კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (99)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№24 როდის არის მირონმდინარე ხატები უფლის სასწაული და როდის ეშმაკის ხრიკი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მეცნიერების არაერთი მცდელობის მიუხედავად, მირონდენა, როგორც მოვლენა, ამოუცნობია, მისი შესწავლა ვერ მოხერხდა. ნებისმიერი ღვთიური სასწაული კაცობრიობას რწმენის განსამტკიცებლად მოევლინება, მაგრამ შესაძლებელია თუ არა, ბოროტმა ძალამ მსგავსი სასწაულით აცდუნოს ადამიანი – ამ თემაზე მამა პეტრე (კვარაცხელია) გვესაუბრა.
  პეტრე კოლხი: მირონმდინარე ხატები თანმდევი მოვლენაა რელიგიური ადამიანების ყოველდღიურობასა და ზოგადად, რელიგიურ ცხოვრებაში, რადგან რელიგია სავსეა  სასწაულებით, მისტიკური საიდუმლოებებითა და ისტორიებით. მირონდენას წმიდა მამები ასე გვიხსნიან: პირველი, მას ღმერთი ადამიანებს რწმენის განსამტკიცებლად უშვებს და მეორე – ანუგეშოს ისინი, ნიშანი მისცეს. მაგრამ ერთი დეტალი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როცა ტაძარში მიდიხართ და  მხოლოდ მირონმდინარე ხატების ნახვა გსურთ, ხოლო სხვა დანარჩენებს ყურადღებას არ აქცევთ, ეს უკვე რწმენისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულებაა, რომელიც შეიძლება, პირდაპირ კავშირში იყოს ფანატიზმთან. ფანატიზმი კი რელიგიისგან და რელიგიურობისგან შორსაა. უფრო მეტიც, ეს არის რელიგიის დამახინჯებული ფორმა და იმდენად საშიშია, რომ საზოგადოების  ნაწილს საფრთხეც კი შეიძლება შეუქმნას. ამ ტიპის ადამიანებს  ყველაფერში სასწაულების დანახვა ახასიათებთ.
– შესაძლებელია, მირონის დენა ეშმაკის ხრიკი იყოს და არა ღვთის სასწაული?
– ჩემი ბავშვობიდან კარგად მახსოვს ერთი ოჯახი, სადაც ცხოვრობდა ნათელმხილველი. ადამიანები ეკლესიაზე მეტად ამ ნათელმხილველის ოჯახში დადიოდნენ. ეს ნათელმხილველი არ გამოირჩეოდა ლოცვითა და რწმენით, რომელზეც შეიძლება, რაიმე მადლი ღვთისგან გადმოსულიყო და ეს ნიჭიც უფალს ებოძებინა მისთვის. სწორედ, ასეთი ადამიანის ოჯახში იყო მირონმდინარე ხატები, რომლის გვერდითაც დამაგრებული იყო ხელოვნური ყვავილები. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს ხელოვნური ყვავილები მოძრაობდნენ. თუ ამ ადამიანის ოჯახზე არ იყო ღვთის მადლი დაშვებული, მაშინ რა დარჩა? ბოროტიდან მართული სასწაული. ამიტომ თავისუფლადაა დასაშვები, ზოგ შემთხვევაში, ეს იყოს ეშმაკის ხრიკი. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის გონიერება, რომ გავარჩიოთ სასწაული, რომელიც იქნება აღვლენილი, ღვთისგანაა თუ ეშმაკისგან. მირონმდინარე ხატებთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან, ხშირად კომიკურ ფაქტებსაც ვაწყდებით, როცა ხატებს მირონი არ სდით, მაგრამ ადამიანები იმიტომ, რომ სასწაულების ისტორიების უტრირება მოახდინონ, მათ მირონდენას „აბრალებენ“. შესაძლებელია, ხატი ჩარჩოში იყოს ჩასმული, რომელზეც დაძველებასთან ერთად, დროთა განმავლობაში, წებომ გამოჟონოს და ეს მიიჩნიონ მირონად. ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ გამოსახულ სიწმიდეს უნდა ვეთაყვანოთ და არა მირონს. მაცხოვარი სახარებაში ბრძანებს: ერი, რომელიც სასწაულს ეძებს, სასწაული არასოდეს მიეცემაო. ღმერთს სჭირდება თავისუფალი ადამიანების რწმენა და არა სასწაულებით დამონებულის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მირონდენა არ არსებობს, არსებობს, მაგრამ აქაც გარკვეული გონიერება და დიდი სულიერებაა საჭირო, რომ ადვილად არ ვცდუნდეთ და არ ჩავვარდეთ საფრთხეში. ტყუილები არ უნდა გამოვიგონოთ და უტრირება არ უნდა მოვახდიონოთ.  ასევე, ამაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული ჩვენი რწმენა თუ ურწმუნოება. დღემდე და დღესაც უამრავ ხატს სდის მირონი. 90-იან წლებში, ვიდრე სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყებოდა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტრაგედია მოხდებოდა, დედათა მონასტერში უამრავმა  ხატმა დაიწყო მირონდენა, მაშინ ძალიან შეეშინდა მორწმუნე საზოგადეობას და ეს მინიშნებად მიიჩნიეს, ასეც აღმოჩნდა, ღმერთი გვაძლევდა ნიშანს: შეუნდეთ ცოდვები, ილოცეთ მეტი მიუტევეთ, გიყვარდეთ... სწორედ, ამის შემდეგ მოხდა ეს ტრაგედიები. ნებისმიერი ხატი, რომელსაც მირონდენა ახასიათებს, არის მინიშნება და ის აუცილებად რაღაცას გვიმზადებს.
