კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რის „ნარკოტიკზე შესვა“ დიპლომატი ქმარი ლიკა შუბითიძემ და როგორ აცოცხლებენ ისინი წლების წინ გარდაცვლილ მეგობარს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალი და მუსიკოსი ლიკა შუბითიძე ქალაქ ფილადელფიაში, ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობს, სადაც მის მუსიკალურ მიმდინარეობას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. შესაბამისად, არც მსმენელი აკლია და არც კონცერტებზე გამოსვლები. ზაფხულში მისი კონცერტი საქართველოშიც იყო დაგეგმილი, თუმცა, შექმნილი ვითარების გამო, გაურკვეველი დროით გადაიდო. ჩვენ ლიკას ამერიკაში დავუკავშირდით და ამბები გამოვკითხეთ.
  ლიკა შუბითიძე: უკვე 12 წელია, რაც ამერიკაში ვარ. სულ ვამბობ: ამერიკა ჩემთვის კარგი დედინაცვალი აღმოჩნდა-მეთქი. კარგად მიმიღო, მომიარა და გამზარდა. მუსიკის ქვეყანაა, აქ უფრო დიდი შესაძლებლობებია, ისწავლო და მეც მოვახერხე. ამ ქვეყანამ შრომისმოყვარეობა მასწავლა. აქ დავინახე, რომ შრომას შედეგი აქვს და გინდა, მეტი და მეტი გააკეთო. მეც არ ვჩერდები და თან, ალბათ, იღბლიანიც ვარ. ზოგადად, თუ მუსიკოსს სურს, განვითარდეს, არ უნდა იზარმაცოს, დროის ტემპსა და იმ ენერგიას უნდა აყვეს და აუწყოს ფეხი, რომელ ქვეყანაშიც იმყოფება.
– კონცერტები და მეუღლესთან ერთად პირველი ალბომის გამოშვება გქონდა დაგეგმილი. თუმცა, შექმნილმა მდგომარეობამ, შეგიშალა ხელი. მართალია, რომ ამდენი წლის მერე, საქართვლოშიც აპირებდი კონცერტის ჩატარებას?
– დიახ, ამერიკასა და საქართველოში კონცერტები გვქონდა დაგეგმილი და თან, ჩემი და ტატოს ერთობლივი დისკის პრეზენტაციაც იყო ჩანიშნული, თუმცა, მსოფლიოში შექმნილმა მდგომარეობამ, ამ მხრივ, ჩვენც დაგვაპაუზა. მე ჯამში მაქვს ერთი ჩემი სოლო ალბომი, ოთხი დისკი ჩემი მონაწილეობით და ახლა ეს მეუღლეთან ერთად საერთო პირველი პროექტი გახლდათ. ივნისში ალბომის პრეზენტაცია რომ იქნებოდა, მერე საქართველოში მოვდიოდით კონცერტის ჩასატარებლად. თუმცა, ალბომის პრეზენტაცია მაინც შედგება და ინტერნეტ-პლატფომაზე ყველგან დაიდება. შემდეგ კი ვიფიქრებთ, ექვსი კაცის გამოტოვებით როგორ დაგვეგმოთ კონცერტები (იცინის).
– ლიკა, შენ და ტატო გეგეჭკორი ორი აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი ხართ – მუსიკოსი და დიპლომატი. სხვათა შორის, როდესაც დაქორწინდით და ორიგინალური ხელისმოწერის შემდეგ, ერთად დაიწყეთ თანაცხოვრება, ბევრი ამბობდა, ეს ქორწინება დიდხანს ვერ გასტანსო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ იდილიური ოჯახიც გაქვთ და დიპლომატი ქმარიც აამღერე.
– მე და ტატო დიდი ხანი ვმეგობრობდით და შემდეგ დავქორწინდით. ასე რომ, ერთმანეთს კარგად ვიცნობდით. თუმცა, ორი რადიკალურად განსხვავებული ტიპი ვართ, ორი ჯიუტი, რომელიც რქებით ეჯახება, კომპრომისზე არ მიდის, მწარედ კამათობს, ოღონდ მხოლოდ მუსიკის შექმნის დროს და ეს ოჯახურ თანაცხოვრებას არ ეხება. სწორედ ამ კამათის დროს იწერება ის მუსიკა, რომელიც მსმენელს მოსწონს. ამიტომაა ორი განსხვავებული ადამიანის „მიქსი“ კარგი. ჩვენი ფერებიც – წითელი და შავი, ჩვენს განსხვავებულობას გამოხატავს და არა მხოლოდ სქესს. ტატო არის დასაყრდენი ადამიანი – კარგი ქმარი, კარგი საყვარელი, კარგი მეგობარი და კარგი მამა, ამ ყველაფერს მოიცავს. რომ დავქორწინდით, ტატო დიპლომატიური განხრით მუშაობდა, თუმცა დღეს, მუსიკა მისი მთავარი საქმიანობა და „ნარკოტიკია“.
