კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ცოდვების ჩამონათვალში ამოვიკითხე მთავრობისმოყვარეობა. თუ შეიძლება, განგვიმარტეთ. რას გულისხმობს ეს ცოდვა?
პასუხი: მთავრობისმოყვარეობა არის ძალაუფლების მოპოვების აულაგმავი წყურვილი და ის, ჩვეულებისამებრ, უჩნდებათ ამ უნარის არმქონე ადამიანებს. მათ არ აქვთ კეთილი განზრახვა, რომ სარგებლობა მოუტანონ საქმეს, ხალხს, არამედ ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი – დაიკმაყოფილონ სიამაყე, პატივმოყვარეობა, ანგარება, ეს კი ცოდვაა. ასეთი ადამიანები ხშირად მიზნის მიღწევას ქვეძრომით, გავლენიანი პიროვნებების მფარველობით და სხვა მიუღებელი მეთოდებით ცდილობენ. ერიდეთ ამ ცოდვას.
კითხვა: სამწუხაროდ, მემთვრალეობის ცოდვაში ვარ ჩავარდნილი. როგორ ვებრძოლო და გავთავისუფლდე ამ ცოდვისგან?
პასუხი: მემთვრალეობა ძალიან მძიმე ცოდვაა, რადგან მთვრალი ადამიანი თავს ვერ აკონტროლებს და შესაძლოა, ძალიან მძიმე ცოდვებში ჩავარდეს, მით უმეტეს, როდესაც ხშირად ეძალება ალკოჰოლურ სასმელს, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამიტომ ამ ცოდვისა და სენის მოსაშორებლად განუწყვეტლივ უნდა ევედროთ უფალს და სინანულითა და მარხვით განმარტოვდეთ, უნდა დაფიქრდეთ, თუ ამ ცოდვაში ხართ ჩავარდნილი, რამხელა ტკივილს აყენებთ საკუთარ თავსა და ახლობლებს. გირჩევთ, გადაიხადოთ პარაკლისი წმიდა ბონიფანტეს სახელზე, რომელსაც მიმართავენ ხოლმე მემთვრალეობისგან განსაკურნებლად. ასევე, არსებობს ღვთისმშობლის განსაკუთრებული ხატი, რომელსაც უნდა ევედროთ მემთვრალეობის ცოდვის დროს. შეიძინეთ ეს ხატი და სთხოვეთ მფარველობა და ამ ცოდვისგან გათავისუფლება.
კითხვა: მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ მოვუარე ჩემს ავადმყოფ მოხუც მშობელს და მოხუცებულთა სახლში გადავიყვანე, სადაც ის, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ძალიან განვიცდი, ცოდვა ხომ არ ჩავიდინე? რა გავაკეთო, რომ ამ სიმძიმისგან გავთავისუფლდე?
პასუხი: უნდა გახსოვდეთ, რომ არ არსებობს უპატიებელი ცოდვა, თუ მას გულწრფელად მოინანიებთ. ილოცეთ თქვენი მშობლის სულისთვის და რომელიმე ხანდაზმულ მოხუცს გაუწიეთ დახმარება, ამით სიკეთეს გააკეთებთ და თან სიმშვიდესაც ჰპოვებთ.
კითხვა: დიდი სურვილი მაქვს, წავიდე მონასტერში. განმიმარტეთ, რა უნდა იცოდეს იქ წამსვლელმა და საერთოდ, როგორია ბერის ცხოვრება?
პასუხი: სანამ მონასტერში წახვალთ, მანამდე მართლმადიდებელი ქრისტიანივით უნდა იცხოვროთ, ამასთანავე, გაეცნოთ საეკლესიო სწავლებებს. როცა ყველაფერი თეორიულად გეცოდინებათ, შეუთანხმდით მოძღვარს, რომელიც გაითვალისწინებს თქვენს სულიერ მდგომარეობას და გაგიშვებთ მონასტერში, სადაც გამოცდით თავს და მიხვდებით, შეგიძლიათ თუ არა წმიდა ტვირთის ტარება – ბერობა. რჩევებს მოგცემთ მონასტრის გამოცდილი საძმო, ვინც უკვე გაიარა ეს ეტაპი და მხოლოდ ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადაწყვიტეთ, უნდა აღიკვეცოთ ბერად თუ არა.
скачать dle 11.3