კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 როგორ დავამარცხოთ კუჭის ტკივილი სახლის პირობებში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  თუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში ტკივილს გრძნობთ, ხშირად გაწუხებთ წვის შეგრძნება, გაქვთ ძმარვა, ეს გასტრიტის ნიშნებია. ამის მიზეზი შეიძლება, იყოს არასწორი კვება, სტრესი, ნიკოტინი, ალკოჰოლი და მედიკამენტები. მთავარია, არ დაუშვათ გასტრიტის გამწვავება.
  გასტრიტი რომ თავიდან აიცილოთ, ერიდეთ მშრალ საკვებს, ნუ მიეძალებით მწარე და ცხარე პროდუქტებს. ეცადეთ, მიირთვათ რეგულარულად – დღეში სამჯერ. დილაობით მიირთვით შვრიის ფანტელების („ჰერკულესი“) ფაფა, თუ არ გიყვართ, საკმარისია 2-3 კოვზი. მას აქვს ლორწოვანი კონსისტენცია და კუჭის კედლებს მავნე ზემოქმედებისგან იცავს. უარი თქვით სპირტიან სასმელებზე, საჭიროა დიეტა. ამიტომ ხორცის ნახარში, ცხიმიანი ყველი, შემწვარი ხორცი და მოხარშული კვერცხი დროებით ამოიღეთ მენიუდან. ყველაზე საშიში კვების პროდუქტებია: ტკბილი, გაზიანი სასმელები, ასევე, მავნებელია ჩიფსები, ძეხვეული და მოხარშული სოსისი. ისინი შეიცავენ 40 პროცენტამდე დაფარულ ცხიმებს და ბევრ დანამატს.
  კუჭის ტკივილებისა და სპაზმების მოსახსნელად, აგრეთვე, მადის გასაძლიერებლად ჯერ კიდევ ავიცენა გვირჩევდა რეჰანს. აიღეთ 2-3 ჩაის კოვზი ქორფა ან ხმელი რეჰანის ფოთოლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გადაწურეთ და მიირთვით მეოთხედი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
  კუჭის ტკივილის დროს რეკომენდებულია კამაც. აიღეთ 2 სადილის კოვზი (შეიძლება, ქორფაც და გამხმარიც), წვრილად დაჭერით, კარგად გასრისეთ სადილის კოვზით, რომ წვენი გამოუვიდეს, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეგრილებისთანავე გადაწურეთ. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
  ტკივილის თავიდან მოსაშორებლად კარგია, თუ კვირაში დაახლოებით 2-3-ჯერ მიიღებთ მაყვლის ფოთლებისა და ათასფოთოლას (თანაბარი რაოდენობით) ნახარშს. ასევე, სიმინდის ულვაშისა და კამის ნახარშს.
  კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ კარგია ევკალიპტის ფოთოლი. 20 გრამს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. ნაყენი გაცივების შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით დღეში 6-ჯერ 50 მილილიტრი, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
  კუჭის ტკივილის მოსახსნელად ძალიან ეფექტურია კოთხუჯის ფესვი ნატურალურ ღვინოსთან ერთად. კოთხუჯის ღვინის მოსამზადებლად აიღეთ 100 გრამი ახალამოღებული ფესვი, კარგად გარეცხეთ, რაც შეიძლება წვრილად დააქუცმაცეთ და დაასხით ერთი ლიტრი ნატურალური თეთრი ღვინო. მჭიდროდ დაახურეთ თავზე და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, სიბნელეში 14 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ გადაწურეთ და მიირთვით ყლუპობით ჭამამდე 30 წუთით ადრე. დღეში დაახლოებით, 10-12 ყლუპი უნდა დალიოთ.
  კუჭის არეში ტკივილის დროს უნიშნავენ შაქრის ნატეხზე დაწვეთებულ ორ ან ოთხ წვეთ პიტნის წვეთებს. წაყენი კი შემდეგნაირად მზადდება: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ პიტნის ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გაწურეთ, დაატკბეთ და ნაყენი დალიეთ ყლუპ-ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში.
скачать dle 11.3