კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 რა კანონს არ ემორჩილება ცოლ-ქმრის ურთიერთობა და რა არის სიყვარული

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  შეუძლებელია, სტანდარტული პასუხი გასცე, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივ კითხვას – რა არის სიყვარული? რამდენიც უნდა ვისაუბროთ სიყვარულზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ღალატზე, განშორებასა და წყვილის ურთიერთობის შენარჩუნებისთვის აუცილებელ პირობებზე, ფსიქოლოგიურად მაინც ვერ ავხსნით, რეალურად რაზეა დამყარებული ცოლ-ქმრის კავშირი. დიახ, ისინი სიყვარულით ქმნიან ოჯახს (უმეტეს შემთხვევაში ასე ხდება), მაგრამ როცა გრძნობა ნელდება, ჩნდება რაღაც სხვა, დამოკიდებულების მსგავსი, რომელიც მათ ერთმანეთის გვერდით აკავებს.
  მარიკა (34 წლის) ეს არის ამოუცნობი მიზიდულობა ორ ადამიანს შორის. ვსაუბრობ იმაზე, რაც ქალსა და მამაკაცს შორის ჩნდება, როცა ისინი ერთად იწყებენ ცხოვრებას.
– და ეს არ არის სიყვარული?
– ზოგადად, მეცნიერები ამბობენ, რომ სიყვარული ოთხ წელიწადზე მეტხანს არ გრძელდება. მაგრამ ჩემი აზრით, სიყვარული არ შეიძლება გაგრძელდეს ოთხი წელი. ის, რაც 3-დან 5 წლამდე გრძელდება არის ვნება და გარკვეული დროის შემდეგ შეჩვევასთან ერთად შეიძლება, გაქრეს. თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობაც მორჩა, იმიტომ, რომ ცოლ-ქმრის კავშირი მარტო ამ ვნებაზე არ დგას. ეს უფრო ისაა, რაც ვთქვი – მიზიდულობა, რომელიც ინარჩუნებს ოჯახს და არ აძლევს მას დანგრევის საშუალებას. სწორედ ეს მიზიდულობა უნდა იყოს სიყვარულზე ძლიერი.
– როდის და რატომ დგება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი? როცა ეს მიზიდულობა ნელდება?
– კრიზისული პერიოდები ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება, დადგეს და ეს ყველა გათხოვილმა ქალმა კარგად იცის. ასე ხდება მაშინ, როცა რაღაც განახლებას ითხოვს.
– განახლება ზოგადი სიტყვაა. ადამიანები ცხოვრებაში მეტ კონკრეტიკას მოითხოვენ. რა უნდა განახლდეს ან როგორ უნდა განახლდეს?
– მე ვსაუბრობ იმაზე, როდესაც ცოლ-ქმარი „ერთმანეთით დაიღალა“ და ვნება განელდა. ეს ისე შეუმჩნევლად ხდება, ვერც გააცნობიერებთ, ისე გაგიიშვიათდებათ ფიზიკური სიახლოვე. ერთ-ერთმა პარტნიორმა მაინც უნდა იზრუნოს ურთიერთობაში სიახლეების შეტანაზე. თორემ ბოლოს, როცა მიხვდებით, რომ მეუღლე აღარ გიზიდავთ, შეიძლება უკვე დაგვიანებული იყოს.
– საუკეთესო გამოსავალი რა იქნება?
– საქმე ისაა, რომ როცა ოჯახს ქმნი, ბევრი რამ ჩარჩოებში ექცევა. შეიძლება, თქვენ არ დაკვირვებიხართ, მაგრამ ქალები გათხოვების შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ დიასახლისის როლს ირგებენ და ეს მოსაწყენია. მაინც ყველაფერი წყვილზეა დამოკიდებული. ნებისმიერი ქალისა და მამაკაცის ცხოვრებაში ჩნდება საცდუნებელი მომენტები. ზოგი უძლებს, ზოგი ვერ უძლებს. თუ ფიქრობ, რომ არ უნდა აპატიო და უნდა დაშორდე, მაშინ ეს ძალიან სერიოზულად უნდა განიხილო, ემოციის გარეშე, მშვიდად და რაციონალურად. მაგრამ ღალატი ძალიან იშვიათად ანგრევს ოჯახებს. უფრო ხშირად პატიობენ ხოლმე. იმიტომ რომ მუშაობს მიზიდულობის ამოუცნობი ძალა.
– ეს შეიძლება, შეჩვევა იყოს. ცოლქმრობა აქცევს ადამიანებს ერთმანეთის საკუთრებად.
– მე ასე არ ვფიქრობ. საკუთრება შეიძლება, იყოს უსულო საგანი და არა ცოცხალი ადამიანი. მიზიდულობის არსი ეს არ არის.
– ღირს თუ არა შვილების გამო ოჯახის ფორმალურად შენარჩუნება, როცა ცოლ-ქმარს შორის რეალურად საერთო აღარაფერია?
– ეგ საკმაოდ რთული საკითხია. ვერ იტყვი, რომ ასეთ დროს ცოლ-ქმარს შორის აღარაფერია. როცა ცოლ-ქმარი გადაღლილია, ხშირად ვერ გრძნობენ, რომ მათ შორის გრძნობა დარჩა. საკმარისია, ერთმანეთისგან ცოტა დაისვენონ, რომ კვლავ ჩნდება გრძნობა. მე მივხვდი, რომ პაუზების აღება აუცილებელია. საჭიროა რაღაც მასტიმულირებელი, რაც გამოგაფხიზლებს. შეიძლება ეს ეჭვიანობა, ან ღალატიც კი იყოს.

скачать dle 11.3