კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ღრძილების მკურნალობა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

ღრძილებისთვის სასარგებლო პროდუქტებია:
  ციტრუსები – მათში მაღალია C ვიტამინის შემცველობა, რომელიც გამაჯანსაღებლად მოქმედებს ღრძილების ლორწოვან გარსზე;
  მწვანილი და რძის პროდუქტები – მათში შემავალი K ვიტამინი ამცირებს სისხლდენას;
თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები – დიდი რაოდენობით შეიცავენ ფოსფორს, რომელსაც მაღალი ეფექტი აქვს პაროდონტიტის დროს;
  ნიორი და ხახვი – მათ შემადგენლობაშია დიდი რაოდენობით თუთია, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებაა;
  ყველი – კალციუმის წყარო, აჯანსაღებს კბილებს და ღრძილებს;
 წითელი ღვინო – შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ტანინს, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდებიან.
  ჯანსაღი ღრძილების შესანარჩუნებლად საუკეთესო გზა პირის ღრუს სწორი მოვლა და ჰიგიენის დაცვაა. არც მოზარდს და არც დიდს არ უნდა დაეზაროს ყოველ დილა-საღამოს კბილების გაწმენდა. ეს მთავარი ფაქტორია, რომლითაც შეიძლება ღრძილების ანთების თავიდან აცილება. ნაკლები ტკბილი ჭამეთ, მისი მიღების შემდეგ კი კბილები აუცილებლად გაიხეხეთ. ამ შემთხვევაში ანთება ისე მწვავედ და სწრაფად არ განვითარდება. დიდი მნიშვნელობა აქვს პირის ღრუს სწორ მოვლასაც: არ არის სასურველი ძალიან მაგარი ჯაგრისის გამოყენება, არც ძალიან რბილის. ნუ გამოიყენებთ კბილის ჩხირს, რადგან ეს ღრძილების ტრავმირებას იწვევს. ჩხირებს ისევ ფლოსი ანუ კბილების ძაფი სჯობია.
რეცეპტები ღრძილების
სამკურნალოდ
  ძალიან კარგი და შედეგიანი საშუალებაა მუხის ქერქის ნახარში, რომელიც შესანიშნავად ამაგრებს ღრძილებს. აიღეთ ნახევარი კილოგრამი მუხის გამხმარი ქერქი, კარგად გაასუფთავეთ და დაასხით ორი ლიტრი წყალი. ადუღეთ იმდენ ხანს, რომ წყალი ერთ ლიტრამდე შემცირდეს. გაწურეთ და გააგრილეთ. დღეში სამჯერ გამოივლეთ პირის ღრუში, სულ ცოტა, ერთი თვის განმავლობაში. ყოველივე ამის შემდეგ, ნახავთ, რომ ღრძილები შესამჩნევად მორჩება და გამაგრდება.
  რაც შეეხება პირის ღრუს უსიამო სუნს, ეს უფრო ხშირად კბილებისა და ღრძილების დაავადების გამოა გამოწვეული. არსებობს კუჭის პრობლემებიც. ასეთ შემთხვევაში ძალიან ეფექტურია შემდეგი საშუალება, რომლის მომზადება შინაურ პირობებშიც ძალიან ადვილია: აიღეთ ერთი სუფრის კოვზი დაქუცმაცებული პიტნის ფოთლები და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. ერთი საათის შემდეგ გაწურეთ და დღეში ორჯერ ან სამჯერ გამოივლეთ. ასევე, კარგია ნიახურის ძირების ნახარში. დოზა: ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნიახურის ძირებს დაასხით ერთი ჭიქა არაყი. დადგათ ბნელ და თბილ ადგილზე ორი კვირის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და ერთი ჩაის კოვზი ნაყენი შეურიეთ ერთ ჭიქა თბილ, გადადუღებულ წყალს. გამოივლეთ პირსა და ყელში დღეში სამჯერ.
ალოეს ფოთოლი კარგად გარეცხეთ, მოაჭერით ეკლები, გაჭერით ორ ფენად და დაიდეთ ღრძილებზე დღეში 5-6 ჯერ.
1 სუფრის კოვზ გულყვითელას (კალენდულა) დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გამოივლეთ.
1 ჩაის კოვზ სალბს (შალფეი) დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააგრილეთ და გამოივლით პირში ჭამის შემდეგ.
მრავალძარღვას ფოთლები კარგად გარეცხეთ და ღეჭეთ. 3-4 დღეში ღრძილებიდან სისხლდენა შეჩერდება და მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.
скачать dle 11.3