კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (82)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№23 როცა კაცს უყვარს

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  ის წარმოუდგენლად ლამაზია, ჭკვიანი, ძლიერი და მშვენიერია... საუბარია შეყვარებული მამაკაცის თვალით დანახული ქალზე. სამწუხაროდ, მხოლოდ იქამდე, სანამ ეს ქალი მისი ცოლი გახდება. მამაკაცების უმრავლესობას სიამოვნებს ქალთან ყოფნა, სანამ მის დაპყრობას ცდილობს. უხარია მასთან ერთად კაფეში, კინოსა თუ გამოფენებზე სიარული, იმის გამეორება, თუ როგორი ლამაზია.
  ეს ყველაფერი არ არის – როცა მამაკაცი ქალზე შეყვარებულია, მის ცუდს ვერაფერს ხედავს. ვერ შეძლებს, გაიხსენოს, ბოლოს როდის იყო მასზე გაბრაზებული, 5 წუთით მაინც. როგორი მძიმე დღეც უნდა ჰქონდეს, მისი ღიმილი მაშინვე ყველაფერს დაავიწყებს და მისი დღეც ისეთივე მშვენიერი ხდება, როგორადაც ამ ქალს ხედავს. კაცი, უბრალოდ, ბედნიერია, რომ მას შეხვდა.
როგორც კი კაცი იგრძნობს, რომ შეყვარებულია, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. უჩნდება კარიერული წინსვლის სურვილი და მოტივაცია. საკუთარ თავში ეძებს ძალას, რაც მეტის კეთების საშუალებას მისცემს. ის ხშირად ეკითხება საკუთარ თავს: ნუთუ გამიმართლებს და ქალი, რომელსაც მე ვხვდები, ჩემი ცოლი იქნება?
  მაგრამ, ძვირფასო მამაკაცებო, გახსოვდეთ – თუ ცოლი გყავთ, იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრება ამით არ დამთავრებულა. გააგრძელეთ მასთან პაემნებზე სიარული.
ნუ დაკარგავთ მის სურვილს, რომ დაუსრულებლად იბრძოდეთ მისი გულის მოსაპოვებლად, იმის მიუხედავად¹ რომ ერთხელ უკვე გითხრათ თანხმობა ცოლობაზე.
ცოლქმრული ურთიერთობები დანგრევის პირას მხოლოდ იმიტომ დგება, რომ ისინი აღარ ცდილობენ, ოჯახის გარეთ, სხვა სიტუაციაში შეხვდნენ ერთმანეთს. პაემანზე სიარულის გაგრძელებით თქვენ ყოველ ჯერზე თავიდან გაიცნობთ ერთმანეთს და არ არსებობს მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გააკეთოთ ეს. თუკი მოინდომებთ და ყოველდღიურობას ცოტა ინტრიგას შესძენთ, მუცელში პეპლების ფრენის ის პირველი შეგრძნება ზუსტად ისევე განმეორდება, როგორც პირველი შეხვედრის დროს. ერთმანეთის მიმართ ინტერესი – სწორედ ეს არის ბედნერი ცოლქმრული ურთიერთობის გასაღები. გახსოვდეთ, არავის აქვს სურვილი იყოს იმ ადამიანთან, რომელიც მისი პიროვნების მიმართ არანაირ ინტერესს არ გამოხატავს.
თქვით – „თანახმა ვარ“, მაგრამ გახსოვდეთ, ბედნიერება ამ სიტყვების შემდეგ არ მთავრება.

ვუყვარვარ,
არ ვუყვარვარ...

