიუს ასაღებად ესტუმრა და საბჭოთა ბელადს ჰკითხა: რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებადო, ბელადმა მიუგო: „ბეზპრიზორშჩინის“ სრულ აღმოფხვრასო... სტალინს ეს საქმე უმნიშვნელოვანესად მიაჩნდა და იმდენად სერიოზულად ეკიდებოდა ამ საკითხს, რომ ეს სფერო ბიუჯეტური დაფინანსებით მეორე იყო – თავდაცვის შემდეგ... სწორედ ამიტომაც მიაღწია სტალინმა ასეთ სწრაფ და ეფექტურ გამარჯვებას... საბჭოთა ბელადს ჰუმანიზმთან ერთად პრაქტიკული სოციალურ-პოლიტიკური მიზნებიც ამოძრავებდა. ერთი მხრივ, „ბეზპრიზორშჩინის“ ლიკვიდაციით სტალინმა ქვეყანას აარიდა ბოროტმოქმედთა სამყაროს დიდი მასა, რომელიც წლებთან ერთად, კიდევ უფრო მეტად ძლიერი, ორგანიზებულოი გახდებოდა და უდიდეს საფრთხეს შეუქმნიდა სახელმწიფოს. მეორე მხრივ, სტალინმა ამ მასის სოციალიზაციით ქვეყანას დიდი პოტენციალი შესძინა და ისინი სახელმწიფოს 10, 20 და 30 წლის შემდეგ გამოადგნენ. ყოფილი „ბეზპროზორნიკებიდან“ დადგნენ სამხედრო და სხვა ძალოვანი სტრუქტურის გენერლები, გამოჩენილი მეცნიერები, ექიმები, სპორტსმენები და ინტელიგენციის წარმომადგენლები. აგრეთვე, ქვეყანამ მიიღო კვალიფიციური მუშათა კლასის რამდენიმემილიონიანი არმია და ყოველივე ეს სტალინის გენიამ და ჰუმანურობამ განახორციელა. ის, რასაც გულგრილად შეხვდნენ ლენინი, ტროცკი და ძმანი მათნი, სტალინმა ქვეყნის სამსახურში ჩააყენა და გრანდიოზული ეფექტიც მიიღო... ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ერთგვარი კატალიზატორი იმისა, რამაც სტალინს ეს ნაბიჯი გადაადგმევინა, იყო ის, რომ თავად მას საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა. სტალინი, მართალია, უდედმამო არ ყოფილა, მაგრამ მამით ადრე დაობლდა, უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა და ბავშვობიდანვე ეზიარა ცხოვრების ყოველგვარ სიმძიმეს. სტალინს ხშირად გადაჭარბებულ სიმკაცრეში, ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ადანაშაულებენ. ხშირ შემთხვევაში კი ეშლებათ, ანუ არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ. მე კი, ჩემი მხრივ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: სტალინი მხოლოდ კანონს იცავდა და ის ჰუმანური ადამიანი იყო. თუმცა, მისი სისასტიკეც მინახავს – როდესაც სტალინს ფაქტები დაუდეს, რომ ერთ-ერთი კომუნის პედაგოგმა არასრულწლოვან გოგონაზე იძალადა, სტალინმა საბუთს წითელი ფანქრით მიაწერა – „დახვრიტეთ!“ რაც ამავე დღეს მოიყვანეს სისრულეში...“
შესაძლოა, მავანმა სტალინს ძალაუფლების გადამეტებაში და არაჰუმანურობაში დასდოს ბრალი და მოძალადე პედაგოგი გაამართლოს კიდეც. თუმცა, ეს ხელოვნური, თითიდან გამოწოვილი ბრალდება იქნება და სტალინის საქმეებს ვერ გადაწონის.“

скачать dle 11.3