– რაზე მიუთითებს ოჯახებში ხატების მირონდენა და რამდენად გადმოდის უფლის მადლი ამ დროს?
– ნებისმიერი ოჯახისთვის მადლს მისი წევრების სულიერება განსაზღვრავს. მირონდენა ორი მდგომარეობისთვის შეიძლება, იყოს დამახასიათებელი: როდესაც აბსოლუტურად არარელიგიური, პრაქტიკულად, უღმერთო ხარ და მეორე  –  როცა მაქსიმალურად ცდილობ, კარგად იცხოვრო სულიერად, ადამიანურად, მართლმადიდებლურად. ორივე ტიპის ადამიანებისთვის უშვებს უფალი სასწაულებს. ჩვენ უნდა ვარჩევდეთ, რომელს განვეკუთვნებით: თუ – პირველ  კატეგორიას, ამ შემთხვევაში, ძალიან კარგია, რადგან უფალი ჩვენზე უშვებს დიდ მადლს, რომელიც შეიძლება, იმის მანიშნებელი იყოს, რომ  მის გზაზე მოვექცეთ, მეორე შემთხვევაში – შინაგანად ხარ სავსე და ღმერთი მადლიერებას, მირონმდინარე ხატების მეშვეობით გვანიშნებს. ორივე მათგანი უფლის საჩუქარია.  მაგრამ, თუ კი ჩვენ ხატს იმიტომ ვეთაყვანებით, რომ აუცილებლად რომელიმეს მირონი გადმოუვიდეს ან ატირდეს, ეს უკვე  ანგარებითი დამოკიდებულებაა ღმერთთან და შესაბამისად, საფრთხის შემცველია. ჩვენ თუ ღმერთში სასწაულს არ ვეძებთ, ღმერთმა შეიძლება, სასწაული მოგვივლინოს, მაგრამ, თუ ღვთის რწმენა სასწაულის დასაშვებად გვჭირდება, მაშინ შესაძლებელია, უფალმა ის არასოდეს დაუშვას.
– რამდენად რეალურია ის, რომ მირონი სნეულებებს კურნავს?
– ვერც მირონი განკურნავს ადამიანს და ვერც ღმერთი, თუ თავად არ აქვს რწმენა. ისევ ქრისტეს სიტყვებს მოვიხმობ. როდესაც ქრისტეს სნეული შეეხო და განიკურნა, მაცხოვარმა მოციქულებს ჰკითხა: ვინ შემეხოო? უპასუხეს: მოძღვარო, უამრავი ადამიანი გახვევიათ თავს და თქვენ გვეკითხებით ვინ შეგეხოთო? უფალმა მიუგო: არა, სხვანაირად შემეხოო. ეს სხვანაირად შეხება არის რწმენა. ქალი გამოვიდა და შეშინებულმა თქვა, მე შეგეხეთ და თქვენ განმკურნეთ. მე კი არა, შენმა რწმენამ განგკურნაო, – უპასუხა უფალმა. ნებისმიერ ადამიანს კურნავს საკუთარი რწმენა და არა მირონი, ზეთი თუ ნაკურთი წყალი.
скачать dle 11.3