კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რატომ დატოვა პაატა ჭონიაშვილმა შვიდსაათიანი ოპერაციის შემდეგ, მეორე დილასვე კლინიკა და რის გამო შეექმნა მას სმენის პრობლემა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  პაატა ჭონიაშვილი, იგივე პატრიკ ნოველსი, „მასტერშეფის“ ახალი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა. მისი პერსონა მაყურებელმა უცებ აიტაცა.
  პაატა ჭონიაშვილი (პატრიკ ნოველსი): იქიდან გამომდინარე, რომ ოცი წლის ახლა გავხდი, „მასტერშეფამდე“ ბევრი ვერაფერი მოვასწარი. უნივერსიტეტამდე სტანდარტული ბავშვური ცხოვრება მქონდა. სკოლაში დავდიოდი, ვემზადებოდი და ასე შემდეგ. მერე, სტუდენტობის პარალელურად,  დავიწყე მუშაობა. რამდენიმე თვეში დავწინაურდი.
– „მასტეშეფში“ მონაწილეობა როდის მოგინდა?
– მე და ჩემი მეგობარი ვუყურებდით ერთ კონკრეტულ ადამიანს წინა სეზონზე და გადავწყვიტეთ, რომ ამ სეზონზე ერთად გავსულიყავით. თავიდან ვხუმრობდით ამაზე, მაგრამ მერე მართლა დავინტერესდით და გავედით. კი ნახეთ, იქ რაც მოხდა.
– ელოდი ასეთ დადებით გამოხმაურებას?
– რა თქმა უნდა, ყოვეთვის ვიცი, რა მოჰყვება ხოლმე ჩემს ამა თუ იმ ნაბიჯს. ამდენს არ ველოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ მაყურებელი კარგად მიიღებდა.
– ჩაცმულობაც სპეციალურად შეარჩიე თუ ეს შენი ყოველდღიური სტილია?
– ჩემი ხელით გაკეთებული ოცდაათლარიანი პერანგი მეცვა, არაფერი განსაკუთრებული. სამკლავურები და საყელო მე გავაფორმე გლიტერებით. ეს სპეციალურად „მასტერშეფისთვის“ გავაკეთე. მაგრამ, ისე, ვცდილობ, სულ ფერადად მეცვას. ზოგადად, როცა საქმე ყოველდღიურ სამოსს ეხება, უფრო კომფორტულობისკენ ვიხრები.
– კულინარიისადმი ინტერესი როდის გაგიჩნდა და რატომ?
– ბავშვობიდან კარგად ვამზადებ. თუმცა სარესტორნო კერძებით არასდროს დავინტერესებულვარ. კარგი ჭამა მიყვარს და სახლში ვამზადებდი გემრიელ საჭმელს ჩემთვის და მეგობრებისთვის. ის კერძები, რომელსაც ახლა „მასტერშეფი“ მოითხოვს კონკურსანტებისგან, აქამდე უცხო იყო და ეს ჩემთვის ახალი ხილია. მაგრამ, ასე თუ ისე, გავართვი თავი.  ბავშვობიდან მოყოლებული, მახსოვს, დედაჩემი სულ მუშაობდა – კლინიკის დირექტორია. საჭმელს ძალიან გემრიელად აკეთებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად. აქედან გამომდინარე, მე ხშირად არ მიწევდა მომზადება. ჩემს ოჯახში კულინარიით არავინაა დაინტერესებული.
– როგორი იქნება შოუში პატრიკი? მაყურებელს განსაკუთრებული მოლოდინი გაუჩნდა, ეს ხომ შოუა.
– მე არ ვთამაშობ, როგორიც პირველად მნახეთ, იდეაში ეგეთიც ვარ. არ მიწევს როლების მორგება და მომავალშიც ისეთი ვიქნები, როგორიც პირველად. ჩემს მეგობრებთანაც ზუსტად იგივენაირი და უარესი ვარ, ვიდრე ეკრანზე მნახეთ. ასე რომ, არავის არაფერი გაჰკვირვებია.
– პატრიკ ნოველსი როგორ გაჩნდა?
– ცხოვრების რაღაც ეტაპზე, კონკრეტულად, სკოლის პერიოდში. არ ვიცი, მეგონა თუ მათლა ასე იყო, ყოველ შემთხვევაში, მე ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი სხვებისთვის საინტერესო ადამიანი. „ფეისბუქი“ მხოლოდ იმიტომ მქონდა, რომ სიახლეები მენახა და მეგობრებთან მეკონტაქტა. ამიტომ გადავწყვიტე სხვა სახელით შემექმნა პროფილი. შევარჩიე პაატასთან მიახლოებული სახელი – პატრიკი და, რადგან ბავშვობიდან ბიონსე მიყვარდა, გვარი მისგან ავიღე. ასე შეიქმნა პატრიკ ნოველსი სოციალურ ქსელში. სამსახურში და მეგობრებიც სულ პატრიკს მეძახდნენ და დავრჩი პატრიკად. თუმცა, პაატა და პატრიკი ერთნაირები არიან.
