კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 როგორ მოიპოვა ლევან რატიანმა წითელი დიპლომი

  ექიმი ინფექციონისტი ლევან რატიანი ასეთ ისტორიას ყვება: „სახელმწიფო გამოცდას ვაბარებდი. სულ ფრიადები მყავდა, ერთი ოთხიანიც კი არ მქონდა მიღებული. ჯგუფში ორი რატიანი ვიყავით და გამოცდაზე გვერდიგვერდ მოვხვდით. ოთხი სახელმწიფო გამოცდა იყო გაერთიანებული და ყველაფერი სხაპასხუპით მქონდა ნასწავლი. ღამეებს ვათენებდი წიგნებსა და კონსპექტებზე და რა თქმა უნდა, ტესტირებაში ასპროცენტიან შედეგს ველოდებოდი. ერთი სიტყვით, წითელ დიპლომზე „ვიქაჩებოდი“ და წარმატებაში წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი. ჩემ გვერდით მჯდომმა ჩემმა მოგვარემ მთხოვა: გეხვეწები, ჯერ ჩემი ტესტები გააკეთე და შემდეგ კი – შენიო. მეც დავეთანხმე. ფურცლები გავცვალეთ და მას ყველა ტესტი გავუკეთე. ის-ისაა, ფურცლები ისევ უნდა გავცვალოთ, რომ ჩემი ტესტებიც დავწერო, რომ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე არ დაგვადგა თავზე. რა გინდა, რომ ქნა? დგას და ადგილიდან არ იძვრის. საგამოცდო დროის ამოწურვამდე ოცი წუთი რომ დარჩა, როგორც იქნა, სხვაგან გადაინაცვლა. უცბად გავცვალეთ ფურცლები და ჩემი ტესტების კეთებას შევუდექი. მაქსიმუმ ორასი ქულა იყო და ჩემმა მოგვარემ ორასი დააგროვა – მე მხოლოდ ას ოთხმოცდათორმეტი... თუმცა, წითელი დიპლომი მაინც მოვიპოვე.“
скачать dle 11.3