კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ნუშის გასაოცარი თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  30 გრამ ნუშში ზუსტად იმდენი ცილაა, რამდენიც 30 გრამ ხორცში. ნუში შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს: კალციუმს, მაგნიუმს, მარგანეცსა და ფოსფორს, ასევე, ფერმენტებს, რაც კუჭ-ნაწლავს ფუნქციონირებაში ეხმარება. აღსანიშნავია, რომ ნუშში B და E ვიტამინებიც შედის, გლიკოზიდების ამიგდალინი კი მას მომწარო გემოსა და სპეციფიკურ სურნელს ანიჭებს.
  ნუში სისხლის უჯრედებს კვებავს და ასევე წმინდს მას. სახალხო მედიცინაში ნუში გამოიყენება ღვიძლის სამკურნალოდ. ის ყველა ორგანოს ასუფთავებს, ხელს უშლის კენჭებისა და მარილების წარმოქმნას. ასევე, აძლიერებს ტვინს, აუმჯობესებს მხედველობას, იცავს მკერდისა და ყელის კიბოსგან.
ნუში გამოიყენება ასთმისა და პლევრიტის პრევენციისთვის. ეს მცენარე კუჭისა და შარდის ბუშტის წყლულისგან გაგათავისუფლებთ.
  ნერვული სისტემისა და თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ექიმები ადამიანებს ნუშის ყოველდღიურ მიღებას ურჩევენ (დღეში – დაახლოებით, 15 ცალი). 50-ს გადაცილებული ადამიანებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან იცავს ჭკუასუსტობისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან. ნუშში შემავალი მცენარეული ანტიოქსიდანტები აწესრიგებს ძილს, ადამიანს შველის სიბერის დროს უძილობისა და სეზონური დეპრესიის დროს. ხველების დროს ნუშს დამხმარე საშუალებად იყენებენ.
   განსაკუთრებით ძვირფასი პროდუქტია ნუშის ზეთი, რომელიც მრავალმხრივ გამოიყენება. ნუშის ზეთს ორი სახეობის – ტკბილი და მწარე – ნუშისგან ხდიან. ის სასიამოვნო გემოს მქონე მოყვითალო ფერის გამჭვირვალე, უსუნო სითხეა.
  მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ფიტოსტეროლს, ამიგდალინს, ტოკოსტეროლს, ტრიოლეინს, ლინოლენის მჟავას, გლიცერიდს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს.
  ნუშის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აფერხებს უჯრედთა დაბერებას, აცხრობს კანის ანთებით პროცესებს. ნუშის ზეთი ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, უნარჩუნებს თმას ელასტიკურობასა და ბზინვარებას.
  ნუშის ზეთი არეგულირებს კანში წყლისა და ლიპიდების ცვლას, ეპიდერმული ბარიერის განვლადობას, ააქტიურებს უჯრედთა რეგენერაციის პროცესს. ის საუკეთესო საშუალებაა მასაჟისთვის. გამოიყენება ცელულიტის სამკურნალოდ როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა ზეთებთან კომბინირებულად. კარგად შეიწოვება კანიდან, აქვს ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული და მატონიზებელი მოქმედება, ამშვიდებს, კვებავს და ატენიანებს კანს.
რეკომენდებულია მგრძნობიარე და მშრალი კანის გასაწმენდად, ნაწოლების სამკურნალოდ, მშრალი თმის მოსავლელად. მისი რეგულარული შეზელა აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, აჯანსაღებს და ბზინვარებას მატებს მას.
  ნუში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მხედველობას. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა პროდუქტის კიდევ ერთი თვისება გამოავლინა – ნუშის ყოველდღიური გამოყენება ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სასარგებლო ბაქტერიების გამომუშავებას, ეს კი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნუში ალერგიული პროდუქტია. ალერგია ვლინდება ტკივილით მუცელში, დიარეით, ღებინებით, იწვევს თავბრუს და ცხვირის „გაჭედვას”.
  ნუშის დიდი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა, მეტეორიზმი, დიარეა და თავის ტკივილი გამოიწვიოს და რადგან ის კალორიულია, შეიძლება ჭარბწონიანობაც კი განვითარდეს.
скачать dle 11.3