კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 ექიმის რჩევები

კითხვა:  თვეზე მეტია მაქვს ტემპერატურა, 37-37,2-37,4. სისხლის და შარდის საერთო ცვლილებები არაა. ეს პერიოდი, ფაქტობრივად, სულ სახლში ვარ, არც სტრესი მაქვს, არც შიში და რამე სხვა სიმპტომი. ძალიან გთხოვთ, მირჩიოთ, რა შეიძლება, გავაკეთო მიზეზის დასადგენად მსგავს სიტუაციაში? ტემპერატურის გარდა საერთოდ არაფერი მაწუხებს.
პასუხი: თუ ანალიზებში ცვლილება არ არის და არც არაფერი გაწუხებთ, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ტემპერატურა საერთო სტრესის ფონზე გქონდეთ. მსგავსი სიმპტომი დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აქვს და ამის შესახებ მედიკოსებიც საუბრობენ. სწორედ ამიტომ საყურადღებო ტემპერატურად ახლა 37,5 და მეტი სახელდება. თუმცა, კარგი იქნება თუ გაიკეთებთ სისხლში TSH-ის ანალიზს და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევასაც გამორიცხავთ.
კითხვა: დაახლოებით 10 თვეა, რაც ლაქტაცია შევწყვიტე, მაგრამ ხელის მოჭერისას მკერდიდან მცირეოდენი თეთრი გამონადენი მაინც მაქვს და საშიშია თუ არა?
პასუხი: ლაქტაციის სრული შეწყვეტის შემდეგ ძუძუდან გამონადენი (თავისთავადი) გრძელდება 3-6 თვე, ხოლო დვრილზე ხელის მოჭერით – 1 წლამდე. თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ გექნებათ იგივე ჩივილი პროფილაქტიკური გასინჯვისა და გამოკვლევის მიზნით მამოლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: ვარ 19 წლის, დიდი ხანია, მაწუხებს გულის საშინელი აჩქარება. დიდი ხანია, ვსვამ ანაპრილინს დღეში 10 მილიგრამს (კარდიოლოგმა გამომიწერა). თითქმის ყოველდღე თავს ცუდად ვგრძნობ, მიჩქარდება გული, პულსი 130-მდეც მაქვს ხოლმე, განსაკუთრებით წამოდგომისას ვხდები ცუდად – მეწყება კანკალი და საშინელ პანიკაში ვვარდები. ანაპრილინი თუ არ დავლიე არ გადამივლის. როგორც კი დავლევ, პულსი მალევე უბრუნდება ნორმას. მგონია, რომ უფრო ფსიქოლოგიურია და მეშინია, წამალმა არ მავნოს. გამოკვლეული მაქვს ყველაფერი, გული, ჩიყვი, თირკმელები, ელექტროლიტები, კარდიოგრამა ბევრჯერ მაქვს გადაღებული, ასევე, ექოსკოპიაც. მეუბნებიან, არაფერი გჭირს, ნევროზი გაქვსო. ნევროლოგთანაც ვიყავი – დამინიშნა მცენარეული დამამშვიდებლები, ანტიდეპრესანტიც, მაგრამ მგონი, არ არსებობს ჩემი საშველი. იქნებ, თქვენ მირჩიოთ რამე?
პასუხი: ანაპრილინი რომ მალე გშველით, ეგეც იმას მოწმობს, რომ სწორედ ნევროზია აჩქარების მიზეზი. ანაპრილინის ასეთი დოზა არაფერს დაგიშავებთ. სანამ ასე იქნებით, შეგიძლიათ, მიიღოთ. პერიოდულად მიაშველეთ მცენარეული დამამშვიდებლები ან ტრანკვილიზატორები, რომელსაც ნევროლოგი გამოგიწერთ. ალბათ, ამ შემთხვევაში ანტიდეპრესანტები არ იქნებოდა ეფექტური. ნუ გეშინიათ, ეს ყველაფერი გაივლის, როცა შეძლებთ, გარემოს შეცვლას და პოზიტიურ ტალღაზე გადრთვას. ამ სიმპტომების გამო თქვენს სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3