კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№22 რატომ ვერ ჩაითრია თავის „სექტაში“ ქართველი მამაკაცები ნუცა სურგულაძემ

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მიუხედავად პატარა ასაკისა, ნუცა სურგულაძეს თავის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მან მასტერკლასები საფრანგეთის ცნობილ რესტორნებში ცნობილ შეფ-მზარეულებთან გაიარა და საკმაოდ მაღალი შეფასებებიც მიიღო. ნუცა წელსაც აპირებდა უცხოეთში წასვლას და საკუთარი ნიჭის დემონსტრირებას, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო საქართველოში მოუწია დარჩენა და ახლა ის საზოგადოებას თავის კულინარიულ შემოქმედებას, სოციალური ქსელის დახმარებით, საკუთარი სამზარეულოდან უზიარებს.
ნუცა სურგულაძე: მარტის დასაწყისში იტალიაში ვაპირებდი წასვლას, რათა გამეგრძელებინა სწავლა და მერე მუშაობა დამეწყო. ისე მოხდა, რომ სიტუაცია გამწვავდა და კიდევ კარგი, იქ წასვლა არ მომიწია და საქართველოში დავრჩი. ჩემი ერთი მეგობარი ჩამოვიდა საფრანგეთიდან და მის გამო გადავდე გაფრენა. ასე რომ, ამ ყველაფერს მას უნდა ვუმადლოდე და ასევე, ჩემს იღბალსაც (იცინის). ალბათ, ასე იყო საჭირო, ასეთი რაღაცები ტყუილად არ ხდება. იტალიაში კარანტინში ჯდომას, ფაქტობრივად, ჩემმა დაქალმა გადამარჩინა, მან დამტოვა საქართველოში (იცინის). კარნატინში კი აღმოვჩნდი, მაგრამ ისეთი ადამიანი ვარ, არ შემიძლია ერთ ადგილას უსაქმურად გაჩერება, პასიურად ცხოვრება და ამიტომაც, გამოსავალი ვიპოვე – გავაკეთე ბლოგი, დავიწყე რეცეპტების ჩაწერა და ისეთი კარგი გამოხმაურება ჰქონდა, ყოველდღე ახალ რეცეპტს ვდებ.
– რამდენი ხანი დაგჭირდა იმაზე ფიქრი, რა გაგეკეთებინა კარანტინში და რამდენ ხანში ჩაწერე პირველი ბლოგი საკუთარ სამზარეულოში?
– როგორც კი კარანტინი გამოცხადდა, მივხვდი, ბლოგის ჩაწერა ყველაზე კარგი იქნებოდა და ამაზე ბევრი არ მიფიქრია. დედაჩემს ჰქონდა აპარატურა, შევედი სამზარეულოში და დავიწყეთ გადაღება. გადაღებული მასალა დავამონტაჟეთ და ერთ კვირაში ყველაფერი მზად მქონდა.
– ფაქტობრივად, დედასთან ერთად, მინი-საოჯახო ტელევიზია შექმენი.
– ზუსტად (იცინის). გადაცემებს სახლში ვაკეთებ და ამით უამრავი მაყურებელიც შევიძინე. სხვათა შორის, ბევრი მწერს: ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია და ამიყოლიეო (იცინის). ვცდილობ, მაყურებელს მარტივი რეცეპტები შევთავაზო და ისეთი ინგრედიენტები გამოვიყენო, რაც ყველა ოჯახში მოიპოვება. ამ ყველაფერს ბევრი პოზიტივი მოჰყვა. ჩემთან ერთად ბევრმა ბავშვმაც დაიწყო სამზარეულოში ფუსფუსი. ასე რომ, კარანტინის დროს ათასობით ადამიანის სახლში შევიჭერი მიქსერით ხელში და ჩემი რეცეპტებით ყოველდღიურად აკეთებენ რაღაცებს (იცინის). მწერენ: დღეს რატომ აგვიანებ ახალ რეცეპტსო? (იცინის).
– როგორც ვიცი, ცნობილი ადამიანებიც აქტიურად გეხმაურებიან. ირინა ონაშვილი შენს პროექტში ჩაერთო კიდეც და კერძი შენთან ერთად მოამზადა. ხომ არ გეგმავ მსგავსი ვიდეოების ჩაწერას ცნობილ სახეებთან?
– ვხუმრობ ხოლმე: ირინა ონაშვილი, ჩემს კულინარიულ „სექტაში“ გავაერთიანე-მეთქი (იცინის). ირინა ჩემთან იყო სახლში, ვუთხარი: ვიდეო უნდა გადავიღო-მეთქი და სამზარეულოში მოვიპატიჟე. სიამოვნებით დამთანხმდა და ვიდეოც ჩაწერა. ჩვენი დუეტი იმდენად კარგი გამოვიდა და იმდენად კარგი გამოხმაურება ჰქონდა, ვაპირებ, ჩემს სამზარეულოში ბევრი ცნობადი სახე დავპატიჟო. ცოტა სივიწროვეა, ამიტომ გაფართოებას ვაპირებ და დამცინიან: კარანტინის დროს, ერთდროულად გაგეხსნა რემონტის და კულინარიის მუზებიო (იცინის). რემონტზე მართლა სერიოზულად ვფიქრობ, მინდა, გავფართოვდე რომ კარანტინის შემდეგაც გავაგრძელო ბლოგების ჩაწერა.
