კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ვინ იყო წარმოშობით ზაქარია მხარგრძელი, როგორ გაარტყა მან სულთნის ელჩს ხელი და რატომ არ მოინათლა მართლმადიდებლურად

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

დაახლოებით 1190-1191 წელს საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელი, ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი გახდა. მამამისი, სარგისიც, რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ამ სახელოს. მხარგრძელები მაშინ გრიგორიანულ, სომხურ სარწმუნოებას აღიარებდნენ. საქართველოს სამეფო კარზე რამდენიმე მხარგრძელი იყო დაწინაურებული. მათ შორის ზაქარიას უმცროს ძმას, ივანეს მეფემ მსახურთუხუცესობა უბოძა.
მხარგრძელების წარმოშობაზე სხვადასხვა ვარაუდი არსებობს. ერთი ვარიანტით, სომხური გადმოცემით, შეიძლება, ქურთები ყოფილიყვნენ. ერთი სომხური გადმოცემით, ისინი ბაბილონიდან მოსულან სომხეთში. მათი ერაყიდან წამოსვლის მიზეზი ყოფილა გაქრისტიანება. ამ შემთხვევაში იგულისხმება გრიგორიანობის მიღება. დამკვიდრდნენ ტაშირ-ძორაგეტის სამეფოში, რომელიც მოიცავდა სომხური დინასტიის მიერ დაპყრობილ ქვემო ქართლის მიწებს (სხვა ტერიტორიებსაც) და გახდნენ ქვემო ქართლელი დიდებულების, ორბელების ყმები (მაშინ ფეოდალურ კიბეზე ყველა ვინმეს ყმა იყო, გარდა მეფისა). შემდეგში დავით აღმაშენებელმა ქვემო ქართლი გაათავისუფლა და ორბელების ქვეშევრდომი მხარგრძელებიც საქართველოს მეფის ყმები გახდნენ. ქართველი მემატიანე გადმოგვცემს მხარგრძელთა მიერ საკუთარი თავის წარმოჩინებისთვის გავრცელებულ ლეგენდას. „ისტორიანი და აზმანის“ უცნობი ავტორი ზაქარია მხარგრძელზე წერს: სამხედრო ხელოვნებაო „გუარისაგანცა მო-ვე-აქუნდა, რომელი იყო ნათესავი არტაქსერქსი მხარგძელისა და იყო სარწმუნოებითა სომეხი. არამედ ყოველნი სათნოებანი საღმრთონი და საკაცობონი აქუნდეს.“
არტაქსერქსე პირველი დიდ სპარსეთის იმპერიაში მეფობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 465-424 წლებში. ბერძნები მას უწოდებდნენ გრძელხელებას (მხარგრძელს), რადგან მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა ძალიან დიდ ტერიტორიებზე. მას ჰყოლია ერთი შვილი ქორწინებიდან და ჩვიდმეტი შვილი – მხევლებისგან. ზოგიერთი მისი მხევალი ბაბილონელი იყო. სპარსელები და ქურთები მონათესავე ხალხები იყო ოდესღაც, ინდოევროპული ენების ირანული ქვეჯგუფის წარმომადგენლები და ხშირად ერთ სახელმწიფოში იყვნენ გაერთიანებული. ერაყში ბევრი ქურთი ცხოვრობდა. ქურთული ტომების მეთაური-შეიხები, ხშირად ხდებოდნენ ხოლმე სხვადასხვა სახელმწიფოში დიდებულები. ტომის სამხედრო რაზმები ჰყავდათ და შეეძლოთ რომელიმე დიდი სუზერენის მსახურება და დაწინაურება. ხანდახან დიდი ხელისუფლების ხელში აღებაც. მაგალითად ეგვიპტის სულტანი სალადინიც გამოდგება. მხარგრძელთა დაწინაურებაში მათ სომეხ ნათესავებსაც უნდა მიუძღვოდეთ წვლილი, რომლებსაც დიდი თანამდებობები ჰქონდათ საქართველოში.
რამდენად მართალია მხარგრძელთა წარმომავლობა აქემენიდებისგან, ძნელი სათქმელია, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოში ზოგს ეს სჯეროდა. იმ დროს, ასეთი ლეგენდები არაერთ დიდებულ გვარს ჰქონდა საკუთარი გვარის განსაკუთრებულობის აღსანიშნავად. საინტერესო ისაა, რომ ქართულ იდეოლოგიაში ეს კარგად ჩაეწერებოდა – თუ საქართველოში გავრცელებული თეორიის თანახმად, ბაგრატიონები ქრისტეს ნათესავებად ითვლებიან, მაშინ, სხვა დიდი იმპერატორებისა და მეფეების შთამომავლები მათი ხელქვეითები უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზაქარია სამხედრო უწყების ხელმძღვანელი იყო, დიდ ბრძოლებში ქართულ ჯარს მაინც თამარ მეფის მეუღლე, დავით სოსლანი მეთაურობდა. ამის მიზეზებზე სხვა დროს ვისაუბროთ. უნდა აღინიშნოს, ზაქარიაც ნიჭიერი სარდალი იყო.