  „ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ?“ – მარადიული კითხვა, რომელიც, თითქმის, ყველა ქალს აწუხებს. საქმე ისაა, რომ მამაკაცების უმეტესობა გრძნობებზე არ საუბრობენ. თუ კაცი სიყვარულზე მაღალფარდოვანი სიტყვებით გელაპარაკებათ, ღირს დავფიქრდეთ, რამდენად გულწრფელია ამ დროს.
ხშირად იმდენად დიდია ქალის სურვილი, ირწმუნოს, რომ მამაკაცს უყვარს, თავს იმტვრევს, ფიქრობს, ვარაუდობს და ცდილობს, მის ყოველ მოქმედებასა და სიტყვას ახსნა მოუძებნოს. ქალები მზად არიან, საყვარელი მამაკაცის გულისათვის ბოლომდე დაიხარჯონ, მაგრამ ხშირად იმედგაცრუებულნი რჩებიან... ვისაუბროთ იმაზე, რაც მამაკაცის სიყვარულს ამტკიცებს.
  სექსუალური მიზიდულობა – სიყვარულის მთავარი „სიმპტომი“ სურვილია. თუ მამაკაცს სურს ქალი, ამ ქალს მისი სიყვარულის მოპოვების დიდი შანსი აქვს. ყველა მამაკაცს ახასიათებს ქალების მიმართ ფიზიკური ლტოლვა. ასეთ დროს მასში მონადირე იღვიძებს და რაც უფრო მოუწვდომელია „სამიზნე“, მით უფრო ძლიერდება სურვილი. თუმცა მხოლოდ სურვილი ჯერ კიდევ არ იძლევა ხანგრძლივი ურთიერთობის მყარ გარანტიას. როგორც კი მამაკაცი თავისას მიაღწევს დიდი შანსია, მისი ინტერესი მაშინვე გაქრეს,. ამიტომ, მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ, კარგად დავფიქრდეთ და სხვა „სიმპტომებსაც“ მივაქციოთ ყურადღება. მეორე „სიმპტომი“ სულიერი მიზიდულობაა, მეგობრობა, ემოციური კონტაქტის საჭიროება, როცა მამაკაცი ეძებს საშუალებებს, იყოს თქვენ გვერდით. გირეკავთ, გწერთ, გისმენთ, გესაუბრებათ საკუთარ თავზე, ანუ, თუ მამაკაცი მხოლოდ ფიზიკურ სიახლოვეს არ ეძებს თქვენთან, არამედ სურს გაგიცნოთ, იცოდეს თქვენი ხასიათი, აზრი... მიიპყროს თქვენი ყურადღება – ეს ნიშნავს, რომ მას ნამდვილად უყვარხართ.
  თქვენი ადგილი მის ცხოვრებაში – მამაკაცები უმეტესად კონსერვატიულები არიან. უცოლო კაცს ძალიან აშინებს იმის პერსპექტივა, რომ ვინმე თავის სულში, ცხოვრებაში შეუშვას. ვერ ელევა თავის „ძვირფას“ თავისუფლებას. ნებისმიერი სიახლოვე მოითხოვს კომპრომისებისთვის მზადყოფნას. ჩვენ გვიწევს მსხვერპლის გაღება საყვარელი ადამიანებისათვის. თუ მამაკაცი ამისათვის მზადაა, თუ ის თქვენ გამო უარს ამბობს თავის ჩვევებზე, თავის პრინციპებზე, თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და მეგობრებზე, ცდილობს, თქვენ გამო შეიცვალოს, ეჭვი არ არის, რომ უყვარხართ. ყველა მამაკაცს არ შეუძლია, იზრუნოს ქალზე. და. თუ კაცი ცდილობს თქვენი სურვილების გამოცნობას და საშინლად განიცდის, თუ ეს არ გამოუვიდა – შეგიძლიათ ენდოთ. დაუჯერეთ თქვენს ინსტინქტებს. ირწმუნეთ საკუთარი თავის და თქვენ შეძლებთ, მამაკაცში მაშინაც კი გააღვიძოთ სიყვარული, როცა ის ამისათვის მზად არ არის.

მე შენ მომწონხარ

  სოციალური გამოკითხვებით აღმოჩნდა, რომ თურმე, კაცს ქალში ყველაზე მეტად ერთგულება, ნდობა და ინტიმურ სფეროში სრული ჰარმონია იზიდავს. რა თქმა უნდა, სილამაზე კარგია, კულინარიული შესაძლებლობები – შესანიშნავი, მაგრამ მხოლოდ ამით ფონს ვერ გახვალთ.
* ერთგულება, თავისთავად, სიყვარულსაც გულისხმობს. დღეს, როცა ასე გახშირდა ცოლქმრული ღალატი, მამაკაცები განსაკუთრებით აფასებენ ცოლის ერთგულებას და მას სიყვარულის ერთ-ერთ საუკეთესო გამოვლინებად მიიჩნევენ.
* ნდობა – ურთიერთობები ნდობაზე უნდა იყოს დამყარებული. როცა მამაკაცი დარწმუნებულია, რომ შინ ცოლი მშვიდად ელის, დაკითხვებს არ მოუწყობს, სრულიად ენდობა და აგრძნობინებს, რომ მისი საიმედო საყრდენია, ქმარი ასეთ ქალთან ყოველთვის თავდაჯერებულად, ძლიერად გრძნობს თავს. დარწმუნებულია, რომ ცოლი მისი ყველაზე კარგი და სანდო მეგობარია.
* ხარისხიანი სექსი – კაცები ამასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათ სურვილი აქვთ, თავიანთ იდეალურ ქალთან ბოლომდე გაიხსნან. ლოგინი ინტიმური სიახლოვის ნამდვილი გვირგვნი უნდა იყოს და არა უბრალო ვალდებულება, რომელსაც ქალი „თავის ტკივილის“ თუ „მოუცლელობის“ მომიზეზებით გაურბის.
P.S. თუ მამაკაცი ამ სამი პირობიდან რომელიმეს ცოლისგან ვერ მიიღებს, მინიმუმ, უღალატებს, მაქსიმუმ – ოჯახს დაანგრევს.
скачать dle 11.3