კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№22 მაია ბარათაშვილი: ლოცვისას დიდი სიფრთხილეა საჭირო

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: მაია.
გვარი: ბარათაშვილი.
პროფესია: მუსიკოსი, არქიტექტორი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– პავლოვის 47 – ადგილი, სადაც დავიბადე და შევიძინე ბავშვობის მეგობრები, რომლებიც დღემდე მომყვებიან. ეზო, სადაც ყოველ გაზაფხულს ყვაოდა ნუშის ხეები და საოცარი სურნელი იდგა. ბებია – კლასიკური, თბილი, რუსულად და ფრანგულად მოლაპარაკე, მასთან ერთად გატარებული ჩაის სმის სესიები – დიდ სამოვართან და შაქრის ნატეხებთან ერთად. ალუბლის ვარენიკები და კომბოსტოს ნამცხვარი. პირველი შეხება მუსიკასთან – პიანინო და ბახის მენუეტი. უდარდელი ბავშვობა...
– მშობლების როლი...
– დიდი. დედა – ზეინაბ მგალობლიშვილი, სტომატოლოგი, შესანიშნავად მღეროდა და პროფესიონალურ სცენაზე იდგა. ის სცენას იზიარებდა ინოლა გურგულიასთან და სხვა ცნობილ მომღერლებთან, თუმცა, საბოლოოდ მაინც პროფესიას გაჰყვა. ბავშვობა სტომატოლოგიურ კლინიკაში გავატარე, საოცარ ოპერაციებს დავესწარი ქირურგიულ განყოფილებაში. უნდა აღვნიშნო დედის მამა – გიორგი მგალობლიშვილი. ბაბუა საქართველოს მთავარი მეღვინე გახლდათ და ღვინის ენციკლოპედიაშია შეყვანილი. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ნახევრად მშრალი ღვინოების წარმოების აღორძინებაში. მამა – ლევან ბარათაშვილი, ცნობილი იურისტი (სამოქალაქო სამართალი). ქარიზმატული პიროვნება და ძალიან იმპოზანტური გარეგნობის მქონე. გამოირჩეოდა დიდი წიგნიერებითა და ორატორული ნიჭით.
– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
– ექიმი, გინეკოლოგი. საექიმო გარემოს მიჩვეული ვიყავი, დედა რესპუბლიკურის სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა. რომ წამოვიზარდე, ხელთათმანებს მიკეთებდნენ და ქირურგიული განყოფილებისთვის ბურთულებსა და ტამპონებს ვამზადებდი. ჩემი ბაბუის ძმა საქართველოში აღიარებული ცნობილი ექიმი გახლდათ. მამაც ორი წელი სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა და მერე მიხვდა, რომ ეს არ იყო მისი საქმე. ასე რომ, მედიცინა ჩვენს ოჯახში პოპულარული იყო. სახლში გვქონდა წიგნი „ჟორდანიას მეანობა“, რომელიც მერვე კლასში დავამუშავე. ეს საქმე ძალიან მომწონდა.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– პროფესიით არქიტექტორი ვარ, ჯერ ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე და შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენა ვისწავლე
ინესა მერაბიშვილის კათედრაზე. ჩემი არჩევანი ხატვის სიყვარულმა განაპირობა, თანაც არქიტექტორებში ბევრია ხელოვანი ადამიანი. ამბობენ, არქიტექტურა ქვაში ჩაკირული მუსიკა არისო. როგორც არქიტექტორს, არასოდეს მიმუშავია. ინგლისური ენა გამომადგა – ვიყავი საერთაშორისო კონტაქტებზე პასუხსიმგებელი, ასევე პიარის განყოფილებაში. შევარდნაძესთანაც კი მაქვს ნათარგმნი. მახსოვს, მაშინ მასთან განიხილებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დღგ-სგან გათავისუფლების პოლიტიკა. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ გადავწყვიტე, ედუარდ შევარდნაძისთვის თვალებში შემეხედა და ასე ვთარგმნე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში.
– წარმატებული ადამიანი არის ის, ვინც...
– თავდადებულია საკუთარ საქმეში. მუდმივად მაძებარი, ჯანსაღი ამბიციისა და მიზნის მქონე, რომელიც საკუთარ წარმატებას პრიორიტეტად არ აღიქვამს.
– ვამაყობ...
– ჩემი წარსულით, ისტორიით, სარწმუნოებით, კულტურით, წინაპრებით.
– მეშინია...
– ურწმუნოების, ღმერთის დაკარგვის. ურწმუნოებასა და რწმენას შორის გამავალი ზღვარი ძალიან სათუთი და ფაქიზია. ფაქტობრივად, ბეწვის ხიდია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთში ჩატყდეს. ლოცვისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ის შესაძლოა, უბრალო სალოცავი სიტყვების ბუტბუტად გადაიქცეს. ლოცვის დროს ათასი აზრი გვიტრიალებს თავში. ეს არის ყველაზე ძნელი რამ. ლოცვის სწავლას ისეთივე შრომა უნდა, როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის სამზადისს. ამ დროს შენი გონება და გული უნისონში უნდა ჟღერდეს, ერთ სიხშირეზე უნდა იყოს. ეს რთულია, მაგრამ მცდელობა აუცილებელია. ამიტომ ვამბობ, ღმერთი შეიძლება, მარტივად დაკარგოს ადამიანმა. ჩვენ არჩევანი მუდმივად გვაქვს გასაკეთებელი – სიამოვნება და კომფორტი თუ ღმერთი.
