კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ მოხვდა 18 წლის ლიკა მიქიაშვილი ამერიკის საკალათბურთო ლიგაში და რატომაა ის ხარჯიანი სარძლო

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  საქართველოს ორგზის ჩემპიონი, 18 წლის  ლიკა მიქიაშვილი თავისი გარეგნული მონაცემებით საკმაოდ გამორჩეული და თვალშისაცემი გოგოა. ფაქტია, ხარჯიანი სარძლოცაა, რადგან 190 სიმაღლის გოგოს საქორწილო კაბას საკმაოდ ბევრი ქსოვილი დასჭირდება და მისი ფეხის 43 ზომის კლასიკური ფეხსაცმლის პოვნაც საკმაოდ გართულდება. ლიკა ამ თემაზე ბევრს ხალისობს. სულ მალე ის ამერიკაში მიემგზავრება, სადაც სწავლის გაგრძელებას აპირებს და იმავდროულად, საკალათბურთო ლიგაშიც იასპარეზებს.
  ლიკა მიქიაშვილი: სპორტით ყოველთვის ვიყავი დაკავებული, თუმცა, ბავშვობაში არ მიოცნებია, სპორტსმენი, კერძოდ კი, კალათბურთელი გამოვსულიყავი, ყოველთვის ექიმობა მინდოდა.
– დიდ სპორტში როგორ მოხვდი?
– 14 წლის ასაკში გადავწყვიტე, კალათბურთის თამაში დამეწყო, ოღონდ, უბრალოდ, სამოყვარულო დონეზე. კალათბურთი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სპორტი იყო. რუსთავის სამოყვარულო გუნდში შევედი, ამის შემდეგ მოვხვდი რუსთავის გოგონათა საკალათბურთო კლუბში, რამდენიმე თვეში კი ნაკრების შესარჩევ ვარჯიშებზე წამიყვანეს და ამის მერე ვიცავ საქართველოს სახელს. 2016-2017 და 2018-2019 წლების სეზონის ორგზის საქართველოს ჩემპიონიც გავხდი.
– მითხრეს, რომ ასაკობრივ ნაკრებში ყველაზე ძლიერ და აგრესიულ, მოედნის კარგი ხედვის მქონე სპორტსმენ გოგონად შენ მოგიაზრებენ.
– ასე, ალბათ, ჩემი ფიზიკური მონაცემების გამო მაფასებენ. ძლიერიც ვარ, მაღალიც – 190 სანტიმეტრი, აგრესიას კი სპორტი მოითხოვს (იცინის). ზოგადად, ყველა კალათბურთელს მოედნის კარგი ხედვა უნდა ჰქონდეს, თამაში სხვანაირად შეუძლებელია.
– ოჯახში ვინმე თამაშობდა პროფესიონალურ კალათბურთს?
– მამა თამაშობდა, თუმცა, პროფესიონალურად არა. ბიძა კი, პროფესიონალურად თამაშობდა და მეც გენეტიკურად გავყევი ამ სპორტს.
– სპორტსმენები ძირითად დროს სავარჯიშო მოედანზე ატარებენ და სწავლას ნაკლებ დროს უთმობენ. ამ მხრივ, როგორ არის საქმე შენთან და სპორტის გარდა თუ აირჩიე პროფესია?
– რადგან ჩემი ცხოვრების უმეტესი დროის გატარება დარბაზში მიწევს, რთულია სწავლის შეწყობა, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო სწავლა და ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობდი, ორივე ერთად შემეთავსებინა. ჩავაბარე გამოცდა და სწავლა უნდა გავაგრძელო ამერიკაში, ოკლაჰომას ქრისტიანულ უნივერსიტეტში, სპორტული მედიცინის ფაკულტეტზე. ხუთი წლის მერე, როცა სწავლას დავამთავრებ, ზუსტად მეცოდინება, როგორ მივხედო საკუთარ ტრავმას. ასე რომ, პროფესიასაც ავითვისებ და იმავდროულად, კალათბურთის თამაშსაც განვაგრძობ უნივერსიტეტის ლიგაში. შემდეგ მაგისტრატურა მინდა და საქართველოში მერე დავბრუნდები. 13 აგვისტოს იწყება სწავლა და ასე რომ, სულ მალე მიწევს ამერიკაში წასვლა. სიმართლე გითხრათ, ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ძალიან გამიხარდა. უნივერსიტეტის ლიგა კარგი გუნდია, ძალიან მაგარი მწვრთნელები ჰყავთ და ჩემთვის იდეალური ვარიანტია. ისაა, რასაც ვეძებდი.
