კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ოპერაცია „გვირაბმა“ ამერიკის შეერთებულ შტატებს ზიანი მიაყენა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ლავრენტი პავლეს ძე ბარიას ინოვაციური ტალანტისა და მრავალმხრივობის შესახებ ამ ბოლო დროს ადრე ღრმად გასაიდუმლოებული არაერთი საინტერესო დოკუმენტი გამოქვეყნდა. ერთ-ერთ ასეთ საიდუმლოს კი სულ ცოტა ხნის წინ აეხადა ფარდა და ის, ეგრეთ წოდებულ, „ბერლინურ გვირაბს“  ეხება... ისტორიკოსი ვალენტინ სოლოვეი წერს: „ჩემი მკითხველის უმრავლესობას, ალბათ, ნანახი ექნება გერმანული მხატვრული ფილმი „გვირაბი“, რომელიც ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა. მასში მოთხრობილია, თუ როგორ გათხარეს გვირაბი აღმოსავლეთ ბერლინსა და დასავლეთ ბერლინს შორის და გააქციეს 29 ადამიანი... ფილმი საინტერესო და მძაფრსიუჟეტიანია, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ ისწრაფვოდნენ გერმანელები ჩაკეტილი სამყაროდან  თავისუფლებისკენ... უფრო მძაფრსიუჟეტიანი და ჩახლართული თრილერი კი რეალურად თითქმის ორი ათწლეულით ადრე, 1945 წლის მიწურულს იყო – გათხრილი გვირაბის ისტორია. მაშინ ბერლინის კედელი ჯერ კიდევ არ იყო აშენებული. დამხობილი „რაიხის“ დედაქალაქი, მართალია, ოთხ საოკუპაციო ზონად დაიყო და წესრიგი მკაცრად კონტროლდებოდა, მაგრამ დასავლეთში გაქცევის მსურველს თავისუფლად შეეძლო თავისი ოცნების ახდენა და სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა... თუმცა მაინცდამაინც ბევრი მსურველი არ ჩანდა... გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ 1945 წელს შეერთებულ შტატებთან და დიდ ბრიტანეთთან ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობები გვქონდა და მოკავშირეებად ვითვლებოდით, უკვე დადასტურებული ინფორმაციები მოგვდიოდა იმის შესახებ, რომ ეს ქვეყნები ჩვენ წინააღმდეგ დიდი დივერსიისთვის ემზადებოდნენ. პროვოკაციის რამდენიმე სცენარი ჰქონდათ შემუშავებული და არ გამოირიცხებოდა ატომური დარტყმაც. საჭირო იყო  ზომების შემუშავება. ბერიამ მაშინვე დაგვავალა, სასწრაფოდ მოგვემზადებინა საპასუხო ოპერაციების რამდენიმე ვარიანტი. თავად კი სტალინს ეახლა. ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და მისგან მოქმედების ნებართვა მიიღო. თათბირზე, რომელსაც საგარეო დაზვერვის უწყების შეზღუდულ თანამშრომელთა რაოდენობა ესწრებოდა, ბერიამ თავისი სიტყვა ყოველგვარი შესავლის გარეშე, საკმაოდ უხეშად დაიწყო:
– ამხანაგებო, ეს საზიზღარი, ვითომდა ჩვენი მოკავშირეები რომ მოვთოკოთ, დასწრებაზე უნდა ვეთამაშოთ. მათ ასეთი დეზინფორმაციული „იხვი“ („უტკა“) უნდა დავუსვათ, რომელიც მათ ცრუ კვალზე დააყენებს და დააბნევს. ჩვენ კი დროს მოვიგებთ და დასახული გეგმის შესაბამისად, მიზანმიმართულად ვიმოქმედებთ. ჩვენი უპირველესი მიზანი კი ამჟამად ატომური ბომბის სასწრაფოდ დაუფლებაა...
