კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს თმა უსასრულოდ იზრდება თუ რაღაც დროის განმავლობაში ჩერდება? ყველაზე მეტად რა უწყობს ხელს თმის ზრდას?
პასუხი: თმა ადამიანს გამუდმებით ეზრდება, მთელი სიცოცხლის განმავლობაში – ერთ თვეში, საშუალოდ, 1-1,5 სანტიმეტრით, თან ზაფხულში უფრო სწრაფად, ვიდრე ზამთარში. თმის ზრდის სიჩქარე დამოკიდებულია სწორ კვებაზე, ენდოკრინული და ნერვული სისტემის მდგომარეობაზე. თმის ზრდის დაჩქარებას ხელს უწყობს თავის ქალის მასაჟი, რადგან ამ დროს უმჯობესდება სისხლით მომარაგება.
კითხვა: მაინტერესებს, ცხვირის ტრავმის დროს, რა უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში, რომ ძვალი არ დაზიანდეს და არ ამოგვებეროს?
პასუხი: ტრავმის შემდეგ უნდა დაიდოთ ცივი და მიმართოთ ექიმს ცხვირის ძვლის ტრავმის ხარისხის შესაფასებლად.
კითხვა: გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი. აღმოჩნდა, რომ ედს მაქვს მომატებული. რას ნიშნავს ეს?
პასუხი: ედს ერითროციტების დალექვის სიჩქარეა. ედს-ის ცვლილება არ არის სპეციფიკური ნიშანი, ის მიუთითებს ორგანიზმში პათოლოგიური პროცესის არსებობაზე, თუმცა ის არ არის დამოუკიდებელი სიმპტომი და განიხილება პაციენტის სხვა მონაცემებთან ერთად. ამიტომ მომატებული ედს-ის შემთხვევაში, საჭიროა, როგორც კლინიკური, ასევე ლაბორატორიული ანამნეზი. მიმართეთ ზოგადი პროფილის ექიმს, თერაპევტს, რომელიც თქვენთან გასაუბრების შემდეგ შეეცდება, კვლევებს სწორი მიმართულება მისცეს.
კითხვა: მამა არის 63 წლის. წლებია, სიარულისა და დგომის დროს სტკივა ბარძაყის უკანა კუნთები, ეს ტკივილები ბოლო პერიოდში გაუხშირდა, თან, ბოლო 2 თვეა, სიარულის დროს წვივები უბუჟდება. გთხოვთ, მირჩიოთ რომელ ექიმს მივმართოთ?
პასუხი: მამამ, პირველ რიგში, ნევროპათოლოგს უნდა მიმართოს. მასთან ვიზიტზე გაირკვევა, რამდენად საჭირო იქნება ანგიოლოგის კონსულტაცია.
კითხვა: შუბლზე კანქვეშ მაქვს წამონაზარდი, რომელიც პატარა ბურთუკივით არის გამაგრებული. ხომ ვერ მეტყვით, რა არის?
პასუხი: შესაძლოა, ლიპომაა (ცხიმგროვა), თუმცა, ზეპირი შეფასება შეიძლება, არაზუსტი იყოს. პირველადი შეფასებისთვის შეგიძლიათ, დერმატოლოგს მიმართოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3