კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რა სჭირდება ნოდიკო ტატიშვილს საყვარელი ქალისგან დიდი დოზით და აჩუქა თუ არა მას ბინა შეყვარებულმა

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი

  ნოდიკო ტატიშვილის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა: მან ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე ახალი ბინა იყიდა, რომელიც თავისი გემოვნებით გაარემონტა და საცხოვრებლადაც გადავიდა. თუმცა ჭორიც გავრცელდა – ეს ბინა ნოდიკოს საყვარელმა ქალმა აჩუქაო.
– ნოდიკო, ამბობენ,  ქალმა, რომელიც ნოდიკოზეა შეყვარებული თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ბინა აჩუქაო და მართალია თუ ჭორი?
ნოდიკო ტატიშვილი: ჭორია და ეს სახლი, სინამდვილეში, შემომეყიდა. ბანკის ვალი მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ ბინა ძალიან მინდოდა, უარს ვამბობდი. ჯერ ერთი სესხი მინდოდა ჩამეფარა, აღარ მინდოდა ახალი სესხის აღება, რადგან მგონია, მთელი ცხოვრება ბანკის სესხით უნდა ვიცხოვრო. იმედია, არ იქნება ასე. მოკლედ, ჩემი უახლოესი ძმაკაცი ბინის ყიდვას აპირებდა და შესარჩევად გავყევი. გაყიდვების მენეჯერს რომ შევხვდი, მითხრა: აქ აუცილებლად უნდა იყიდო ბინაო. შემდეგ მეპატრონე გავიცანი – მამუკა არევაძე, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც ისეთ კარგ ფასში მომცა, რომ წავედი ბანკში. თუმცა, ბანკში ცოტა გაპრობლემდა, რადგან მუდმივი შემოსავალი არ გამაჩნია, ჩარიცხვები მაქვს ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ ღმერთმა მომცა კარგი შანსი და დამიმტკიცდა სესხი. ვიყიდე ბინა, ოღონდ, ისე, რომ არავინ იცოდა, რამდენიმე მეგობრის გარდა. ოჯახის წევრებმაც კი არ იცოდნენ.
– რატომ დამალე ან არ გაგიჭირდა საიდუმლოდ შენახვა?
– ძალიან მიყვარს სიურპრიზები. ყველაფერზე მეტად მიყვარს, ნუ სიმღერას არ შევადარებ, მაგრამ ჩემი ჰობია ისეთი საჩუქარი, რომელიც ძალიან გაუხარდება ადამიანს ან არ ჰქონდა, უნდოდა და ვაჩუქე. მოკლედ დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი და გონზე არ იყვნენ, თან სესხი ისე ავიღე, რომ რემონტიც გამეკეთებინა. არ გამჭირვებია დამალვა, ისინი ვერც მიხვდნენ და თან, ჩემები სულ ნერვიულობდნენ: როგორ არ გაქვს ცალკე ბინა, როგორ გინდა და ჩვენ როგორ ვერ გიყიდეთ... წუხდნენ. მოკლედ გავარემონტე და ორი კვირის წინ ამოვიყვანე დედა და მამა, რომ მენახვებინა „ჩემი მეგობრის ბინა“, ჩემი და ბათუმშია. მოკლედ, შემოვიყვანე ჩემს ბინაში, გადაირივნენ, ხედზე გაგიჟდნენ, დაიწყეს დალოცვა. მერე უთხრეს ჩემმა მეგობარმა და მისმა დედამ, რომ ეს ნოდიკოს ბინააო და არ დაიჯერეს. მეორედაც გაუმეორეს, კიდევ არ დაიჯერეს. მესამედ რომ უთხრეს: ნოდიკოს შენაძენიაო, მამაჩემი დადუმდა, დედაჩემს სახე შეეცვალა. მოკლედ, სანამ დედა არ დავიფიცე, არ დაიჯერეს. რომ დაიჯერეს, მამა საერთოდ გაჩუმდა და დედას ისეთი ისტერიკული ტირილი აუვარდა, ვინერვიულე, ცუდად არ გახდეს-მეთქი. შემეშინდა. დღემდე შოკში არიან და მეუბნებიან: არ გვახსოვს, როგორი სახლია. მხოლოდ ის გვახსოვს, თბილისის ლამაზი ხედი ჩანდაო. შოკისგან ყველაფერი დაავიწყდათ. დედაჩემმა მითხრა: შენს დას დაურეკე, თორემ არასდროს გაპატიებსო. დავურეკე და ის იქ ჩავარდა შოკში, ცრემლები მოადგა, ცოტა გამლანძრა. მანამდე ჩემს რამდენიმე მეგობარს ვანახვე და სიხარულისგან იმათაც ცრემლები წამოუვიდათ და ასეთი მეგობრების ყოლა ცალკე ბედნიერებაა. მიხარია, რომ ყველას მოსწონს.
