კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 მარწყვის გემრიელი და სასარგებლო ნიღბები სახისთვის

ნინო კანდელაკი ანი რევია

  მარწყვის ნიღბები ეფექტურია გამონაყარის საწინააღმდეგოდ, პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლის გასაღიავებლად. ასევე, ასწორებს ნაოჭებს და აჯანსაღებს კანს, აქრობს სახის კანის ზედაპირიდან ცხიმიან ფორებს, აუმჯობესებს კანის ფერს, ატენიანებს გამომშრალ კანს, აჯანსაღებს დაღლილ კანს და ამკვრივებს ჩამოწელილ სახის კანს. ასე რომ, ახლა სწორედ ის პირიოდია, როცა ამ გემრელი კენკრის საშუალებით ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, „შეივსოს“ კანი სასარგებლო ვიტამინებით, მაკრო და მიკროელემენტებით. არ გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ მარწყვზე ალერგიული ხართ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში მხოლოდ ორჯერ და არ დაიტოვოთ მითითებულ დროზე მეტ ხანს.
  მარწყვის ნიღაბი მოდუნებული კანისთვის: 4 ცალი მარწყვი გასრისეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი ნორმალური და ცხიმიანი კანის დროს, ან ცხიმიანი ნაღები – მშრალი კანის შემთხვევაში და წავისვათ სუფთა კანზე. 10 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ ოდნავ თბილი წყლით.
  ფორების გასაწმენდი მარწყვის ნიღაბი: მარლის საშუალებით გამოწურეთ 3 ცალი მარწყვის წვენი, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური თიხა, წაისვით სუფთა კანზე და 10 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ამის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
  მარწყვის ნიღაბი დაღლილი სახის კანისთვის: 2 სუფრის კოვზი გატარებული მარწყვი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ჩაის კოვზი სახის დამატენიანებელი საცხი, კარგად შეურიეთ ერთმანეთში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით სახეზე და დაიტოვეთ 10-15 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  მარწყვის ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 1 ჩაის კოვზი თეთრი ან ლურჯი თიხა და 1 ჩაის კოვზი მარწყვის წვენი შეურიეთ ერთმანეთს, ისე რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. წაისვით ნიღაბი სახეზე და როდესაც გამოშრობას დაიწყებს, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემდეგ კი წაისვით სახის დამატენიანებელი საცხი.
  მარწყვის ნიღაბი მშრალი კანისთვის: 2 ჩაის კოვზი მარწყვის წვენი, 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი დაფქული შვრია შეურიეთ ერთმანეთს, დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთით. შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  მარწყვის ნიღაბი ნორმალური და მშრალი კანისთვის: 4 ჩაის კოვზი გატარებული მარწყვი, 2 ჩაის კოვზი არაჟანი შეურიეთ ერთმანეთს. ნიღაბი გაიჩერეთ სახეზე 15 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  ჭორფლის გასაღიავებელი მარწყვის ნიღაბი: 1 ჩაის კოვზი გატარებული მარწყვი და ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს და დაიტანეთ სახის კანის პრობლემურ ადგილებზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ კი წაისვით სახის დამატენიანებელი საცხი.
  მარწყვის ნიღაბი მობერებული და მოშვებული კანისთვის: 2 ჩაის კოვზი რძე, 2 ჩაის კოვზი გატარებული მარწყვი და 1 ჩაის კოვზი თაფლი შეურიეთ ერთმანეთს. დაიტანეთ სახეზე 10-15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მაეწყვის ნიღაბი აქერცვლისკენ მიდრეკილი კანისთვის: 4 ჩაის კოვზი მარწყვის წვენი, 1 ჩაის კოვზი ზეთისხილის ზეთი, 1 კვერცხის გული და ნახევარი ჩაის კოვზი დაფქული შვრია, შეურიეთ ერთმანეთს. დაიტანეთ სახეზე და 10-15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
скачать dle 11.3