კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ვისთვის დამალა ნატო დუმბაძემ ათსართულიან ტორტში ოქროს სამკაულები და სად მოიწყო მან საკუთარი „სამოთხე“

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  პროდიუსერი ნატო დუმბაძე ხშირად არ ჩნდება საზოგადოებაში, თუმცა მისი საქმეების შესახებ ყველამ იცის. სწორედ, მისი დამსახურებაა არაერთი ადამიანის აღიარება და ახლაც, მისმა ინტუიციამ ახალი მომღერალი აღმოაჩინა სომხეთში, რომლის საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას გეგმავს.
– ნატო, საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული პროდიუსერი ხარ, თუმცა, საზოგადოებაში ხშირად არ ჩანხარ, რატომ?
– თუ საქმეს არ ვაკეთებ, საზოგადოებაში გამოჩენა დიდად არ მიყვარს. ზოგადად, არასდროს ვყოფილვარ „ტუსოვშჩიცა“ (იცინის). საზოგადოებაში ხშირად არ ვჩანვარ, მაგრამ ადამიანი თავისი საქმით იცნობა და არა, ხშირი გამოჩენით. შენი საქმე საუბრობს შენზე. მეც, ალბათ, კარგად ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც ხელს ვკიდებ.
– შენი პირველი წარმატება თუ გახსოვს?
– რასაკვირველია, მახსოვს. ეს იყო დიზაინერ სალომე ტყაბლაძის ჩვენება და სოსო პავლიაშვილის კონცერტი 1997 წელს – ჩემი პირველი ნაბიჯი შოუ-ბიზნესში. მახსოვს, სოსოს კონცერტის ორგანიზება რომ გადავწყვიტე, მინდოდა, ორიგინალური ყოფილიყო, ვიშრომე გაფორმებაზე, საჩუქრებზე, წავედი ოქროს ბირჟაზე, შევუკვეთე ათსართულიანი, ორმეტრიანი ტორტი და მის ნაჭრებში იდო, პატარ-პატარა ოქროს საჩუქრები დამსწრე საზოგადოებისთვის. აი, ეს იყო ჩემი პირველი შემობიჯება შოუ-ბიზნესში და ის წლები ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება.
– ამის შემდეგ იყო უამრავი წარმატებული პროექტი. ყველამ იცის, რომ ქეთა თოფურიას წარმატება, რომელიც ახლა საერთაშორისო სცენებზე ვარსკვლავია, სწორედ შენი დამსახურებაა.  ზოგადად, როგორ ფიქრობ, რა არის შენი წარმატების საიდუმლო?
– დიახ, ყველამ იცის, რომ ქეთა თოფურიას წარმატებაში დიდი როლი მიმიძღვის. ასევე, არ დამავიწყდება ემოცია, როცა ლიზი წერეთელმა იტალიაში „სან რემოს“ საბავშვო კონკურსის კატეგორია მოიგო და გრან-პრი ჩამოვიტანეთ. არ ვიცი, რა არის ჩემი წარმატების საიდუმლო. ალბათ, კარგად ვგრძნობ და ჩემს ინტუიციას ვეყრდნობი, მივყვები გულისთქმას და ისე უნდა მომეწონოს შემსრულებელი, რომ ჩემი სული ააფორიაქოს.
– რამდენ შემსრულებელს აუფორიაქებია შენი სული და თუ უმტყუნია შენს ინტუიციას?
– არასოდეს უმტყუნია ჩემს ინტუიციას და ბევრ შემსრულებელს აუფორიაქებია ჩემი სული. მაგალითად, სულ ბოლო ჩვენი მოძმე რესპუბლიკიდან, კერძოდ, ერევნიდან არის გოგონა, სახელად არპი, რომელიც სულ შემთხვევით აღმოვაჩინე და მისთვის აუცილებლად მექნება კარგი შეთავაზება. პანდემიის დროს დიდი დრო მქონდა, ჩავმჯდარიყავი და მუსიკისთვის მომესმინა.  არნო ბაბაჯანიანის შემოქმედებას ვუსმენდი და იქ გადავაწყდი ამ გოგონას, ერთ-ერთ კომპოზიციას ასრულებდა. საკმაოდ მსუყე ხმა აქვს და დაბლებში ისე „ცურავს“, იშვიათობაა. პლუს ამას, საოპერო მომღერალია და თან პიანისტი. ეს კი, პირველი სიმღერა იყო, რომელიც ქმარს მიუძღვნა და საოცრად შეასრულა.
– ფიზიკურადაც ძალიან მომხიბვლელი და მისტიკურია გოგოა. საოცრად ჰგავს მსახიობ ჯულია რობერთსის ახალგაზრდობას...
