კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№24 ვინ „კრიშავდა“ მოსკოვში კორუმპირებულ ქართველ ლექტორებს და ვის ჩუქნიდნენ ძვირფას სამკაულს

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
მილიონი მანეთი
სოსო ჩიკვილაძე, ეგრეთ წოდებული, უმაღლესი სასწავლებლების „ობშჩიაკის“ მოლარე იყო, ანუ იმ მაფიის, რომელიც აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ქრთამით აწყობდა. ჩიკვილაძე თავად ლექტორი იყო და ერთ-ერთ ინსტიტუტში მისაღები საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე. მას მერე, რაც მთელი „ობშჩიაკი“ მასთან მოიყრიდა თავს, სოსო ფულს გადაანაწილებდა. საქართველოში მისაცემ ქრთამს პირველ რიგში გაისტუმრებდა, ბოლოს კი მოსკოვში მიჰქონდა თანხა და მიხაილ შვეიცერს აბარებდა, რომელიც განათლების სამინისტროში, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. ამასთან, არც გალინა ბრეჟნევასთვის ნაყიდი ძვირფასეულობის მირთმევა ავიწყდებოდა. გალიჩკა, როგორც მას ჩიკვილაძე მიმართავდა, ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილი იყო. მას ძვირფასი სამკაული და სიმპათიური მამაკაცები ძლიერ ხიბლავდა და, რადგან სოსოც ამ კაცების რიგში ირიცხებოდა, თავზეხელაღებული ქალი ჩიკვილაძის ვიზიტისგან ორმაგ სიამოვნებას იღებდა. მორიგი მოსკოვური ვოიაჟის წინ სოსო ჩიკვილაძემ აღმოაჩინა, რომ შვეიცერისთვის მისატანი მილიონი მანეთი და 100 ათას მანეთად ღირებული, გალიჩკასთვის განკუთვნილი ბრილიანტის კოლიე საიდუმლო სეიფიდან გაქრა.
სამმაგი განსაცდელი
  39 წლის სოსო ჩიკვილაძე ვაკეში, ორსართულიან კერძო სახლში ცხოვრობდა. ჰყავდა მეუღლე და 20-20 წლის ტყუპი ქალ-ვაჟი ქეთო და ნოდარი. და-ძმა სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდნენ და იმის მაგივრად, რომ წიგნებში ჩაეხედათ, დროს „გულაობაში“ ფლანგავდნენ შეძლებული მამიკოს წყალობით და მათაც ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა – ქალამნად... სოსოს საიდუმლო სეიფი შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ, გარდერობის უკან, კედელში ჰქონდა ჩაშენებული. ჩიკვილაძე მიხვდა, რომ ინფორმაციამ საიდუმლო სეიფის შესახებ მისი შვილებისგან გაჟონა და არც შემცდარა. როგორც მამიკოს ნოდარმა უთხრა – ორი დღის წინ რესტორან „არაგვში“ ქეიფობდა მეგობართან ერთად და კამათის დროს უთქვამს – რას „მებლატავები“, მამაჩემს სახლში მილიონი მანეთი უდევს სეიფშიო. სეიფი ოსტატურად იყო გახსნილი. ნიანგის ტყავისგან შეკერილ ჩემოდანში მოთავსებული ფული და ძვირფასეულობა – მთელი „კუში“ ჩემოდნიანად წაეღოთ. ნოდარიკოს მეგობარი მისი თანატოლი 20 წლის ვაჟა ტუღუში იყო. სოსო ჩიკვილაძემ ფულის დასაბრუნებლად კანონიერ ქურდებს – „ძიბოსა“ და „კალიას“– ვასო ჩომახიძესა და ბესიკ კოჭლამაზაშვილს უხმო. ქურდებმა ტუღუში „დააგოიმეს“. „დააფქვევინეს“, რომ ფული და ძვირფასი სამკაულები თავის ბიძაშვილს, 32 წლის ლევან ტუღუშს მოაპარინა. „ძიბომ“ და „კალიამ“ ლევანიც მოიხელთეს და „კუში“ წაართვეს. თუმცა, შეპირებულ 100 ათასს არ დასჯერდნენ და მილიონი მანეთი და კოლიე გაიტაცეს. სოსო, ფაქტობრივად, სასიკვდილო