– რემონტმა როგორ ჩაიარა, ნერვების გაფუჭების გარეშე?
– მთავარია ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. ჩემს უახლოეს მეგობართან ერთად დავდიოდი, რადგან ისიც არემონტებდა თავის ბინას. ძალიან რთულია ეს პროცესი: ხელოსანთან ურთიერთობა, დისციპლინა, დროზე დაწყება-დამთავრება. თან, მე არ მიყვარს რაღაცების დიდხანს ძებნა, მარტივად ვარჩევდი და მინდა, ყველა მაღაზიას მადლობა ვუთხრა გვერდში დგომისთვის, ყურადღებისთვის. ამდენი ყურადღებისგან, სითბოსგან ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი და თან, პლუს – ძალიან ბედნიერი, რადგან მომღერლისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ხალხის სიყვარულია. ეს მივიღე მე დიდი დოზით, გადავირიე და არასდროს დამავიწყდება.
– ოჯახის წევრები შეეგუვნენ შენს მარტო გადმოსვლას?
– შეგუებულები არიან. სულ წუხდნენ, რომ ცალკე მინდოდა ცხოვრება და ვერ ვახერხებდი. თან, ამ სახლში გადმოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ მათ ყურადღება მოაკლდებათ, მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული ემოციური თვალსაზრისითაც. ისევე არ შემიძლია, მათი ჩახუტების გარეშე, როგორც მათ.
– ცოლის მოყვანის დროსაც სიურპრიზის გაკეთებას ხომ არ გეგმავ?
– ეს თემა უკვე გაბობოქრდა. ჩემები მეუბნებიან: იმედია, სანამ ცოლს მოიყვან, გაგვაგებინებ და ისეთ სიურპრიზს არ მოგვიწყობ, როგორიც ბინაზე და მთლად ბავშვებითა და ცოლით არ მოხვალ სახლშიო. გარკვეული სიურპრიზი იქნება – ასე მაქვს ჩაფიქრებული და წარმოდგენილი, ვნახოთ. თან, ისეთი ყბადაღებული თემა გახდა, სადაც მივალ – არ მოგყავს ცოლი, აბა, ცოლი მოიყვანე... რატომ დარდობენ ჩემ მაგივრად, არ ვიცი, ძალიან ვწუხდები. ოჯახის წევრებიდან დაწყებული, მეგობრებიც და აბსოლუტურად უცნობი ადამიანები დარდობენ ჩემს უცოლობაზე. ჯერჯერობით არაფერს ვაპირებ, რადგან დღეს არ ვარ შეყვარებული და თან, რაღაც გეგმები მაქვს. უკეთესი იქნება თუ 3-4 წლის შემდეგ დავოჯახდები. მაგრამ სიყვარული ისეთი რამ არის, ვყოფილვარ შეყვარებული და ვიცი: როცა გიყვარს, 2-3 წელი კი არა, შენც გინდა და მასაც უნდა, სულ ერთად იყოთ და ვეღარ განსაზღვრავ. შეიძლება, ხვალ შემიყვარდეს და 5 თვეში დავქორწინდეთ.
– რას იტყვი შენს გარემონტებულ, მოწყობილ ბინაში რაღაცების შეცვლა რომ მოინდომოს?