– ქართველი მამაკაცები თუ აიყოლიე და ჩაითრიე შენს „სექტაში“?
– არა, ქართველი მამაკაცები ჯერჯერობით ვერ ჩავითრიე ჩემს „სექტაში“,კერძების მომზადება ვერ დავაწყებინე (იცინის). არადა, სადაც ვმუშაობდი, ყველგან მამაკაცები იყვნენ მზარეულები. საფრანგეთში იშვიათობაა რესტორნის სამზარეულოში გოგო, მხოლოდ მე ვიყავი. საქართველოში შემორჩენილია ის სტერეოტიპი, რომ ქალი უნდა იყოს სამზარეულოში და ჰგონიათ, ეს კაცის საქმე არ არის, „ტეხავს“ და სირცხვილია. თუმცა, ეს ასე არაა. მაგალითად, მე კაცს არ შევხედავ, თუ მას საჭმლის კეთება და ჭურჭლის დარეცხვა არ შეუძლია.
– მახსოვს, გინდოდა, საკუთარი ბიზნესი საქართველოში დაგეწყო. გადაიფიქრე?
– სანაყინის გახსნა მინდოდა, ვაპირებ. თუმცა, 21 წლის ასაკში რაღაცის წამოწყება და ამაზე მიჯაჭვა არასწორი მიდგომა მგონია. ამიტომ, გადავწყვიტე, იტალიაში წავიდე და იქიდან რომ ჩამოვალ, დაახლოებით, ხუთ წელში, საქართველოში ჩემი სანაყინე გავხსნა. ჯერ არ ვჩქარობ.
ნუცა, ვისგან დაგყვა კულინარიული ნიჭი, ამდენი ადამიანი შენი რეცეპტებით მომზადებული კერძებითა და დესერტებით რომ კვებავს ოჯახს?
– გენეტიკურად, ოჯახის წევრებისგან ნამდვილად არ გამომყვა ეს ნიჭი და თავადაც უკვირთ. კულინარიის გარდა, ფოტოების გადაღება, კამერასთან მუშაობა მიზიდავს და წერაც მიყვარს. ზოგადად, იღბლიანი ვარ, თუმცა, რასაც დამოუკიდებლად მივაღწიე, ეს ჩემი დიდი შრომის შედეგია და არა საჭირო ადგილას მოხვედრის. საფრანგეთში ყოფნისას ყველაფერი გამიზნული მქონდა, თავდაუზოგავად ვშრომობდი და შედეგსაც მივაღწიე. თუმცა, კიდევ ვამბობ, იღბალიც მაქვს და ამასთან ერთად, შრომისმოყვარეც ვარ. თუ მიზანი დავისახე, ბოლომდე მივყვები, არ ვნებდები და ის შედეგები, რაც მაქვს, ამის მიზეზია.
– რამდენად გიყვარს ექსპერიმენტები კულინარიაში და მიგაჩნია, რომ ამა თუ იმ კერძის თუ დესერტის მომზადებისას დიასახლისმა მხოლოდ რეცეპტით უნდა იხელმძღვანელოს?
– გრამებისა და წონის სიზუსტე მხოლოდ საკონდიტრო სფეროს ეხება, თუმცა ინგრედიენტების ლავირება უნდა შეგეძლოს და ექსპერიმენტებიც აუცილებელია. ზოგადად, ვთვლი, რომ სამზარეულოში ექსპერიმენტები აუცილებელია, რომ შენი ინდივიდუალიზმი აჩვენო. ბევრჯერ მეც მიმიმართავს ექსპერიმენტისთვის და პირველ ჯერზე ჩამვარდნია იდეა, თუმცა, არ დავნებებულვარ, ისევ მიცდია და გამომსვლია. ცხოვრებაც ასეა, თუ ჩავარდნა და მარცხი არ იგემე, ისე წინ ვერ წახვალ. მარცხი აუცილებელია, რომ მერე გამარჯვება დავაფასოთ. სამზარეულო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. მის გარეშე არ შემიძლია, აქ აღმოვაჩინე ჩემი თავი, ჩემთვის სიამოვნებაა და ალბათ, ჰობიც, საყვარელი საქმეც და იმავდროულად – პროფესიაც.
– ბევრი ამბობს: არ გამომდის, ამისთვის კარგი ხელია საჭირო, მე კი არ მივარგაო. მათ რას ეტყვი? გემრიელი კერძის მომზადება ხელზეა დამოკიდებული თუ მონდომებაზე?
– რასაკვირველია, მონდომებაზეა დამოკიდებული და მზარეულობა და გემრიელი კერძების მომზადება ყველას შეუძლია. მეც, სანამ ვისწავლიდი და ჩემით ვცდილობდი, არ გამომდიოდა. არაფერი მოდის თავისით. გამოცდილება, სურვილი, სიყვარული და მონდომებაა მთავარი. თუ არ გამოგდით, დაფიქრდით, რაშია პრობლემა, გამოასწორეთ და აუცილებლად გამოგივათ, თან, სხვებზე უკეთ. თუ საყვარელი ადამიანებისთვის გულითა და სიყვარულით აკეთებ, ის აუცილებლად გამოგივა.

скачать dle 11.3