საფრთხის წინაშე დადგა. მოსკოვში რომ ფული არ ჩაეტანა, მთელი კორუფციული სქემა იშლებოდა, რადგან „კრიშა“ აღარ ეყოლებოდა და მას დიდი ალბათობით „გააგორებდნენ“. ამიტომ დახმარებისთვის მილიციას მიმართა. მილიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ესაუბრა, ყველაფერი მოუყვა და ასი ათას მანეთს შეჰპირდა. პოლკოვნიკმა ანდრო გეთიაშვილმა „ძიბო“ და „კალია“ ოპერატიულად, ოღონდ ფარულად დააკავა და ისე დაამუშავა, რომ მათ მოპარულის დამალვის ადგილი ათქმევინა, თუმცა წამების დროს ორივე შემოაკვდა. ფული და ძვირფასეულობა ვაკეში, ჩიკვილაძის ბინაში მიუტანა და გასამრჯელო 100 ათასიც მიიღო. მაგრამ ზუსტად ამ მომენტში მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ჯგუფი დაადგა თავს. გეთიაშვილი, მისი ორი ხელქვეითი და სოსო იქვე დააპატიმრეს და თან მილიონი მანეთი და ბრილიანტის კოლიეც ამოიღეს. სამინისტროში მიყვანილებს კი განზრახ მკვლელობის, მკვლელობაში თანამონაწილეობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი სახსრების მითვისებაში დასდეს ბრალი. სამივე ბრალდება დახვრეტას ითვალისწინებდა და სოსო ჩიკვილაძე სამმაგ განსაცდელში იმყოფებოდა...
თავზეხელაღებული გალია
  ჩიკვილაძისა და მილიციელების დაპატიმრება ახლად დანიშნული ცეკას პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის სანქციით განხორციელდა. შევარდნაძე თავისი ძალაუფლების დამკვიდრება-განმტკიცებას ცდილობდა. ჩიკვილაძეს მილიცია კარგა ხანს უთვალთვალებდა და მასზე სამხილებს აგროვებდნენ. ამას ქურდების მკვლელობის ეპიზოდიც დაემატა და შევარდნაძეს ყველა კოზირი ხელში ეჭირა. თუმცა იმავე ღამეს მოსკოვიდან გალინა ბრეჟნევამ შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა და ჩიკვილაძის გათავისუფლება კატეგორიულად მოსთხოვა, რაზეც უთხრეს, რომ მათ ასეთი პატიმარი არ ჰყავდათ. თავზეხელაღებულმა გალიამ კი უკიდურესი ნაბიჯი გადადგა. ყველასთვის მოულოდნელად, მამის პირადი თვითმფრინავით სულ რაღაც სამ საათში თბილისში ჩაფრინდა და „კაგებეს“ თავმჯდომარეს, ალექსი ინაურს, რომ იტყვიან, სამსახურში მიუვარდა, სკანდალი აუტეხა და თავისი ფავორიტი სოსო ჩიკვილაძე გაათავისუფლებინა. და, რადგან საქმე მოსპეს, ჩიკვილაძეს მილიონი მანეთიც დაუბრუნეს და ასიათასმანეთიანი ბრილიანტის კოლიეც. გალიამ კი ჩიკვილაძე მოსკოვში წაიყვანა. მილიონი მანეთი მიხეილ შვეიცერს მიუვიდა. ბრილიანტის კოლიემ კი გალინა ლეონიდოვნა ბრეჟნევას კოლექციაში დაიკავა ადგილი.
ედუარდ შევარდნაძე გაცოფებული იყო, თუმცა, როგორც მას სჩვეოდა, არაფერი შეიმჩნია და ერთი კვირის შემდეგ თბილისში დაბრუნებულ ჩიკვილაძესაც არავინ შეხებია. მკვლელი მილიციელები კი – გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს...
  სოსო ჩიკვილაძე 1983 წელს, ბრეჟნევის სიკვდილის შემდეგ, ცოლ-შვილთან ერთად მოსკოვში გადასახლდა, რადგან შევარდნაძის შურისძიების შეეშინდა. თუმცა, გორბაჩოვისეული „პერესტროიკის“ დროს მოსკოვში მცხოვრები სოსო ჩიკვილაძე უცნობებმა გაიტაცეს და მას მილიონი დოლარი და უამრავი ძვირფასეულობა „აახიეს“.


скачать dle 11.3