კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სპეციალისტები მხედველობის შესანარჩუნებლად საკვები რაციონის გარდა, ფიზიკურ აქტივობასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ვარჯიშს გვირჩევენ, მთავარია, ყურადღება მივაქციოთ დოზირებას. არ არის სასურველი დიდი დატვირთვა და სხეულის გადაძაბვა.
  რეგულარული ფიზიკური დატვირთვა გამაჯანსაღებელ გავლენას ახდენს მხედველობის ფუნქციაზე. ვარჯიშის დახმარებით აქტიურდება თავის ტვინის ის უბნები, რომლებიც ვიზუალური ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებაშია ჩართული. ეს კი, თავის მხრივ, მხედველობის გაუმჯობესებას ნიშნავს. თვალებისთვის სასარგებლოა ისეთი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა, სირბილი, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა.
  რაც შეეხება საფრთხეს, მობილური ეკრანებიდან წამოსული ლურჯი სხივი ძალიან სახიფათოა. ის არა მარტო ცირკადულ რიტმს არღვევს, რითაც ძილის რეჟიმი ირევა, არამედ მხედველობისთვისაც მავნებელია. ლურჯი სხივი ადამიანის თვალის ბადურის მოლეკულებს ცვლის. შედეგად ზიანდება ბადურას შუქის აღმქმელი უბანი. ლურჯი სხივი ააქტიურებს სინათლისადმი მგრძნობიარე რეტინის მოლეკულებს, რის შედეგადაც ციტოპალზმაში კალციუმის დონე იმატებს. ეს იწვევს ბადურის ფოტორეცეპტორული უჯრედების კვდომას. შედეგად შეიძლება განვითარდეს მაკულარული დეგენერაცია ექიმების თქმით, თუ ადამიანს მხედველობის პრობლემა უკვე აქვს, ლურჯი სინათლე უფრო გააღრმავებს სიტუაციას და შესაძლოა, ადამიანმა მხედველობაც კი დაკარგოს.
 ასე რომ, რა დრო უნდა გაატაროთ მობილურის ეკრანზე „თვალმოუწყვეტლად“ თავადვე გადაწყვიტეთ.
გახსოვდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი რჩევების გათვალისწინება:
* არ უნდა მოვწიოთ, რადგანაც მოწევა ზრდის თვალის წნევას, რაც სხვადასხვა დაავადების გამომწვევია;
* არ იკითხოთ დაწოლილმა. კითხვისას წიგნთან დაშორება უნდა იყოს 30 სანტიმეტრი;
* თუ ტელევიზორს დღისით უყურებთ, საჭიროა ოთახის დაბნელება, საღამოს კი – მისი განათება;
* შეეცადეთ, ნაკლები დრო გაატაროთ კომპიუტერთან, რადგან მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები დიდწილად მათ აღენიშნებათ, ვისაც კომპიუტერთან დიდხანს უწევთ ყოფნა;
* თვალებზე ყოველდღიურად გაიკეთეთ ჩაის კომპრესი. შეეცადეთ, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე – ეს დადებითად იმოქმედებს თვალების ჯანმრთელობაზე;
* იკვებეთ კარგად. ვიტამინების ნაკლებობისას მხედველობის სიმახვილე იკლებს და თვალებიც ადვილად და სწრაფად იღლება, შეიძლება, მტკივნეულიც გახდეს. ყველასათვის ცნობილია ძველი ხალხური მეთოდი მხედველობის გასაუმჯობესებლად – სტაფილოს ინტენსიურად ჩართვა საკვებ რაციონში. ამ მეთოდის ჭეშმარიტება კარგა ხანია, დასაბუთებულია სტაფილოში უხვად შემავალი ვიტამინებისა და ქიმიური ნივთიერებების მოქმედების პრინციპებით. სასარგებლოა თევზეული, მოცვი, შავი მოცხარი, თხილეული, გოგრა, ისპანახი, ბროკოლი, ხახვი და ნიორი.
პომიდორში, ნესვში, ბარდასა და ღვიძლში ბევრია A ვიტამინი, ამიტომ, რაც შეიძლება, ხშირად გამოიყენეთ ეს პროდუქტები. თუ თვალის სიმშრალე და გაღიზიანება გაწუხებთ, ეს B ვიტამინის ნაკლებობას მიუთითებს. ამ შემთხვევაში უფრო მეტი სოკო და ბანანი უნდა მიიღოთ. რაც შეიძლება, დიდი რაოდენობით მიირთვით C ვიტამინის შემცველი პროდუქტები. ეს დაგეხმარებათ თვალის ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.
თვალებს დასვენება სჭირდება, განსაკუთრებით სამუშაო დღის ბოლოს, რადგან სამსახურში თვალი ძალზე იტვირთება.
სამსახურიდან დაბრუნებისას 15-20 წუთით წამოწექით საწოლზე, ჩააქრეთ შუქი და დაწექით თვალგახელილი. ამით თვალებს კარგი დასვენების საშუალებას მისცემთ.
  ჩოგბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და სხვა მრავალი შეიძლება, თავისა და თვალის ტრავმის მიზეზი გახდეს და მხედველობის დაქვეითება გამოიწვიოს.
  რაც შეეხება კრივსა და ბრძოლის სხვა სახეობებს, დარტყმები საშიშია ტვინის შერყევისთვის, რაც პირდაპირ კავშირშია თვალებთან. ნებისმიერი ასეთი ტრავმა მაშინვე აისახება თვალებზე. ხტომებს შეიძლება, მოჰყვეს პათოლოგიების განვითარება მათთვის, ვისაც უკვე აღენიშნებათ ახლომხედველობა ან შორსმხედველობა. გლაუკომას დროს მიზანშეწონლი არაა იოგის ვარჯიშები – მას სისხლძარღვებში წნევის ცვლილებებამდე მივყავართ, რაც წარმოადგენს კიდეც ამ დაავადების პროგრესირების მიზეზს.
  სპორტის სახეობები – ცურვა და მისი მსგავსნი – მხოლოდ სარგებლობის მომტანია. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ შევუთავსებთ მხედველობის სავარჯიშოებს. ასევე, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი და ბადმინტონი შესანიშნავად გაამაგრებს თვალის კუნთებს.
скачать dle 11.3