კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№23 არ გაუშვათ ხელიდან კუნელით მკურნალობის შანსი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

კუნელი მეტად სასარგებლო მცენარეა. პოპულარულია არა მხოლოდ ხალხურ, არამედ თანამედროვე მედიცინაშიც. მას აქტიურად იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. კუნელის ნაყოფის შემადგენლობაში შედის მცენარეული შაქრები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფიტოსტერინები, საპონინები, ფლავონოიდები, გლიკოზიდები, ქოლინი, კაროტინი, ასევე, ორგანული მჟავები: ასკორბინის, ლიმონის, ვაშლის, ღვინისა და სხვა.
კუნელის თესლი შეიცავს ძვირფას ეთერზეთებს და ძალიან სასარგებლო ნივთიერებას – ამიგდალინს. ყვავილებში უხვადაა სასარგებლო მჟავები, მათ შორის კოფეინის და ქლოროგენის, ასევე, ეთერზეთები, ფლავონოიდები და საპონინები.
სამედიცინო პრეპარატები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის კუნელი, ხელს უწყობს გულის კუნთის მუშაობას. კარგ ეფექტს იძლევა ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, არითმია, ტაქიკარდია, სტენოკარდია. უხდება გულის სისუსტეს, აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვას და, იმავდროულად, აქვეითებს მის აგზნებადობას. არეგულირებს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას როგორც გულის, ასევე თავის ტვინის სისხლძარღვებში, აწესრიგებს გულის რიტმს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტთა საერთო მდგომარეობას. მეცნიერული კვლევები მოწმობს, რომ კუნელის ნაყოფი აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს, ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ყოველივე ეს კი ათეროსკლეროზული პროცესის შეფერხებას უწყობს ხელს.
კუნელის პრეპარატებს იყენებენ გულის კუნთის ფუნქციონალური მოშლილობის დროს, ჰიპერტონიული დაავადების, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, საერთო ათეროსკლეროზისა და კლიმაქტერული ნევროზის დროს. კუნელის პრეპარატები ნაკლებად ტოქსიკურია და უკუჩვენებები არ შეიმჩნევა.
გულის დაავადების შემთხვევაში, აგრეთვე გულით გამოწვეული თავბრუსა და ხუთვის დროს, ნევროზისა და კლიმაქსის დაწყების წინ სასარგებლოა შემდეგი ნაყენის მიღება: აიღეთ 3 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, დაასხით 600 მილილიტრი (3 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ. ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპირტის ნაყენი. კუნელის ახალი ყვავილის წვენს დაუმატეთ 2 წილი სპირტი (90 გრადუსი) და გააჩერეთ 15 დღე, მიიღეთ დღეში 3-ჯერ 40 წვეთი.
აიღეთ ნახევარი კილოგრამი მწიფე ნაყოფი, გარეცხეთ და დაჩეჩქვეთ ხის ჩაქუჩით, დაასხით 100 მილილიტრი (ნახევარი ჩაის ჭიქა) წყალი, გააცხელეთ 40 გრადუსამდე და დაწნეხეთ წვენის გამოსაწურში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. ეს ნაყენი კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ასაკოვანი ხალხის გულის კუნთის მუშაობაზე, იცავს გულს გადაღლილობისაგან.
ჰიპერტონული დაავადების, ვეგეტონევროზების, თავბრუს, ხუთვისა და კლიმაქსის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის მშრალი ნაყოფი, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში თბილ ადგილას (აირღუმელში, ქურაზე). გაწურეთ, ნაყენი შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ამავე დაავადებების სამკურნალოდ შეიძლება, გამოიყენოთ შემდეგი სახის ნაყენი: 10 გრამ კუნელის მშრალ ნაყოფს დაასხით 100 გრამი არაყი ან 40%-იანი სპირტი, გააჩერეთ 10 დღე და გაფილტრეთ. მიიღეთ ნაყენის 30 წვეთი წყალთან ერთად 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
კუნელის წვენის მისაღებად აიღეთ 1 კილოგრამი ნაყოფი, 500 გრამი შაქრის ფხვნილი, 1 ლიტრი წყალი. გარეცხილ ნაყოფს დაასხით ცოტა წყალი და ხარშეთ 1-2 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, გახეხეთ საცერში, მიღებულ პიურეს დაუმატეთ შაქარი, წყალი, დადგით ისევ დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე, გააცივეთ.
კუნელის ნაყენისა თუ მისი შემცველი პრეპარატების გამოყენებისას მნიშვნელოვანია დოზის ზედმიწევნით დაცვა. ჭარბი მიღების შემთხვევაში კუნელმა შესაძლოა, მოწამვლა გამოიწვიოს. გარდა ამისა, მკაცრად იკრძალება კუნელის პრეპარატების გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
скачать dle 11.3