კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№23 რაზე დაითანხმა ქეთა თოფურია გიგა კვენეტაძემ და რის გამო მოუწია მას ბევრჯერ მუხლებზე დაცემა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  რუსეთში მოღვაწე კომპოზიტორმა და მომღერალმა გიგა კვენეტაძემ სოციალურ ქსელში პოსტი დადო, სადაც წერს: „როგორც ყოველთვის, ხელოვნება საქართველოში ფურთხის ღირსიც არ არის, ისეთ ჟამსაც კი, როცა ყველა ბიზნესს სახელმწიფოსგან რაღაც მხარდაჭერა მაინც აქვს. არ მკითხოთ ახლა, რატომ დავტოვე საქართველო შორეულ 2008-ში. კარგი, გიპასუხებთ! ქვეყანაში სადაც ხელოვანი ადამიანი სახელმწიფოს ახსენდება მარტო არჩევნების დროს, ჩემთვის ასეთ შოუ-ბიზნესში მოღვაწეობა აღმოჩნდა შეურაცხმყოფელი.“ როგორც მოსალოდნელი იყო, ამ პოსტს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ გიგას მოსკოვში დავუკავშირდით და ვთხოვეთ, უფრო დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა, რის გამო სტკივა გული და რატომ არ მოსწონს მას დღევანდელი ქართული პოლიტიკა.
– რამდენი ხანია, რაც რუსეთში ცხოვრობ და რა მოგცა ამ ქვეყანამ ისეთი, რაც შენმა ქვეყანამ ვერ შეძლო?
– რუსეთში 2008 წელს ჩამოვედი და უკვე 12 წელია, მოსკოვში ვცხოვრობ. ამ ქვეყანამ მომცა განვითარების საშუალება და ბავშვური ოცნებები ამიხდინა. ყველა ბავშვი ოცნებობს, უნდა გარკვეული მიზნების ახდენა და არც მე ვიყავი გამონაკლისი.15 წლის ბიჭი ვუსმენდი მუსიკას, კლიპებს, თვალყურს ვადევნებდი შოუ-ბიზნესის ამბებს, მუსიკალურ გადაცემებს და ასე შემდეგ. პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩემი ფავორიტი იყო ჯგუფი „ა სტუდიო“ და ვოცნებობდი, მათ კონცერტზე მოვმხვდარიყავი. შიგადაშიგ, იმაზეც  ვოცნებობდი, რომ ცნობილი კომპოზიტორი გავხდებოდი და ერთ სიმღერას დავუწერდი. იმაზე ნამდვილად ვერ გავბედავდი ოცნებას, ოდესმე მათი მეგობარი თუ ვიქნებოდი, მათ დაბადების დღეებზე ვივლიდი და ჩემს სიმღერებს შეასრულებდნენ. ეს ერთ-ერთი იმ ოცნებათაგანია, რომელიც რუსეთში ავიხდინე. ამ ჯგუფის სოლისტი, ქეთი თოფურია ჩემი დაიკოა. მე და ბაიკალი კი ძალიან კარგი მეგობრები ვართ. თუმცა, ჩემმა ქვეყანამ რაც მომცა, იმას ვერცერთი ქვეყანა ვერ მომცემს. ჩემს ქვეყანაში გავიზარდე, ჩამოვყალიბდი, ჩემი გენი ბევრ რამეში მეხმარება. ჩვენს გენს საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული აქვს ადამიანებთან ისეთი ურთიერთობა, როგორიცაა ტოლერანტობა. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რუსეთმა რამე მასწავლა-მეთქი. აქ, უბრალოდ, ოცნებები ავიხდინე და ფრთების გაშლის საშუალება მომეცა. თუმცა, ფრთების გაშლა არც საქართველოში მაკლდა. მადლობელი ვარ, რომ ჩემს ქვეყანაში დღესაც ვახსოვარ ხალხს და ქუჩაში თბილად მხვდებიან.
– აბა, რატომ გამოაქვეყნე ასეთი პოსტი?
