კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (82)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№24 რა შემთხვევაში გარგუნებთ ბედი ზარმაც ქმარს და რატომ ფასობდა ყველა დროში განსაკუთრებულად ქერა ქალი

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  აი, დადგა ნანატრი დრო და ყველამ, დიდპატარიანად, სილამაზის სალონებს მიაშურა. თვითიზოლაციაში დაგროვილმა თავის მოვლის პრობლემებმა შეაწუხა, უპირველესად, რა თქმა უნდა, ქალბატონები - თმის შეჭრა-შეღებვასა და მანიკიურ-პედიკიურს დანატრებული მშვენიერი სქესი ერთბაშად მიაწყდა სალონებს. ის კი არავის გახსენებია, რაზე მიგვანიშნებს ხალხური გადმოცემები: რას „გვიამბობს“ თმა და ფრჩხილი მისი მფლობელის შესახებ, როდისაა უკეთესი თმის შეჭრა და როდის - არა, უნდა შეიღებო თუ არა თმა, როდის და სად უნდა დაიჭრა ფრჩხილები, წაისვა ლაკი და საერთოდ, საჭიროა კი ამ ყველაფრისთვის სალონში წასვლა, თუ უმჯობესია, რომელიმე ახლობელს სთხოვო დახმარება? ამ ყველაფერზე პასუხს გაგვცემს ეზოთერიკოსი, ქალბატონი თეონა ლ.
- ქალის კულულები და ფრჩხილები თავისებური ანტენაა „ნატიფ სამყაროსთან“ დასაკავშირებლად და დიდხანს ინახავს მფლობელის ენერგეტიკას. ამიტომაც აქცევდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას ძველად თმისა თუ ფრჩხილების მოჭრის შემდეგ დარჩენილი „ნაგვის“ უტილიზაციას - „ნარჩენებს“ კი არ ყრიდნენ, წვავდნენ და მარხავდნენ. შესაბამისად გირჩევთ, თმისა და ფრჩხილების შეჭრა-შეღებვისას დაიცვათ ხალხურ გადმოცემათა მინიშნებები.
- რა მინიშნებებზეა ლაპარაკი?
- დავიწყებ იმით, რომ ქირურგიული მანიპულაციების წინ პაციენტს თმას და ფრჩხილებს არ აჭრიან. ეს მას დაასუსტებს, რაც შედეგზეც აისახება. ლაკით დაფარული ფრჩხილი კი განგაშის სიგნალს ფარავს, რადგან ოპერაციისას ფრჩხილის ფირფიტის ბუნებრივი ფერის შეცვლა მედიკოსებს სერიოზული პრობლემის, კერძოდ კი, ძლიერი სისხლდენის შესახებ ამცნობს. ეს მეცნიერულად, ახლა კი მინიშნებებზე - უპირველესად უნდა აღვნიშნო, რომ ხელების მოვლა ქალის იარაღია მამაკაცის ყურადღების მისაქცევად. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს სივრცეს, სადაც იკეთებს გოგონა მანიკიურს - თუ ეს საძინებელი ოთახია, ქალის მახეში საუცხოო საყვარელი გაებმება; თუ იგივეს სასტუმრო ოთახში აკეთებს - მეურნე ქმარს გამოჰკრავს ხელს. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სამზარეულოში, - ბედი ზარმაც მეუღლეს გარგუნებთ, რომელსაც მხოლოდ ოჯახის ბიუჯეტის განიავება შეუძლია. ხოლო, ფრჩხილების დეკორატიული საფარით დაფარვამდე, მისი დაჭრის ან გაქლიბვისას, თუ ნარჩენები შემთხვევით სამზარეულოს იატაკზე დაიყარა, მცირე საყოფაცხოვრებო ტრავმა გარანტირებული გაქვთ - ან თითს გაიჭრით, ან თაროს გაედებით მხრით, ან ფეხი გადაგიბრუნდებათ. სამზარეულო ხომ ბინის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, სადაც სახლის სულები ბუდობენ და შეიძლება, გაბრაზდნენ დიასახლისზე, რაღა ამ ადგილას მოუნდა გალამაზებაო. ამიტომ ეცდებიან, ყველანაირად ავნონ მას - შესაბამისად, აღარც საჭმელი გამოუვა გემრიელი: გადაამლაშებს ან ხშირად დაეწვება.
- რაც შეეხება თმას...
- თმას შეუძლია ბევრი რამ გვიამბოს მფლობელის შესახებ. დღეს ოფიციალური მედიცინაც კი იყენებს თმას დიაგნოსტირებისთვის. თუმცა, ეზოთერიკოსებს ყველა დროში სწამდათ, რომ თმა ინფორმაციის „საწყობია“ და მასზე ინფორმაციული შეიძლება მხოლოდ სისხლი იყოს. მათი თეორიით, თუ დაბადებიდან არ ახლებ თმას ხელს, ისეთი რამეც კი გემახსოვრება, რაც ჩვეულებრივ (თმაშეჭრილებს) არ ახსოვთ ხოლმე. მაგალითად: როგორ მოევლინე ქვეყანას, გადადგი პირველი ნაბიჯი. თმა აგროვებს ინფორმაციას, მაკრატელი კი დაუნდობლად „კვეცს“ მას.
