კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რის გამო ითმენს ქალი შეურაცხყოფას მეუღლის მხრიდან და არის თუ არა ეს გამართლებული

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  ოჯახების დანგრევის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ცოლ-ქმრის უპასუხისმგებლობას ასახელებენ. უფრო ზუსტად, არასწორად გაგებულ და გაცნობიერებულ პასუხისმგებლობას. თუ წყვილს  კონკრეტულ მომენტში ერთად ყოფნა უნდა,  ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ისინი ოჯახის შესაქმნელად მზად არიან. სამწუხაროდ, ახალგაზრდები ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რას წარმოადგენს სრულფასოვანი ოჯახი და რა ვალდებულებები ეკისრება ცოლს ან ქმარს. მით უმეტეს, როცა ჩნდება ბავშვი. როგორი კარგი ურთიერთობაც უნდა შეინარჩუნოს ცოლ-ქმარმა განქორწინების შემდეგ, ბავშვი მაინც იღებს სერიოზულ ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიჰყვება.
  თიკო (34 წლის): სულ ვფიქრობ, როგორ მივედით მე და ჩემი ქმარი სრულ გაუცხოებამდე. ჩვენ ხომ გამორჩეულად რომანტიკული და შეყვარებული წყვილი ვიყავით. მინდა, ვინმემ ამიხსნას ის მიზეზები, რომლებიც ცოლ-ქმრის ცხოვრებაში საბედისწერო როლს ასრულებს. ჩვენი რეალობა და ყოფა არ არის მარტივი, არადა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავართულოთ. ჩვენი ხელით ვანგრევთ ყველაფერ კარგს, რაც ღმერთმა ჩვენთვის გაიმეტა. ბრმები ვხდებით და უგუნურები. როცა ჩემმა ქმარმა პირველად მითხრა,  ნამდვილი ისტერიჩკა ხარო, იმის მაგივრად, რომ დავფიქრებულიყავი, რატომ გაუჩნდა ჩემზე ასეთი აზრი, უზარმაზარი სკანდალი მოვუწყვე. ამით კი ჩემ შესახებ ახლად გაჩენილი შეხედულება კიდევ უფრო გავუმყარე.  
– მესმის თქვენი, ძალიან ძნელია, შეინარჩუნო სიმშვიდე, როცა ხედავ, რომ უსამართლოდ გექცევიან.
– დიახ, ასეა. მაგრამ ქალს მეტი მოთმინება მართებს. გეტყვით, რატომაც – ის დედაა და ეგოიზმი საერთოდ უნდა გამორიცხოს. ძნელია, მაგრამ ქალის პირდაპირი დანიშნულებაა, იზრუნოს იმ არსებაზე, რომელიც გააჩინა. უკვე ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიცი, რომ მამაკაცი მთლიანად არის დამოკიდებული გარემოსა და გარემოებებზე. შეიძლება, ესეც ბუნების ბრალია. ყველაზე მოსიყვარულე მამების ოთხმოცი პროცენტი ოჯახიდან წასვლის მერე შვილებს ივიწყებს. ამიტომ, ცოლმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კაცი სახლიდან არ გაუშვას და შვილს მამა შეუნარჩუნოს. არ ვგულისხმობ შემთხვევბს, როცა მამა ლოთია, უზნეოა და ამ უზნეობას ბავშვები თვალნათლივ ხედავენ ან, როცა მამა დედას სცემს, ამტვრევს ავეჯს. ეს უკვე პათოლოგიაა და რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანისგან აჯობებს, შორს იყო. ერთგული მამაკაცები არ არსებობენ. თუ ქმარმა არ გიღალატა, ესე იგი, საამისო სიტუაცია ერთხელაც არ შეექმნა. კაცები სიტუაციის ხალხია. ძალიან იშვიათია მამაკაცი, რომელიც ქალის შეთავაზებულ ვარიანტზე უარს იტყვის. ინიციატორები კი, მერწმუნეთ, უფრო ხშირად ქალები არიან ხოლმე, მით უმეტეს მაშინ, როცა კაცი რაღაცას წარმოადგენს, პერსპექტივა და ფული აქვს. მე არ ვცდილობ ჩემი ქმრის გამართლებას, მაგრამ კაცების უმრავლესობას „პონტზე“ უარის თქმა არ შეუძლია. არცერთმა ქალმა არ თქვას, რომ დარწმუნებულია