– დიახ, დავწერე, მაგრამ ამ სიტყვებით, შეურაცხოფას არავის ვაყენებ, უბრალოდ, სიმართლე ხმამაღლა ვთქვი. უზომოდ ნიჭიერი თაობა მოდის და არ აქვთ საშუალება, გამოჩნდნენ ფართო აუდიტორიის წინაშე, მათ მაგივრად ვუსმენთ იმ პოლიტიკურ სისულელეებს, რაც ყოვედღიურად ჟღერდება ტელევიზიით. ჩემი აზრით, ქვეყანას კულტურა, ხელოვნება, სიმღერა და სპორტი წარმოაჩენს. სწორედ ეს ხალხი უნდა იყოს წინა პლაზე და არა ერთმანეთზე დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები, ლანძღვა-გინებითა და ერთმანეთის შეურაცხყოფებით.  ვბრაზობ,  რომ ქვეყანაში მხოლოდ პოლიტიკური ამბიციების ადამიანები ჩანან, ხელოვანი ხალხი კი უკანა პლანზეა. კი ბატონო, პოლიტიკოსები თავიანთ საქმეს უნდა აკეთებდნენ, მაგრამ არც ხელოვანი ხალხი უნდა იჩრდილებოდეს. არ მიყვარს ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, მაგრამ რეალობას, რაც დღეს საქართველოში ხდება, გვერდს ვერ ავუვლი. სხვათა შორის, ამ პოსტს არ ჰქონია ნეგატიური კომენტარები, რადგან იქვე ავხსენი, რომ არ მინდა, იმ საზოგადოების წევრი ვიყო, რომელიც ხელოვანს არ აძლევს განვითარების საშუალებას. მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ რომ დაუძახებ კონცერტზე, არჩევნების წინ, დააყენებ სცენაზე და ამღერებ მომღერალს, ეს არ არის შოუ-ბიზნესი. ქართველ მომღერლებს ქართველი პოლიტიკოსები მხოლოდ საარჩევნოდ იყენებენ და ისინიც იძულებულები არიან, ამ თამაშში მიიღონ მონაწილეობა, გარკვეული ანაზღაურების აღების მიზნით. საკმაოდ რთული ცხოვრების გზა გამოვიარე და ამ წლებმა ბევრი რამ დამანახვა. თუნდაც ის, რომ იმ გარემოცვიდან, ვინც ჩემ ირგვლივ ტრიალებდა, დრომ მხოლოდ ისინი დატოვა, ვისაც გულით ვუყვარვარ.
– ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მთელი ოთხი წელი ებრძოდი სიკვდილს საყვარელ ადამიანთან ერთად. როგორ შეძელი ამ სირთულეების გადალახვა და დღეს როგორ არის შენი მეუღლე?
– მთელი ოთხი წელი ვებრძოდი სიკვდილს, ჩემს მეუღლესთან – მარისთან ერთად და ჩვენ ეს ბრძოლა, მოვიგეთ. მადლობა ღმერთს, ახლა კარგადაა. ბევრი იტყვის, რას გარბოდა მოსკოვშიო. ეს ჩემთვის თვითგადარჩენის ტოლფასი იყო, ბევრჯერ დავეცი მუხლებზე და წამოვდექი. ტკივილამდე მივსულვარ, მაგრამ არ დავნებებულვარ. ამის გახსენებაც აღარ მინდა. ადამიანი ყოველთვის უნდა ეცადო, საკუთარ თავში გამონახო ძალა, იბრძოლო და ბოლოს გამარჯვება იზეიმო.  საყვარელ ადამიანთან ერთად ვიყავი ცუდად, მასთან ერთად მტკიოდა,  მაგრამ არ დავნებდი, ყველაფერი გავაკეთე, რომ მარი გადამერჩინა და სიკვდილთან ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა. ქიმიოთერაპიები ცვლის ადამიანს, თუმცა ახლა კარგადაა და ისევ ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც რვა წლის წინ გავიცანი. ასეთი მარის დაბრუნებისთვის კი სიკვდილთან ოთხი წელი ბრძოლა ღირდა – დღეს ისევ ისეთი მყავს, როგორიც ადრე მყავდა. მთავარია, თავად უხარია ცხოვრება და ამ პრობლემამ დამანახვა, რომ ცხოვრებაში მთავარი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაა. ახლაც, კორონავირუსის პერიოდში, სახლში სამი რისკ-ჯგუფის წარმომადგენელი მყავს – ასაკოვანი დედა, სიკვდილს ხელიდან გამოგლეჯილი ცოლი და პატარა ასაკის, 4 წლის შვილი. ამიტომ, სულ ფრთხილად ვარ. ერთი თვე სახლში ვიჯექი, თვითიზოლაციაში, თუმცა, ახლა დავიწყე სტუდიაში სიარული. 42-ე დაბადების დღეც მარწყვის ტორტით, მაგრამ მეგობრების გარეშე აღვნიშნე (იცინის).
– გავიგე, ქეთა თოფურია პროდიუსერობაზე დაითანხმე და ახალ ვარსკვლავებს ერთობლივად ეძებთ. ეს სიმართლეა?
– დიახ, სიამართლეა, ვეძებთ ახალ ვარსკვლავს. ქეთას კარგი ინტუიცია აქვს. პროდიუსერობა ვაიძულე, დავითანხმე და ახლა, ახალი ვარსკვლავის დაბადებას ველოდებით (იცინის). გავაკეთეთ პროექტი – „ახალი ვარსკვლავი“, გამოვაცხადეთ ქასთინგი, უამრავი ადამიანი მოვიდა, მათ შორის ქართველებიც, თუმცა სამეულში ვერ მოხვდნენ. სულ მალე გამოვავლენთ ერთ ფინალისტს, რომლის პროდიუსერებიც მე და ქეთა ვიქნებით და გავხდით ვარსკვლავს.
– საქართველოშიც ხომ არ გეგმავთ შენ და ქეთა ქასთინგის ჩატარებას, ახალი ვარსკვლავის აღმოჩენასა და მის პროდიუსერობას?
– ძნელია საქართველოში რაიმე დაგეგმო, პრაქტიკულად, შოუ-ბიზნესი გაჩერებულია. თუმცა, სულ ვფიქრობ, რა გავაკეთო, რომ ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდები რუსულ დიდ ბაზარზე შემოვიყვანო.

скачать dle 11.3