კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რა მინიშნებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება საჩუქრის შერჩევისას

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  საჩუქარი ყველას უყვარს, მაგრამ არანაკლებ სასიამოვნოა, სხვას რომ ახარებ შენი მიძღვნილით. ჰოდა, რა გასაკვირია, დასაჩუქრების ტრადიციას თუ უძველესი დროიდან ჩაეყარა საფუძველი, თუმცა თითოეულ მოსაკითხს მაშინ თავისი მიზანი და საკრალური დანიშნულება ჰქონდა. დღეს კი ისე ვარჩევთ ერთმანეთისთვის საჩუქრებს, არც დავფიქრდებით მათ მნიშვნელობაზე. ამიტომ, საჩუქარმა ბედნიერებისა და სიკეთის ნაცვლად, უბედურება რომ არ მოუტანოს ადრესატს, ნივთის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომელი რისი მანიშნებელი და მომასწავებელია. კონსულტაციებს ამ მხრივ გაგვიწევს ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა დ.
- დღეს სრულიად უგულებელყოფილია ის მინიშნებები სასაჩუქრე ნივთებზე, რაც ასე უხვად დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა... არადა, აუცილებელია, იცოდე, რადგან, არ არის გამორიცხული: რომ გგონია, სიკეთე გაუკეთე, შენი საჩუქრით შეიძლება, უბედურებასაც კი გადაჰყარო ახლობელი.
- ხომ შეიძლება, თავად ნივთი იყოს იმის სიმბოლო, რასაც საჩუქრის ადრესატს ვუსურვებთ: მაგალითად, თუ  ყულაბას ვაჩუქებ,  ფულიც გაუჩნდება?
-  აქ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ: ცარიელ ყულაბას თუ მიუტანთ, პირიქით - უფულობისთვის გაწირავთ საჩუქრის მიმღებს. ამიტომ, სანამ გადასცემეთ, შიგ აუცილებლად ჩაყარეთ რამდენიმე მონეტა ან შეაცურეთ - კუპიურა. მაგალითად, ასევე ძალიან პრაქტიკული საჩუქარია პირსახოცი - ყველას სჭირდება და არასდროსაა ზედმეტი, მაგრამ თუ მხოლოდ ერთ ცალს აჩუქებთ, ამით მიმღებლის ოჯახში ჩხუბსა და უსიამოვნებას შეიტანთ. წყვილი პირსახოცი კი პირიქით - ჰარმონიასა და სიმშვიდეს დაამკვიდრებს მათთან.
- ძალიან ხშირად არჩევენ საჩუქრად ქალბატონებისთვის საღამურ სამოსს - ლამაზ, სექსუალურ „პენუარსა“ თუ პიჟამას. მეც მიმიღია და ძალიან გამხარებია, ნუთუ ამაშიც რაიმე საფრთხე იმალება?
- ამ შემთხვევაში ეს ლამაზი და პრაქტიკული სამოსი ვიზუალის შესაბამისად, სასიამოვნოა და წარმატებულ პერსპექტივასაც გადაგიშლით წინ. თუ ასეთ ძღვენს მარტოხელას მიართმევთ, სიყვარულს იპოვის, ხოლო თუ - დაქორწინებულს, საღამური სამოსი მის ოჯახურ ურთიერთობებს უფრო მყარს გახდის. თუმცა, სრულიად საპირისპიროა შედეგი, თუ საყვარელ ადამიანს მისივე ფოტოს მიართმევთ - თქვენს ურთიერთობას გაგრძელება აღარ უწერია - ამ საქციელს აუცილებლად განშორება მოჰყვება. ამავეს გიქადით პერანგის, ხელთათმანის ან სათბუნებლის ჩუქება.
- ჩვეულებრივ, როცა საჩუქრის არჩევა უჭირთ, ყველაზე კარგი გამოსავალი ყვავილებია. რამდენად გამართლებულია ეს?