– კი, ყველა ამას ამბობს. მეც ვერ დავმალე ჩემი ემოცია, მოვინდომე, დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ვარ ქართველი, მაქვს შეხება შოუ-ბიზნესთან, გადავირიე ისე მომეწონა, შენი შესრულება-მეთქი. მერე, სოციალურ ქსელშიც გავაზიარე მისი ნამღერი და ისეთი გამოხმაურება ჰქონდა, მივხვდი, ჩემმა ინტუიციამ ამ შემთხვევაშიც არ მიმტყუნა. სიტუაცია რომ ჩაწყნარდება და საზღვრები გაიხსნება, აუცილებლად დავიწყებ მასზე მუშაობას.
– თითქმის ყველა ქართველ მომღერალთან, ვინც რუსეთში ცხოვრობს, მეგობრობ. თუმცა, გასაკუთრებული ურთიერთობა ქეთა თოფურიას ოჯახთან გაქვს. ახლახან, ქეთამ სოციალურ ქსელში დადო პოსტი, სადაც ის ამბობს: „დამაბრუნეთ თბილისში, მე მანდ მინდა“.
– ეს არასწორი ინფორმაციაა, რაც რომელიღაც სააგენტომ თუ ვებ-გვერდმა გაავრცელა. ქეთას ველაპარაკე და მითხრა, არსად მითქვამს მსგავსი რამ და არც დამიწერიაო. ვიდეოც ჩაწერა და თავის „ინსტაგრამზე“ დადო, სადაც ამბობს: არ მითქვამს მსგავსი რამო.  რაც შეეხება დაბრუნებას, თუ დაბრუნება უნდა, მას აქვს ამის შესაძლებლობა და ყოველ ზაფხულს თბილისში ატარებს. არ ვიცი, ვინ საიდან რა გადმოწერა, მაგრამ ფაქტია, ქეთას მსგავსი რამ არ უთქვამს და ტყუილია. უკვე, გაუსაძლისი გახდა, ამდენი ტყუილის კითხვა. არა მარტო ქეთას, არამედ რუსეთში წასული ბევრი მომღერლის მიმართ დაწერილა ასეთი ნეგატიური ტექსტები და სჯობს, ყველამ თავის თავს მიხედოს და დროა, ტყუილებს შეეშვან.
– მას ხშირად პუტინის მომღერლადაც მოიხსენიებენ.
– ქეთა არავის მომღერალი არ არის! ის არის ყაზახური ჯგუფის სოლისტი. მომღერალი მღერის ყველგან და ვერ გახდება ის პოლიტიკოსი, ვერავის ჩაუდგება ვერც პოზიციაში და ვერც ოპოზიციაში. ეს მარტივი გასაგებია და ვისაც არ უნდა გაგება, არ გაიგებს. ეს ჩვენთან არის გაყოფილი – იმის მომღერალი, ამის მომღერალი.... ქეთა თავის ყველა კონცერტზე ამბობს, რომ ის ქართველია და პოლიტიკაში არ ერევა.
– ქეთა თოფურია ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში, თუმცა, სოსო პავლიაშვილი კარგა ხანია, სამშობლოში არ ყოფილა. მას, როგორც ვიცი, ხშირად ეკონტაქტები, ხომ არ აპირებს ჩამოსვლას?
– სოსო პავლიაშვილთან ძალიან ვახლობლობ და ხშირად მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს. ჩამოსვლას ჯერჯერობით არ აპირებს.  
– ნატო, უამრავი მეგობარი გყავს, რომლებიც ხშირად იკრიბებიან შენთან. საგანგებო სიტუაციის დროს როგორ გადაიტანე დისტანციური მეგობრობა?
– მე არ მქონია დისტანციური ურთიერთობა მეგობრებთან. პანდემიას არ ვუშინდებოდი და არც გამოკეტილი ვყოფილვარ. მეგობრებიც ვიკრიბებოდით და პანაშვიდზეც ვიყავი ისე, რომ დისტანციაც არ დამიცავს. იცით, რა მაღიზიანებს? კლასტერი, მოწყვლადი – ეს ახალი სიტყვების კორიანტელი, როცა ქართულ ენაში გვაქვს მისი შესატყვისები. ასე რომ, ჩემზე პანდემიას არ უმოქმედია და არც შიში მქონია – სახლში შემოსვლისას, ისედაც ვიხდი ფეხსაცმელს და ხელსაც ხშირად ვიბან. თუმცა, დაწესებულ შეზღუდვებს ვემორჩილებოდი და თუ სამეგობრო ვიყავით შეკრებილი და კომენდანტის საათი დაიწყებოდა, არ ვიშლებოდით, დილამდე ვისხედით და ვსაუბრობდით. თან, პატარა ეზო მაქვს და ჩემი საკუთარი „სამოთხე“ მოვიწყვე. რუჯსაც აქ ვიღებ და მეგობრებსაც აქ ვმასპინძლობ. მიყვარს ჩემი ედემის ბაღი.

скачать dle 11.3