კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რას ამბობს ყვავილი

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

  ფსიქოლოგები ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავ სახალისო ფსიქო-ტესტს ქმნიან,  რომლებიც თქვენგან ფანტაზიის უნარის დაძაბვას მოითხოვენ, სამაგიეროდ, საკუთარი თავის უკეთ შეცნობის საშუალებას გაძლევენ.
თქვენი დავალებაა, ამოირჩიოთ  ამ ქოთნის  ყვავილებიდან ის, რომელიც ფერის მიხედვით ყველაზე მეტად მოგეწონებათ. შედეგმა შეიძლება, გაგაოცოთ.
1. იასამნისფერი ყვავილი ცისფერ ქოთანში
გიყვართ მშვიდ გარემოში ყოფნა. საინტერესო წიგნების კითხვა. თავი მშვიდ და ინტელექტუალურ პიროვნებად  მიგაჩნიათ.  გარშემო მყოფები კი ფიქრობენ, რომ შემოქმედი და ექსტრავაგანტული ხართ. მეგობრები ხშირად მოგმართავენ, როცა პრობლემების გადალახვა სჭირდებათ. ისინი დარწმუნებულნი არიან თქვენ მხარდაჭერასა და თანაგრძნობაში.
2. ყვითელი ყვავილი და თეთრი  ქოთანი
კომუნიკაბელური და მხიარული ადამიანი ხართ. თქვენ გარშემო თავს ყველა ბედნიერად  გრძნობს.  მუდამ დადებითი განცდებით ცხოვრობთ. თავში ათასობით იდეა გიტრიალებთ და გარშემო მყოფებსაც ავსებთ თქვენი ოპტიმიზმით.  
3. ვარდისფერი ყვავილი ფირუზისფერი ქოთანი
საოცრად თბილად ეპყრობით გარშემომყოფებს და თითქმის ყველას ენდობით, იმიტომ რომ თავად გულახდილი ხართ და მათი მხრიდანაც ვერ წარმოგიდგენიათ ღალატი. თბილი ბუნებისა და რომანტიკულობის მიუხედავად, ძალიან თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ბრძანდებით. საკუთარი მიზნისთვის მთებსაც   კი   გადადგამთ.
4. წითლისა და ლურჯის კომბინაცია
ტრადიციების მიმდევარი ბრძანდებით. ამბიცია გაქვთ, ყველა  თქვენი გავლენის ქვეშ მოაქციოთ. პირველობისთვის ბრძოლა  თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მის გარეშე არ შეგიძლიათ.

скачать dle 11.3