კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 ჭეშმარიტების გზაზე

შუამავალი
  გარდა იმისა, რომ ეტეოკლისი ფრიადოსანი იყო, თანაკლასელების გადმოცემით, შესანიშნავი ხასიათიც ჰქონდა. მას ბრმად ენდობოდნენ როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლენი. იგი მათ შორის ერთგვარი შემაკავშირებელი რგოლი იყო. თავისი განუმეორებელი არგუმენტაციის წყალობით, ის ყოველთვის არწმუნებდა თანაკლასელებს ამა თუ იმ ნაბიჯის სისწორეში, რის შესახებ შემდგომ მასწავლებელთა კრებას უცხადებდა და პირადად უდგებოდა მოწაფეებს თავდებად. ნიშანდობლივია მასწავლებელთა და მოსწავლეთა გამონათქვამი – „ეს ეტეოკლისმა თქვა!“
„ხორცზე უარს ვამბობ!“
ერთხელ სკოლაში წასვლის წინ, ეტეოკლისმა მამიდა ალექსანდრას უთხრა:.
– დღეიდან ხორცზე უარს ვამბობ! თუ შეიძლება, სადილად სხვა რამ მომიმზადეთ.
მამიდამ მის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ მისცა, წუთიერ ახირებად ჩათვალა და კატლეტები მოუმზადა, რაც ბავშვს ძალიან უყვარდა. როდესაც ეტეოკლისი სახლში დაბრუნდა და სადილი დაინახა, იკითხა:
– მამიდა, მე ხომ გაგაფრთხილეთ, რომ დღეიდან ხორცის ჭამას ვწყვეტ?
– შვილო ჩემო, რადგან გატარებული ხორცი გვქონდა, ვიფიქრე, კატლეტი შემეწვა. დღეს შეჭამე, ხვალიდან კი უარი თქვი.
– არა, მამიდა! როდესაც რაიმეს აღუთქვამთ, სიტყვა უნდა შევასრულოთ.
იგი კატლეტს არ მიჰკარებია და იმ დღიდან სამუდამოდ უარი თქვა ხორცზე.
უკანასკნელის გაყოფა
ერთხელ, სტუდენტობისას, ეტეოკლისმა ვიღაც ღატაკს მისცა ფული, რომლითაც ვახშმობას აპირებდა. ეს საიდუმლოდ უამბო მეგობარს და დასძინა: დიახ, ჩემო მეგობარო, ცხოვრებაში ასე კარგად არ მიძინია.
***
მისი წერილიდან სულიერი მამისადმი (1956 წლის 14 აპრილი): „მძიმე ტვირთად მაწევს ორ მეტად ღარიბ სტუდენტზე ზრუნვა, რაც ჩემს ძალებს აღემატება. ამის მთელი სირთულე უწყის მხოლოდ მან (უფალმა), ვინც გამოიძიებს გულთა და ნაწლევთ. მან იცის, რომ როდესაც დილიდან საკმაო თანხა მაქვს, დიდ ნაწილს ვარიგებ და სახლში ფეხით ვბრუნდები, იმიტომ, რომ მგზავრობის ფულიც კი აღარ მრჩება“.
არავინ აცთუნო
ერთხელ, სტუდენტობისას, პარასკევ დღეს, მამასთან ერთად კალამატაში მიემგზავრებოდა. ეტეოკლისი საავადმყოფოდან ახალი გამოსული იყო.
მამამ ურჩია:
– შეჭამე, შვილო ჩემო, ცოტაოდენი ყველი და ნუ განიცდი ამის გამო. შენ ხომ ავად ხარ?!
– არა, მამა, – მიუგო მან, – ადამიანებისთვის, რომლებიც მიყურებენ, ხომ უცნობია, რომ ავად ვარ. შესაძლოა, ზოგმა მათგანმა იცის, რომ მე საღვთისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი, სასულიერო პირად გახდომის კანდიდატი ვარ, ეს მათ აცთუნებს.
მთელი იმ მოგზაურობის დროს მას სახსნილო საჭმელი არ მიუღია.
***
– გერონდა, მგონი, მეტისმეტად სიფრთხილეს იჩენთ, რათა „არა იგმოს მსახურებაი, ეგე თქუენი“ (2 კორ. კორ. 6,3).
– შვილო ჩემო, უდებებისა გამო მრავალი დაეცა და საცთურში ჩავარდა, სიფრთხილისაგან კი – არავინ.
საზრიანობა
ერთხელ ეტეოკლისი, უკვე უფროსკლასელი, მეგობრებთან ერთად კალამატში სეირნობდა. ერთმა მათგანმა სიგარეტის კოლოფი ამოიღო და ყველას შესთავაზა.
– ეტეოკლის, რა ვქნა? – ჰკითხა მას ერთმა მოწაფემ.
– ნუ გეშინია, – მიუგო მან, – ჩემამდე მოვა და გაჩერდება.
და, მართლაც, როდესაც ეტეოკლისსაც შესთავაზა სიგარეტი, მან უთხრა:
– მითხარი, შენი პრობლემები უკვე გადაწყვიტე და კიდევ ერთის მიმატება გსურს? მე მგონი, უგუნურებაა ჩვენს განსაცდელთ კიდევ ახლებიც მიუმატოთ.
მოწევის მოყვარულისთვის ეს კარგი გაკვეთილი იყო – მან სიგარეტის დარიგება შეწყვიტა.
„არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის სწავლებანი  და ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან“



скачать dle 11.3