კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (82)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№24 ბრძნული აზრები

ფრიში: დამნაშავე არ არის ის, ვისაც ჩაფიქრებული არ გამოუვიდა, მაგრამ შეუძლებელია, არ დაადანაშაულო ის, ვინც არც კი ეცადა.
დოსტოევსკი: ჩემთვის ღმერთი იმიტომაა აუცილებელი, რომ მხოლოდ მისი შეყვარება შეიძლება სამარადისოდ.
მიხეილ ჯავახიშვილი: ადამიანის დასამარებისთვის ორი ხერხი არსებობს: პირველი – დუმილი, მეორე – მხილება. მე გამოვთქვი აზრი, რომ შეიძლება, დუმილი სჯობდეს.
აგატა კრისტი: ადამიანები უფრო ხშირად იმას კლავენ, ვინც უყვართ, ვიდრე იმას, ვინც სძულთ.
შექსპირი: ვინც არ დაჭრილა, იარასაც არაფრად აგდებს.
ოშო: ღმერთამდე აღწევს მხოლოდ ის, ვინც მზად არის, ჭკუიდან შეიშალოს.
ომარ ხაიამი: სულების მიზიდულობა მეგობრობაში გარდაიქმნება. გონებათა მიზიდულობა – პატივისცემაში, სხეულების მიზიდულობა – ვნებაში და მხოლოდ ეს ყველაფერი ერთად გარდაიქმნება სიყვარულში.
ფროსტი: სულ ორი სიტყვით შემიძლია, შევაჯამო ყველაფერი, რაც ამ ცხოვრებისგან ვისწავლე: ის გრძელდება!
მაჰათმა განდი: სიცოცხლე იქაა, სადაც სიყვარულია.
ლაო ძი: სიკეთე სიტყვებში ქმნის რწმენას, სიკეთე აზრებში ქმნის სიღრმეს, სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს.
კონსტანტინე: უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება – ბულბულს, შესაძლოა, ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტრუნოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს.
ალიგიერი: იმაზე დიდი ტანჯვა არ არსებობს, როცა ბედნიერი დროის გახსენება დიდი ტანჯვის დროს გიწევს.
ჰემინგუეი: რაც მეტ წარმატებას ვაღწევთ იმაში, რომ ვანადგურებთ სხვების ეგოს, მით უფრო ძლიერები ხდებიან ჩვენი საკუთარნი.
გოეთე: რაც არ იწყება დღეს, ის არ დამთავრდება ხვალ.
ბორხესი: არაფერს ვამბობ შურისძიებაზე, არც მიტევებაზე. დავიწყება – აი, ერთადერთი შურისძიება და ერთადერთი მიტევება.
ჩეხოვი: გაცილებით ადვილია, რაიმე სოკრატეზე დაწერო, ვიდრე ლამაზ ქალზე.
გურმონი: კაცები, რომლებიც ცუდ აზრებს აფრქვევენ ქალებზე, ძირითადად მხოლოდ ერთ ქალს გულისხმობენ.
скачать dle 11.3