კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№23 კბილის ამოჭრასთან დაკავშირებული პრობლემები და საჭირო რჩევები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

პირველი კბილის ამოსვლა ყოველთვის დიდი სიხარულია მშობლებისთვის, ვინაიდან ეს ბავშვის განვითარების ახალი ეტაპია. ზოგჯერ კბილები პრობლემების გარეშე ამოდის, ზოგჯერ კი გაკვეული გართულებები მოჰყვება.
ბავშვების უმეტესობას ასეთი ჩივილები აქვს:
* პატარა უარს ამბობს ძუძუზე ან ხშირად ითხოვს მას;
* ხელით იზელს ლოყებსა და ცხვირს;
* ხშირად იღვიძებს, მოუსვენრად სძინავს;
* დღის განმავლობაში უმიზეზოდ ტირის, რაც ნორმალურია.
კბილების ამოსვლას იშვიათად გამონაყარიც ახლავს. ასეთი გამონაყარი მკურნალობას არ საჭიროებს. შეეცადეთ, გვერდი აუაროთ ფარმაცევტულ პრეპარატებს, ნუ „გაერთობით“ სხვადასხვა გელითა და სიცხის დამწევი სიროფებით, რათა არ გააძლიეროთ ღვიძლის დატვირთვა.
ხშირად ბავშვი უარს ამბობს საკვებზე. საქმე ისაა, რომ ამ პერიოდში საკვები ხდება უგემური. ნუ დააძალებთ ჭამას, რადგან ამით შეიძლება, გულისრევა გამოიწვიოთ. მოთმინებით აღიჭურვეთ – პატარას მადა აუცილებლად დაუბრუნდება.
შესაძლებელია, ბავშვს ამ პერიოდში დაეწყოს ცხვირიდან გამონადენი და დილაობით სველი ხველა, რასაც პროვოცირებას უწევს გაძლიერებული ლორწო, რომელიც ძილის დროს ცხვირ-ხახის უკანა კედლიდან ჩაედინება.
სხვა სიმპტომები: მომატებული გაღიზიანება, ტემპერატურა, ძილის დარღვევა, ნერწყვდენა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა. გახსოვდეთ, რომ თხელი განავალი (კბილების ამოჭრის დროს) არ უნდა გადაიქცეს დიარეად. ცხვირიდან გამონადენი ხელს უშლის ბავშვს სუნთქვაში, ხველა გახდა უფრო შემაწუხებელი? აქვს მაღალი ტემპერატურა? აუცილებლად მიიყვანეთ ბავშვი პედიატრთან. ძალიან ხშირად დედები ამა თუ იმ დაავადებას კბილების ამოჭრას მიაწერენ.
მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, გაამზადეთ მარლის ტამპონი, დაასველეთ ცივ წყალში, დაიხვიეთ თითზე და მასირება გაუკეთეთ ღრძილებს. დააჭერინეთ სილიკონის რგოლი. 1 წლის ზემოთ ბავშვებს შეიძლება შევთავაზოთ ცივი ხილი და ბოსტნეული: გათლილი კიტრი, სტაფილო, ბანანი და ვაშლი. წოვის პროცესი ამშვიდებს ბავშვს, ამიტომ ნუ ეცდებით ამ დროს გადააჩვიოთ მატყუარა საწოვარას.
მცდარია შეხედულება, რომ ბავშვის კბილების მკურნალობა საჭირო არ არის, რადგან ისინი მაინც უნდა მოიცვალოს. საქმე ისაა, რომ სანამ ამოღების დრო მოვა, დაზიანებული კბილი იმ მუდმივი კბილის ჩანასხასაც აზიანებს, რომელიც ამოღების შემდეგ უნდა ამოვიდეს. გარდა ამისა, შეიძლება, დაჩირქდეს და ნაადრევად გახდეს ამოსაღები. დროზე ადრე ამოღებული კბილის ადგილს კი სხვა კბილები იკავებენ, რითაც თანკბილვა ირღვევა. ამიტომ ყურადღებით ადევნეთ თვალი ბავშვის კბილების მდგომარეობას.
კბილების ამოჭრის საყოველთაოდ მიღებული გრაფიკისგან გადახრა ნახევარი წლით ადრე თუ გვიან ნორმაა.
კბილების ამოჭრის თანმიმდევრობის ან თანკბილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დარღვევა არ ნიშნავს ბავშვის განვითარების დარღვევას ან დაავადებას.
კბილების ამოჭრის ტემპის დაჩქარება ხელოვნურად შეუძლებელია, ამიტომ ზედმეტად ნუ გაჭყიპავთ ბავშვს ვიტამინებითა და სხვა სტიმულატორებით. ჯობს, დედა იკვებოს სრულფასოვნად და ვიტამინებს ის რძით გადასცემს პატარას.
ბავშვს ისეთი სათამაშოები შეურჩიეთ, რომელთაც ადვილად გარეცხავთ. რბილი და ფუმფულა სათამაშოები ამ დროს არ გამოდგება. ბავშვი ხომ მათ გამუდმებით პირში იდებს. შეიძინეთ სპეციალური გელისშემცველი სათამაშოები, რომელთაც წინასწარ მაცივარში გააციებთ და შემდეგ პატარას შესთავაზებთ. ცივი სათამაშო მცირე ხნით ღრძილების დისკომფორტს დაუამებს. გაღიზიანებულ ღრძილებს ცივი ხილიც შველის. მიეცით უფლება, შესიებული ღრძილებით დააქუცმაცოს ცივი დაჭყლეტილი ბანანი ან ატამი.

скачать dle 11.3