თავისი ქმრის ერთგულებაში. მტკივნეულია იმ აზრთან შეგუება, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად გიღალატებენ, მაგრამ ამ აზრს ცხოვრება, მით უმეტეს, შენი შვილის ცხოვრება არ უნდა დაანგრევინო. მე ძალიან გვიან მივედი ამ დასკვნამდე. უკვე აღარ მიკვირს, როცა ცოლი ქმარს ღალატს პატიობს. ახლა ვიცი, რომ ცოლ-ქმრის ურთიერთობა ძალიან რთული სფეროა და ყველას თავისი რეცეპტი აქვს, როგორ მოიწყობს ოჯახურ ცხოვრებას. თუმცა პრობლემები ძირითადად, ერთნაირია ხოლმე. კაცს ბეზრდება ოჯახური ერთფეროვნება, ყოველდღე ერთი და იგივე – კარგიც კი, მით უმეტეს, პრობლემები, ცოლის მხრიდან საყვედურები,  მისი წუწუნი – როგორ დაიღალა....  კაცებს ხომ არ ესმით, რა ღლის ქალს. მერე რა, თუ ოჯახს უვლის, საჭმელს ამზადებს და ოჯახის წევრებზე ზრუნავს, ეს ხომ მისი  მოვალეობაა და ყველა ქალი ასე ცხოვრობს. აბსურდული ლოგიკაა, მაგრამ კაცების უმრავლესობას სხვა ლოგიკა არ გააჩნია. ეს თითქმის ყველა ოჯახშია. შეიძლება, ვინმე ფიქრობს, რომ ეს სულელური წვრილმანებია, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ „სულელური წვრილმანები“ გაყალიბებს „ისტერიჩკად“. მერე კაცი გაიცნობს საკუთარ სიამოვნებაზე აქცენტირებულ, მუდამ მოღიმარ, მხიარულ ქალს, რომელთანაც თავს ლაღად, მსუბუქად იგრძნობს და დამთავრდა – იწყება გაცილებით სერიოზული პრობლემების პერიოდი. ქმარი თავს იმართლებს იმით, რომ ცოლმა თავისი ისტერიკებით მიიყვანა ღალატამდე... მოკლედ, ერთი შეხედვით, გამოუვალი, უიმედო სიტუაციაა.
  მე და ჩემი ქმარი მაქსიმალურად ვცდილობდით, ბავშვის თანდასწრებით არ გვეჩხუბა. მაშინ მარტო საკუთარ თავზე ვფიქრობდი. ვცდილობდი, ქმრის ღალატის დამადასტურებელი საბუთი მომეძებნა, რომ სკანდალით გამეგდო სახლიდან. ერთ დღესაც ვთქვი: მორჩა, ეს უნდა დამთავრდეს. ახლავე ადექი და წადი. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია-მეთქი. არ გამოთქვა დარჩენის სურვილი და წავიდა, მეგონა, რომ ცოტა ხანი მშვიდად ვიგრძნობდი თავს და იმის განცდა მაინც მექნებოდა, რომ ჩემი ცხოვრების მძიმე ეტაპი დამთავრდა. მეორე კვირას საერთოდ არ მოვიდა. საშინლად ვიყავი გაბრაზებული და მისი დანახვაც კი არ მინდოდა, მაგრამ ჩემმა შვილმა გამოსავალი არ დამიტოვა. ვერც წარმოვიდგენდი, თუ მამამისი ასეთი მნიშვნელოვანი იყო მის ცხოვრებაში. დიდი ადამიანისთვის არის წარმოუდგენელი ისეთი მძაფრი ემოციები, როგორიც ბავშვს ჰქონდა. ქალი ყოველთვის ორმაგად იტანჯება, როცა მისი შვილის მამა სახლიდან მიდის. სამწუხაროდ, კაცები ხშირად ამას ბავშვით მანიპულირებას ეძახიან და მიიჩნევენ, რომ ქალები შვილებს მათ დასაბრუნებლად იყენებენ. საშინელი ბრალდებაა. ქმარს ნამდვილად არ დავუწყებდი მუდარას, დაბრუნებულიყო. მაგრამ ჩემმა შვილმა თავმოყვარეობაც დამავიწყა.  ჩემი ქმარი რომ მოვიდა, ვუთხარი: მე ყველაფერს გავაკეთებ რაც საჭიროა, დანარჩენი შენზეა, თუ შენც შეგიძლია, ბავშვის გულისთვის რაღაც-რაღაცები დათმო, მაშინ შევძლებთ საერთო ენის გამონახვას-მეთქი. დამთანხმდა, კარგიო. რამდენიმე თვე დაძაბული იყო. მაკვირდებოდა, მცდიდა. ახლა ჩვენს შორის ყინული ნელ-ნელა ლღვება. თავიდან ვიწყებთ ერთმანეთის გაცნობას და მგონი, რაღაც გამოგვდის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი შვილი ბედნიერია.

скачать dle 11.3