– თქვი, ამერიკაში დავამთავრებ უნივერსიტეტს, ავიწყობ სპორტულ კარიერას და შემდეგ კვლავ საქართველოში დავბრუნდებიო. აქ რომ ქალთა კალათბურთი სათანადო დონეზე არ არის განვითარებული? ამერიკაში თამაშის გაგრძელებას მაინც სამშობლოში დაბრუნებას ამჯობინებ?
– ვფიქრობ, ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებული, სპორტულ კარიერას რომ დავასრულებ, ჩემი პროფესიით გავაგრძელებ მუშაობას. იშვიათია, 30-35 წლის მერეც მოედანზე იდგე, ჩემი პროფესია დამეხმარება, არ ჩამოვცილდე სპორტს და სპორტული კარიერა გავაგრძელო. მანამდე ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება, ჩემი კარიერა გავაგრძელო, მაგალითად,  NBA-ის ქალურ გუნდში ან ევროპის რომელიმე გუნდში. რაღაც პერიოდი, ჩემი საქართველოში დაბრუნება არ ღირს. ახლა ჩემი ოცნებაა ქალთა NBA-ში მოხვედრა. ეს ყველა კალათბურთელის ოცნებაა და დიდი მიღწევა იქნება. ზოგადად, ძალიან დამოუკიდებელი და მებრძოლი ადამიანი ვარ, გამიჭირდება ოჯახისგან შორს ყოფნა, თუმცა, საკუთრი კარიერისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
–  ლიკა, თანატოლებისგან აშკარად გამორჩეული ხარ. თუნდაც, 18 წლის ასაკში 190 სანტიმერტი სიმაღლით. ეს დისკომფორტს არ გიქმნის?
– ბავშვობაში სულ მქონდა ჩემი სიმაღლის კომპლექსი. სკოლაში ყველაზე მაღლი ვიყავი. მაგრამ, რაც კალათბურთის თამაში დავიწყე და მივხვდი, ჩემი სიმაღლე ბევრ რამეში გამომადგა, კომპლექსიც გაქრა. ქუჩაში კი ყველა ყურადღებას მაქცევს და ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს (იცინის). რომ შემომხედავენ, ჩაილაპარაკებენ: ვაი, რამხელაა (იცინის) ან: მანდ, მაღლა, როგორი ამინდია? (იცინის) არასასიამოვნოა, როცა ქუჩაში ყველა შენ გიყურებს, თავს უცხოპლანეტელივით ვგრძნობ (იცინის). სულ მეუბნებოდნენ:  რთულია შენი გათხოვება, შენი სიმაღლის ბიჭის მონახვაო, მაგრამ რომ ვუყურებ, ბევრი მაღალი ბიჭი დადის, არ არის პრობლემა და არ გამიჭირდება, თაყვანისმცემლების რაოდენობასაც არ ვუჩივი (იცინის).
– ისე, რომ გიყურებ, ხარჯიანი სარძლო ხარ. შენს საქორწილო კაბას საკმაოდ ბევრი ქსოვილი დასჭირდება...
– (იცინის) ნამდვილად ასეა და მეხუმრებიან: ხარჯიანი სარძლო ხარო. თან, ტანსაცმელს რომ თავი დავანებოთ, ფეხის ზომაც საკმაოდ დიდი მაქვს – 43.  ჩემი ფეხსაცმელები შესასვლელში ნავებივით აწყვია, მთლიანი შემოსასვლელი უჭირავს და ხანდახან, მამაჩემის და ჩემს ფეხსაცმელს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ (იცინის). სულ მიჭირს ფეხსაცმლის შეძენა. მეგობრის ქორწილში მივდიოდი, ფიზიკურად ვერ ვიშოვე ჩემი ფეხის ზომის ფეხსაცმელი და საბოლოოდ შევიკერე.

скачать dle 11.3