– რთული პერიოდი გამოგივლია, ჯანმრთელობის პრობლემებს ვგულისხმობ.
– მე მქონდა თანდაყოლილი პოლიპი ყურის ღრუში, რომელიც გაღიზიანდა, სიმსივნურ ჯირკვლად გადაიქცა და ზომაში გაიზარდა. მოიცვა ყურის ორი ძვალი. სმენა დამიქვეითდა, შემდეგ საერთოდ გამიქრა. ეს პრობლემა ზუსტად წინა წლის აპრილში დამეწყო. მაისში გავიკეთე ოპერაცია. არ იყო მარტივი, მაგრამ ვერცერთი ჩემი მეგობარი და ის ადამიანები, ვინც იმ დროს ჩემ გვერდით იყვნენ და ამ პრობლემის შესახებ იცოდნენ, ეს არავისთვის დამიმალავს, ვერ იტყვიან, რომ იმ დროს პატრიკი სხვანაირი იყო. ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ამ ამბავს ძალიან დადებითად და პოზიტიურად შევხვდი. მას ვერსად გავექცეოდი და გვერდს ვერ ავუვლიდი. ცუდია, მესმის, მაგრამ ამის გამო თვითგვემაში ვერ ჩავვარდებოდი. მოგვარდა ეს პრობლემა. იმპლანტის დახმარებით სმენა ნაწილობრივ აღმიდგა და აღარც სიმსივნური წანაზარდი მაქვს. თუმცა, სრულყოფილად ახლაც არ მესმის და ამის გამო ხშირად მექმნება დისკომფორტი. მეგობრებთან ერთად რომ ვარ და რაღაცას ამბობენ, არ მესმის და მიწევს კითხვა, ვთხოვ, რომ გამიმეორონ. ჩემი მეგობრები ზოგჯერ ბრაზდებიან და მიყვირიან ხოლმე, რა ვერ გაიგე, პაატაო (იცინის). ამ თემაზე სულ ვხუმრობთ. ჩემთვის ეს არაა ის თემა, რომელზეც შეიძლება, დრამა დადგა. ამ ოპერაციის შემდეგ, სტანდარტულად შვიდი დღე ჩერდებიან ხოლმე კლინიკაში. მე მეორე დილით წამოვედი სახლში. ანუ, 24 საათიც კი არ დავაყოვნე. ამ ოცდაოთხი საათიდან შვიდი საათი ოპერაცია მიკეთდებოდა. არ შემეძლო გაჩერება. კლინიკის ჩაკეტილ სივრცეში დამემართებოდა რაღაც თუ სახლში, ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა. მესამე დღეს დაბადების დღეზეც ვიყავი ჩემი დასტიკერებული ყურით.
– შენი ვიდეო უცებ აიტაცა მაყურებელმა. თუმცა, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, პირველივე ვიდეოს რამდენიმეათასიანი ნახვა მოჰყვაო.
– ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა ჩემს პირველ ვიდეოს, რომელიც სამსახურში გადავიღეთ. უბრალოდ, რაღაცაზე ვხუმრობდით. შემდეგ „ეფლის“ გამოკითხვაში მივიღე მონაწილეობა და ის ვიდეოც „აფეთქდა“. თუმცა აქამდე ასე დადებითად არასდროს ავუტაცებივარ მაყურებელს. ყოველთვის მლანძღავდნენ: „ეს პიდარასტი, ეს უყურო“ და მსგავსი კატასტროფა კომენტარები იყო. თუმცა ამაზე არასდროს ვნერვიულობდი და არც ვინერვიულებ. რომელიმე ადამიანმა პირადში ან სოციალურ სივრცეში რომ შეურაცხყოფა მომაყენოს, ჩემთვის ეს იგივეა, წინ დავიდო ქუჩიდან აღებული ქვა და მან მითხრას ან დამიწეროს რაღაც. ის ხალხი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. რაც უნდათ, ის დაწერონ, მათი აზრია. ვის როგორ ესმის აზრის გამოხატვა – დედის გინებით თუ ჯანსაღი კრიტიკით, ამას მე ვერ განვსჯი, საკუთარ შეგნებას უსვამენ ხაზს. კრიტიკა რომ არ იყოს, ადამიანები ვერ განვითარდებიან.

скачать dle 11.3