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ იმ თათბირზე სწორედ ის ხალხი ვისხედით, ვინც ჩახედულნი ვიყავით და უშუალოდ ვმონაწილეობდით ამერიკის შეერთებული შტატების ატომური საიდუმლოებების გატაცების საქმეში. ჩვენ მიერ შემუშავებული ოპერაციების ყველა ვარიანტები შევაჯერეთ და შევიმუშავეთ ოპერაცია, რომელსაც „გვირაბი“ ვუწოდეთ. ამ ოპერაციის მიხედვით, ვითომდა მოღალატე ანტისაბჭოელმა სამხედრო ოფიცერმა, კაპიტანმა პავლე კოვალიოვმა, რომელიც ამერიკელებს „გადაბირებული“ ჰყავდათ და მისგან „ძვირფას“ ინფორმაციებს, სინამდვილეში კი დეზინფორმციებს, იღებდნენ, თავის „პატრონებს“ შესთავაზა, გაეთხარათ გვირაბი, რომელიც ერთი მხრივ, გაყოფილ ბერლინს ერთმანეთთან დააკავშირიებდა და საჭიროების შემთხვევაში, გაქცევის მსურველებს საშუალება ექნებოდათ, ამ ხვრელით ესარგებლათ. მეორე მხრივ კი, ამ გვირაბის მეშვეობით შესაძლებელი იყო  საბჭოთა სატელეფონო კაბელში ჩართვა, რომელიც იქვე გადიოდა და საიდუმლო საუბრების თავისუფლად მოსმენა. მართლაც, ძალიან მალე  დასავლეთ ბერლინიდან 4 მეტრის სიღრმეზე 2 მეტრის დიამეტრის გვირაბი გაითხარა, რომლის სიგრძე სულ რაღაც 16 მეტრი იყო. ამერიკელები საბჭოთა კაბელში ჩაერთნენ და „საიდუმლო  სატელეფონო საუბრებს პერმანენტულად ისმენდნენ“... გარდა ამისა, გვირაბის მეშვეობით საბჭოთა ტერიტორიაზე შემოდიოდნენ ამერიკელი ჯაშუში-არალეგალები, რომლებიც შემდგომ უკვე უშუალოდ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღწევდნენ და „ცენტრს“ „ძვირფას ინფორმაციებს“ აწვდიდნენ. სინამდვილეში კი ისინი ჩვენი კონტრდაზვერვის დაკვირვების ქვეშ იყვნენ და სწორედ იმას გადასცემდნენ, რაც საბჭოთა კავშირს წაადგებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ამ გვირაბით გადიოდნენ დასავლეთში „მოღალატე“ საბჭოთა სამხედროები თუ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები  და ვითომდა, ძვირფასი ინფორმაციები გაჰქონდათ. სინამდვილეში კი, დასავლეთის ქვეყნებში საიმედო რეზიდენტურებს ქმნიდნენ და სხვადასხვა სტრუქტურებში მკვიდრდებოდნენ. ორმა მათგანმა კი ლენგლიში, „ცეერუს“ შტაბ-ბინაშიც შეაღწია...“
 ნიშანდობლივი ფაქტია, რომ როგორც „ლუბიანკაზე“ („კაგებეს“ შტაბ-ბინა), ასევე „ლენგლიში“ („ცეერუს“ შტაბ-ბინა) ამ ოპერაციას ორივე მხარემ „გვირაბი“ უწოდა და თუკი ამერიკელებისთვის ის დამაზარალებელი იყო, საბჭოთა კავშირს მან დიდი წარმატება მოუტანა. პირველ რიგში, ჩაიშალა საბჭოეთზე ატომური ბომბარდირების გეგმა. საბჭოეთმა მოიგო დრო და მოიპოვა ატომური იარაღი, აგრეთვე, შექმნა ისეთი მძლავრი რეზიდენტურები, რომლებიც დღესაც მუშაობენ... „გვირაბის“ ისტორია კი ბერიას ვერაგული მკვლელობის შემდეგ „გასკდა“

скачать dle 11.3