– როგორ გგონია, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
– ჩვენი წარმატების საიდუმლო ჩვენი შრომისმოყვარეობაა. იდეებს არასოდეს გადავდებთ სხვა დროისთვის, მათზე ეგრევე ვიწყებთ მუშაობას. მუსიკაზე ნარკოდამოკიდებულებივით ვართ, მას თუ არ ვეხებით, „ლომკა“ გვეწყება. მუსიკა ყველაზე დიდი ნარკოტიკია ჩვენთვის და ჩვენს სიმღერასაც „ნარკოტიკი“ ჰქვია.
– ახალ ალბომში შესულია შენი გარდაცვლილი მეგობრის, დაჩი დარჩიას სიმღერა – „საგიჟეთში“. შენი მხრიდან, ეს გარდაცვლილი მეგობრის ერთგვარი გაცოცხლებაა?
– ნამდვილად ასეა. დაჩი დარჩია კინო-რეჟისორი გახლდათ. ის 2014 წელს მოკლეს. მე და ტატო ვმეგობრობდით დაჩისთან და ჩვენს ალბომში მისი სიმღერის – „საგიჟეთში“ – ინგლისურ-ქართული, გადაკეთებული ვერსია შევიტანეთ. თან, დღევანდელ დღეს, ძალიან თემატურია. დაჩი ამ სიმღერას მეგობრების წრეში ხშირად მღეროდა. ამით გარდაცვლილ დაჩის ვაცოცხლებთ, როგორც შეგვიძლია.
– ხშირად გამოდიხარ ამერიკელი მსმენელის წინაშე. გიფიქრია, წლების წინ რომ ამერიკაში არ წასულიყავი, დღეს საქართველოში ვინ იქნებოდი?
– არც მანდ გავჩერდებოდი. ბარებში ვმღეროდი და აღარ მინდოდა, ქავერები და ერთი და იგივე მემღერა. ენერგია შიგნიდან მაწვებოდა, ამოხეთქვა უნდოდა და ამას ვერ ვახერხებდი. ამერიკამ საკუთარ თავზე მუშაობა და ამ ენერგიის სწორად ხარჯვა კი მასწავლა, მაგრამ, ალბათ, საქართველოშიც ვისწავლიდი. ერთ ადგილას არ გავჩერდებოდი.
– თქვი, კონცეტები გადაიდოო და ისევ აპირებ ჩამოსვლას?
– ჯერჯერობით კონცერტებს ვერ გავმართავთ, მაგრამ თუ ეს შეღუდვები დამთავრდა, აგვისტოში ჩამოვალთ. თუმცა, კონცერტი რამდენად მოხერხდება, არ ვიცი. ამას წინათ ვირუსის მეორადი სიმპტომები – სახსრების ტკივილი დამეწყო. ვიფიქრე, ნამდვილად კოვიდის ვირუსი შემეყარა-მეთქი, გავვარდი და ტესტი გავიკეთე. საშინელი სტრესი მივიღე, საავადმყოფოში მისული როცა სამხედროებმა, სპეცოპერაციით, სიკვდილმისჯილივით შემიყვანეს ცარიელ სამედიცინო ოთახში. მედპერსონალიც ისეთი თვალებით გიყურებს, განცდა და შიში გემატება. ქრონიკული დაავადება არ მაქვს, ვიფიქრე, ადვილად გადავიტან-მეთქი, მაგრამ ორი კვირა იზოლაციაზე რომ ვფიქრობდი, მზარავდა. მოკლედ, მადლობა ღმერთს, უარყოფითი პასუხი მოვიდა და დავწყნარდი. შემთხვევები ნელ-ნელა იკლებს და იმედია, ყველაფერი უკეთესობისკენ წავა. კარანტინის პერიოდი კი მე და ტატომ ნაყოფიერად და აქტიურად გამოვიყენეთ შემოქმედების კუთხით, თან ბავშვსაც მეტ დროს ვუთმობდით და ვხუმრობ ხოლმე: თავიდან გავიცანით ერთმანეთი-მეთქი. მოძრავი ბავშვია და ჩვენც კრეატიულები გავხდით, სახლის ყველა ნივთს ვიყენებთ, რომ მათემატიკა და ქართული წერა-კითხვა ვასწავლოთ. ლაპარაკი კი იცის. კარანტინის პერიოდში ბევრი იდეაც გაჩნდა და მის რეალიზებაზეც დავიწყეთ მუშაობა. ვხუმრობ ხოლმე: მგონი, ეს ვირუსი ჩემი მოგონილია-მეთქი.

скачать dle 11.3