- გვჭირდება კი ამგვარი მოგონებები?
- საჭიროა ცხოვრების ჰარმონიზებისთვის - იმისთვის, რომ მეხსიერებაში არ გვქონდეს ჩავარდნა, შავი ხვრელები. თუ ერთი მოვლენა მოწყდა მეორეს, დაირღვევა მწყობრი - განსაკუთრებით მყარ ჯაჭვს კი ურთიერთგადაჯაჭვულობა ქმნის. გასაგებია, ბუნებრივი ცვენის გარდა, თმის ღერი რომ არ მოკლებია ცხოვრებაში, ასეთი ადამიანი იშვიათია, მაგრამ, თმის იშვიათად შეჭრა ხომ სავსებით შესაძლებელია?! გრძელთმიანებისა და მოკლეთმიანების ტესტირებით გაირკვა, რომ: ყველაზე ბრწყინვალე შედეგი ინტუიციისა და წინასწარმეტყველების მხრივ მათ გამოამჟღავნეს, ვისაც თმა წელქვემოთ სწვდებოდა. ოკულტური ფილოსოფიის მიხედვით კი: თმა შეიწოვს და ინახავს სიცოცხლის ელექსირს. ასევე, არაერთი მინიშნება უკავშირდება თმის ფერსაც. ყველა დროში ფასდებოდა ქერა ქალი, და არა - ტყუილად. თანამედროვე მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ თმის ფერზე ზემოქმედებს ჰორმონთა რაოდენობა და მათგან ქერებში დომინირებს ქალის ჰორმონი - ესტროგენი. ბუნებამ ისინი რბილი, დამთმობი და დამჯერი ხასიათით დააჯილდოვა - ანუ, როგორადაც ესახებათ მამაკაცებს ცხოვრების იდეალური თანამგზავრი. მამრობითი ჰორმონის - ტესტოსტერონის (შავთმიანებში) მოჭარბება კი ქალში ძალაუფლების მოყვარეობაზე, ენერგიულობასა და მიზანდასახულობაზე მეტყველებს. ყველა დროში ჯადოქრებს შავთმიანად სახავდნენ, თუმცა წითურებზეც ათასი ჭორი დადის - მაგიასა და ჯადოქრობას უკავშირებენ. ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე ცოტანი (2 პროცენტი) არიან პლანეტაზე, თან ვერც მეცნიერები პოულობდნენ დიდხანს გენს, რომელიც მათი თმის ცეცხლოვან ფერზე აგებდა პასუხს. მერე კი ის აღმოაჩინეს... ნეანდერტალელებში. შესაბამისად, ხასიათიც უჩვეულო ერგოთ: ცვალებადი, ხუშტურებიანი, წყენია, ჯიუტი, ისწრაფვიან გაუმართლებელი რისკისა და საეჭვო ექსპერიმენტებისკენ, რაც აჩენს კიდეც მათ მიმართ ზემოხსენებულ ეჭვს. თუმცა, დღეს ხალხს შავ მაგიაზე მეტად, თმის შესახებ ყოფითი, არსებითი ამბები აინტერესებს.
- რას ამბობს მინიშნება თმის შეღებვაზე?
- რადგან თმის ფერი და სიგრძე პირდაპირ კავშირშია ადამიანის მომავალთან, ანუ ბედისწერასთან, შესაბამისად, მისი გადაღებვა ბედს ცვლის. ეს არც ისე ცუდია, თუ თქვენს რეალობაში რაღაც კატეგორიულად არ გაწყობთ. მაგრამ, ახალწამოწყებულ საქმეში გამართლების, დიდი გეგმების განხორციელებისა თუ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, უმჯობესია, იმიჯის კარდინალური ცვლილებისგან თავი შეიკავოთ. იგივე მოსაზრებებით არ ღირს კვირას თმის შეღებვა - იღბალს დააფრთხობს. გამონაკლისს ბედი მხოლოდ მათ მიმართ უშვებს, ვინც სამშაბათს ან ოთხშაბათსაა დაბადებული - მათ კვირას გარეგნობაზე განხორციელებული ექსპერიმენტები არ დააზიანებს. მინიშნებები ამაგვარ სამღებრო მანიპულაციებს კატეგორიულად უკრძალავს ქალებს ორსულობისა და კრიტიკული დღეების დროს. პირველ შემთხვევაში ეს მომავალ ბავშვს შეუქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს, მეორეში კი - თავად გოგონას გაუფუჭებს განწყობას. ასე რომ, თმა შეიძლება შეათვალიეროთ, როცა სარკის წინ ლამაზდებით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ მას ეზოთერიკის, ხალხური ტრადიციებისა თუ მინიშნებების მიხედვითაც შეაფასებთ.

скачать dle 11.3