1203 წელს რუმის სულთანმა, რუქნადინმა გადაწყვიტა საქართველოს დალაშქვრა და დიდძალ ჯარს მოუყარა თავი. ჩვენს ხელმწიფეს ელჩი გამოუგზავნა და თავხედური წერილი გამოატანა. წერილში სულთანი ქალებს უდიერად მოიხსენიებდა თამარ მეფის შეურაცხყოფის მიზნით, ქართველებს  ხმლის ხელში აღებისა და მაჰმადიანებთან ბრძოლის გამო ემუქრებოდა, დაგსჯითო. ითხოვდა მორჩილებას და იქადნიდა, ქართველთაგან ცოცხალს მხოლოდ იმას დავტოვებ, ვინც ისლამს აღიარებსო.
როცა ტფილისში, თამარ მეფეთა მეფის, დავით მეფის, უფლისწულ ლაშასა და დიდებულების წინაშე წერილის კითხვა დაასრულა ელჩმა, სიტყვიერად სულთნის ზეპირი დანაბარები გადასცა თამარ მეფეს: „ჩემი სულთანი ბრძანებს, თუ თქვენი მეფე ქრისტიანობას უარყოფს, სულთანი მას ცოლად მოიყვანს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარჭად დაისვამსო“...
ამის გაგონებაზე წამოიჭრა ზაქარია ამირსპასალარი და სთხლიშა ელჩს, ძირს დააგდო და „ვითარცა მკვდარი იდვა“.
ბასიანის ბრძოლაში ზაქარია მხარგრძელი, თავისი ნაწილებით, ჯერ წინამბრძოლობდა ჩვენს ჯარს, შალვა და ივანე ახალციხელების ნაწილებთან ერთად. რა თქმა უნდა, მთლიანად ჯარს, დავით სოსლანი სარდლობდა.
როგორც ვთქვით, მხარგრძელები გრიგორიანელები იყვნენ. ამას მათთვის არ შეუშლია ხელი თანამდებობების დაკავებაში. თუმცა, გარკვეული უხერხულობები ხანდახან მაინც ხდებოდა. ერთხელ, საქართველოს პატრიარქი, წმიდა იოანე მეშვიდე, „სულმობერული, კაცი ანგელოზთა მოსაგრე“ (1205-1210), წირვას ატარებდა. წირვის დასრულებისას მღვდლებმა სეფისკვერი დაურიგეს მლოცველებს. ზაქარიას კი არ მისცეს, რადგან სხვა სარწმუნოების აღმსარებელი იყო და არ ჰქონდათ უფლება, მიეცათ. ზაქარიამ მაინც აიტაცა სეფისკვერი და შეჭამა. რაზეც გაბრაზდა ჩვენი კათალიკოსი: „ძაღლიც არ იკადრებს მიტაცებასო“. ზაქარია გავიდა, მაგრამ, მერე ეკამეთა პატრიარქს, რომელი სარწმუნოება უფრო ჭეშმარიტია, ქართული თუ სომხური. ზაქარია წავიდა და მოიყვანა სომეხი მღვდელმთავრები ქართველებთან საკამათოდ.
კამათი დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს ჩვენი პატრიარქის წინადადებით შემდეგნაირად მოიქცნენ: ქართველებმა აშიმშილეს ერთი ძაღლი სამი დღე და სამი დღე-ღამე ლოცულობდნენ, რათა უფლის ხორცად ქმნილიყო ქართველთა მიერ მღვდელმოქმედებული სეფისკვერი. წირვის დროს მღვდელმოქმედებით სეფისკვერი იქცევა ქრისტეს ხორცად. სომხებმაც აშიმშილეს სხვა ძაღლი და სამი დღე ლოცულობდნენ და აკურთხებდნენ თავის სეფისკვერს.
სამი დღის შემდეგ ქართველების მიერ ნაშიმშილებმა ძაღლმა შეჭამა სომეხთა მღვდლების მიერ ნაკურთხი სეფისკვერი, ხოლო სომხების მიერ ნაშიმშილებმა ძაღლმა დაინახა თუ არა ქართველი სასულიეროების მიერ ნაკურთხი სეფისკვერი, დაიწკმუტუნა და გაიქცა შიშისგან.
ამ სასწაულით დადასტურდა მართლმადიდებლობის უპირატესობა, ჭეშმარიტება. იმ დღესვე მოინათლა ივანე მხარგრძელი მართლმადიდებლურად და არაერთი სხვა სომეხი. ზაქარიამაც აღიარა ქართული სარმუნოების ჭეშმარიტება, მაგრამ, ქართულად მონათვლაზე უარი განაცხადა: „მივხვდი, ქართველთა სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, მაგრამ ცოდვა მასზე იყოს, ვინც პირველად განუდგაო მართლმადიდებლობას.“
იმ დღიდან ზაქარია ცდილობდა, სომეხთა სარწმუნოება დაეახლოვებინა ქართულისათვის და მასში გარკვეული ცვლილებები შეეტანა. შეიძლება, ამიტომ წერს უცნაურად ჩვენი მემატიანე: „იყო სარწმუნოებითა სომეხი არამედ ყოველნი სათნოებანი საღმრთონი და საკაცობონი აქუნდეს“.

скачать dle 11.3