– როცა ერთად ვიქნებით, რაც უნდა, ის შეცვალოს. სიყვარულიც ურთიერთგაგება და ერთმანეთის მოსაზრებების ურთიერთპატივისცემაა. თან, არ მგონია, რომ კატეგორიულად მიუღებელი მოსაზრებები გვქონდეს, ჯინში რომ ჩავუდგეთ ერთმანეთს. როცა ადამიანს ცხოვრებას უკავშირებ, კარგად უნდა იცნობდე. შევმცდარვარ – მგონებია, რომ კარგი იყო და მერე სულ სხვანაირი აღმოჩენილა ან რადიკალურად ჩემგან განსხვავებული. ეს განსხვავება მერე ცუდად იჩენს ხოლმე თავს, ბევრი გაუგებრობა სიყვარულსაც აქრობს, გაღიზიანებაში გადადის და ადამიანებს ერთმანეთთან დამშვიდობება უწევთ – მე არ მინდა ასე. ყველანაირად უნდა ვიცნობდე, უნდა გვქონდეს ურთიერთობა და ჩემთვის გასაგები უნდა იყოს: ვინ არის და რა უნდა ცხოვრებაში, ისევე როგორც მან უნდა იცოდეს ჩემზე. მოკლედ, უნდა დარწმუნდე, რომ ნამდვილად ის არის, ვინც გიყვარს. ამასაც დრო, გაცნობა, ურთიერთობა სჭირდება.
– რა ხდება ხოლმე, როდესაც ვინმე შენს ნივთებს ხელს ახლებს ან, თუ ხარ ის ტიპი, რომელიც ითხოვს, რომ მაგალითად, მისი სამოსი სულ მოწესრიგებული იყოს, ანუ მსგავსი რაღაცები გიქმნის დისკომფორტს?
– ზოგადად ვარ მოწესრიგებული ტიპი და სახლში ჩემი კუთხე, ჩემი პირადი სივრცე არის ჩემი. დედაჩემი შევა ხოლმე, დამილაგებს, მამაჩემმაც იცის: ის იქ დავდე, ეს – იქ და ვეუბნები: რატომ? მე ვერ გადავალაგებ-გადმოვალაგებ, მაგრამ სახლში რომ ხშირად არ ვარ, მათ ჰგონიათ, რომ მეხმარებიან. ახლა, აქეთ რომ ვიქნები და აქაც თუ დალაგება დაიწყეს, შენ ეგ თქვი. რაც შეეხება ჩემს საკონცერტო სამოსს, სულ მოწესრიგებული უნდა იყოს. მეც ვაკეთებ, მაგრამ დედამ გემრიელად იცის და კარგია, მსიამოვნებს. ცოლისგან არაფერს მოვითხოვ, მე ჩემი მოვალეობები მექნება, იმას – თავისი. ორივემ უნდა ვასიამოვნოთ ერთმანეთს. მე არ მიყვარს, ცოლი რომ იქით დიქტატორია და ქმარი – აქეთ. პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი მეორე ნახევარი ბედნიერი იყოს.
– მისი მხრიდან რა არის საჭირო შენი ბედნიერებისთვის?
– უნდა ვუყვარდე და ამას უნდა ვგრძნობდე დიდი დოზით, მისგან მეტი არაფერი მჭირდება. ამას უნდა ვგრძნობდე ჩახუტების, სიტყვის, საქმის თვალსაზრისით. მე დიდ სიყვარულს ვიტევ და არ მბეზრდება. კორონას დროს ყველაზე მეტად ჩახუტება მენატრებოდა. რადგან გასვლა ხშირად მიწევდა, ჩემებსაც ვერ ვეხუტებოდი. ცოტა რომ ჩაწყნარდა, ჩავეხუტე და ისეთი ბედნიერი ვიყავი... კორონა, როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც სტრესული იყო, რადგან მთელი ცხოვრება აქტიური ვარ, სულ რაღაცას ვაკეთებ, არასდროს დამისვენია, თუნდაც ერთ კვირაზე მეტი. ახლა დავისტრესე, თუმცა ცოტა რემონტის თემამ გადამატანინა – რაღაცებს ვაკეთებდი. მივხვდი, რომ არ არსებობს არანაირი ხვალ. დღეს და ახლა რაც არის – ეგ არის. სანამ კორონა დაიწყებოდა, ორი ვიდეოს გადაღება მქონდა დაგეგმილი ნესტან სინჯიკაშვილთან ერთად და მალე დავიწყებ ჩემი გეგმების განხორციელებას. ჩემი გადაცემაც მალე დაიწყება, რადგან ჩაწერაც ძალიან მენატრება. იმედია, ყველანი მალე ჩავდგებით რეჟიმში, რადგან ბევრი ადამიანი ჩავარდა ცუდ დღეში.

скачать dle 11.3