- უნდა ითქვას, რომ არ არის ცუდი არჩევანი. თუმცა, მნიშვნელობა აქვს ყვავილის ფერსაც. მაგალითად, ყვითელი ყვავილები ევროპული ტრადიციის მიხედვით, ეჭვიანობასა და ღალატს ნიშნავს. ჩვენთან კი ის, როგორც მზის ფერი, სიხარულსა და სიმდიდრესთან ასოცირდება. არ არის რეკომენდებული ხელოვნური ყვავილების თაიგულის ან ჰერბარიუმის ჩუქება - მათი საშუალებით კეთილ სურვილებს ნამდვილად ვერ გადასცემთ მას, ვისაც ასე გინდათ, რომ ასიამოვნოთ. უძველესი გადმოცემების მიხედვით, არაბუნებრივი - ხელოვნური თუ გამხმარი ყვავილები სიკვდილთან ასოცირდება.
- განსაკუთრებით უჭირთ ქალბატონებს საჩუქრის შერჩევა საყვარელი მამაკაცებისთვის და იძულებული არიან, ერთგვარ სტანდარტსაც კი დაექვემდებარონ - ყიდულობენ: ჰალსტუხს, საპარს საშუალებებს, სანთებელას, ძვირფას სასმელებს...
- მართალია, ძირითადად სწორედ ხსენებულ ნივთებს ანიჭებენ უპირატესობას და უმეტეს შემთხვევაში, არც კი იციან, რას უმზადებენ ამით საჩუქრის მიმღებსაც და საკუთარ თავსაც. მაგალითად, ჰალსტუხი ქვეშეცნეული სურვილის გამჟღავნებაა, რაც ნიშნავს: რომ, როგორც იტყვიან, ერთი სული გაქვთ, „კისერზე მოაჯდეთ“ თქვენს რჩეულს. მაგრამ, თუ მამაკაცს საჩუქრად ჰალსტუხს გაუთხოვარი ქალი უძღვნის, ესე იგი, მან „მსხვერპლი“ მიზანში ამოიღო. არანაკლებ გავრცელებულია საპარსი მოწყობილობის ჩუქება, რაც ნებისმიერ შემთხვევაში მიუთითებს ქალის მისწრაფებაზე - მამაკაცთან ურთიერთობაში ლიდერის პოზიცია დაიკავოს. მინდა გირჩიოთ, რომ არ აჩუქოთ სანთებელა ან პორტსიგარი მეუღლეს - ამან შეიძლება, თქვენ შორის ურთიერთობა ისე დაძაბოს, რომ მოვლენები სულ სხვა მიმართულებით წარიმართოს და არა ისე, როგორც თავდაპირველად გსურდათ. ბოლო დროს განსაკუთრებით მოდური გახდა მამაკაცისთვის ძვირფასი ალკოჰოლური სასმელების ჩუქება. ამ დროს, უმჯობესია, თუ დასაჩუქრებული პირი მიღებული სასმლით მეგობრებს გაუმასპინძლდება და მათთან ერთად მოილხენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინიშნება გვაუწყებს, რომ ამით მჩუქებელი ჯანმრთელობას ართმევს დასაჩუქრებულს. არის კიდევ ერთი ნივთი - ზარდახშა, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებენ საჩუქრად, უმეტესად კი  ქალებისთვის, თუმცა ორივე შემთხვევაში ის ამხელს მჩუქებლის დაფარულ ზრახვებს: „სამიზნე ობიექტთან“ დაახლოების სურვილი იმდენად კლავს, რომ უნდა, მის ყველაზე საკრალურ ზრახვებსაც კი ჩაწვდეს.
- ცხოველების გაჩუქებაზე რას გვეტყვით?
- არ შეიძლება შინაური ცხოველის ჩუქება - გადმოცემების მიხედვით, ნაჩუქარი ცხოველი ახალ გარემოს ვერ ეგუება. თუმცა, არის გამოსავალიც, სიმბოლურად ერთი მონეტის „გადახდაც“ კი საკმარისია, რომ ოთხფეხა „საჩუქრის“ ნდობა დაიმსახუროთ. დაბოლოს, ძალიან ხშირია, დროის ან სახსრების უქონლობის გამო, სახლიდან რომ იღებენ რომელიმე ნივთს გასაჩუქებლად. ნუ მოიქცევით ასე - არ წაუღოთ სახლიდან სხვას არც ახალი და არც ძველი ნივთი. ასე, საკუთარი საცხოვრებლის ენერგეტიკასაც გასცემთ და დადებითიც  რომ იყოს ის, მაინც დიდია რისკი, სიკეთის ნაცვლად, უსიამოვნებებით „დაასაჩუქროთ“ თქვენი ახლობელი.

скачать dle 11.3