კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: მაქვს ცხიმიანი და გაღიზიანებისკენ მიდრეკილი სახის კანი. მთხრეს, რომ პიტნის ლოსიონი შველისო. იქნებ მასწავლოთ, როგორ მოვამზადო?
პასუხი: 2 სუფრის კოვზ პიტნის ფოთოლს, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30 წუთი და გაწურეთ. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. გაიწმინდეთ სახე დილას და საღამოს. ძალიან უხდება გაღიზიანებულ და ცხიმიან კანს.
კითხვა: ვარ 35 წლის. ბოლო დროს, საკმაოდ ბევრი ნაოჭი გამიჩნდა სახეზე. რომელი ბუნებრივი საშუალება დამეხმარება, რომ ეს პროცესი შევაჩერო?
პასუხი: კვირაში 2-3-ჯერ გაიწმინდეთ სახის კანი ალოეს წვენით, ხოლო ნაოჭების ასაცილებლად დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული საფენები და გაიჩერეთ 10 წუთი. ალოეს წვენში არსებული ბიოსტიმულატორები აახალგაზრდავებენ სახის კანს.
კითხვა: შეგიძლიათ, სახის საწმენდი ისეთი საშუალების რეცეპტი მითხრათ, რომელიც კომბინირებულ კანს უხდება და თან, უსაფრთხოა?
პასუხი: ასეთია, ლიმონის წვენი გლიცერინით. ერთი ცალი ლიმონიდან გამოწურულ წვენს, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი გლიცერინი და ნახევარი ჩაის ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი. ეს ლოსიონი-სითხე, კარგად წმენდს სახის კანს.
კითხვა: გავიკეთე პირსინგი და როცა საყურეს ვირგებ, ძალიან მტკივა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თუ ახალი პირსინგი გაქვთ ან ჯერ კიდევ მტკივნეულია საყურის გაკეთება, მის უმტკივნეულოდ მორგებაში ვაზელინი დაგეხმარებათ.
კითხვა: მე და ჩემს დას განსხვავებული სახის კანი გვაქვს. ნებისმიერი ტიპის კანისთვის განკუთვნილი რომელი ტონალურის შეძენა სჯობს, რომ ორივემ გამოვიყენოთ?
პასუხი: ნებისმიერი ტიპის კანისთვის კარგია თხევადი ტონალურია.


скачать dle 11.3