– მწამს...
– მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა; და ერთი უფალი – იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა...
– ვრისკავ...
– ნაკლებად. უფრო შორიდან მოვუვლი და შინ მშვიდობით მივალ.
– ვემტერები...
– ჩემი სარწმუნოების აუგად ხსენებას, გაუზრდელობას, უტიფრობას.
– ბედისწერა...
– ბედისწერა არ არსებობს, ჩემთვის არსებობს ღმერთის ნება, რაც ჩვენი ცხოვრების წესისა და სულიერი მდგომარეობის ლოგიკური შედეგია. ქრისტე არის ჩვენი უფალი, რომელმაც თავის ხატებად გააჩინა ადამიანები. როგორც არის ფიზიკური კანონები, მაგალითად, მეათე სართულიდან თუ გადმოხტები, აუცილებლად დაიმტვრევი, ასევეა, სულიერი, გარკვეული ქმედებები იწვევს გარკვეულ შედეგს. შესაბამისად, ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები უბრალო შემთხვევითობა კი არ არის, არამედ შენი სულიერი მდგომარეობიდან, მრწამსიდან გამომდინარე შექმნილი გარემოებებია. გამომდინარე იქიდან, რომ ღმერთი არის კეთილი და უყვარს ნებისმიერი ჩვენგანი, ვფიქრობ, ადამიანს სწორედ იმ გარემოში სვამს, რომელიც მის სულზე დადებითად იმოქმედებს.
– სიყვარული – ეს არის...
– თავდადება. როცა იმდენად გიყვარს, რომ შეგიძლია, მისი გულისთვის თავი დადო შენს ეგოზე, პირად ინტერესებსა და მიზნებზეც კი უარი თქვა. იმ ადამიანისთვის იყო და იცხოვრო. ამასწინათ ერთი გოგოს ამბავს გადავაწყდი, რომელიც ცოლად გაჰყვა ახალგაზრდა მამაკაცს. სამწუხაროდ, მამაკაცი მალევე დაინვალიდდა. ამ ქალმა, ულამაზესმა 22 წლის გოგომ, საკუთარი ცხოვრება მას შესწირა. აი, ასეთი ადამიანები არიან გმირები – კი არ გაურბიან პასუხისმგებლობას, არამედ პირიქით. ეს არის თავდადებული სიყვარული, რაც დღეს იშვიათობაა, რადგან „სამომხმარებლო საუკუნეში“ ადამიანი გახდა „მომხმარებელი“.
– როცა პირველად შემიყვარდა...
– თურმე, ჯერ არც შემყვარებია... აქამდე, როგორც ჩანს, გატაცება იყო.
– დრო და სიყვარული...
– სიყვარულს დრო არ აქვს, ისევე, როგორც თავად ღმერთს.
– ვნება და სიყვარული...
– ორი დიამეტრალურად განსხვავებული რამ, ვნებით შეპყრობილი ადამიანი საკუთარ თავსა და სიამოვნებაზე ფიქრობს, ნამდვილი გრძნობა კი სხვაზე ზრუნვას, ფიქრსა და თავდადებას გულისხმობს.
– ის, რაც თქვენთვის უპატიებელია...
– ღალატი და მძულს ყველანაირი: მეგობრის, სიტყვის, საქმის... პირად ცხოვრებაში საზიზღარი რამაა ღალატი, იმდენად, რომ მზარავს და მძულს. მე მიყვარს სიმართლე. პირობის დარღვევა ძალიან ცუდი რამ არის, არ ვგულისხმობ ფორსმაჟორში რაიმეს ვერ შესრულებას, მხედველობაში მაქვს: ადამიანის სუსტი ნებისყოფის, წამიერი სურვილის, სიმდაბლის, სულმოკლეობის გამო ღალატი.
– შეგშურებიათ?
– არა, თუმცა ზოგჯერ მქონია იმის განცდა, რომ ჩემთან მოსასვლელი სხვაგან ხვდება.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– არასდროს. როგორ შეიძლება, ადამიანს ღმერთი უყვარდეს და სამაგიეროზე იფიქროს. მე ვიცი, რა არის უმაღლესი სამართალი. ჩვენ გვითხრა ქრისტემ: ხმალზე ხმლით პასუხი არაფრით არ შეიძლება. ამიტომ ამაზე არც ვხარჯავ ენერგიას.
– ეჭვიანი ხართ?
– არა, თუ საფუძველი არ მომეცა. მაქვს კარგად განვითარებული ინტუიცია და ლოგიკა. კარგად ვგრძნობ, ადამიანი როდის აპირებს ტყუილის თქმას. თუ არ მინდა, თავი მოვიტყუო, არავითარ შემთხვევაში არ მოვატყუებინებ ვინმეს. შესაბამისად, „მოწმენდილ ცაზე“ ეჭვიანი არ ვარ. როცა ვხედავ, ადამიანი ტყუილს ლამობს, იქ ბუნებრივია, კითხვა გამიჩნდება და მერე, ყოველგვარი ჩხუბისა და კამათის გარეშე, „ყველაფერს თავის ადგილზე ვდებ“.
– მრცხვენია...
– უხარისხოდ გაკეთებული საქმის.
– მაკომპლექსებს...
– ლოყები. თავის დროზე წონაში ნორმაზე მეტი ვიყავი, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძვი. ახლა მივაღწიე იმას, რომ ისე გამოვიყურები, როგორც მინდა. ჩემი ლოყები ყოველთვის მიქმნიდა უხერხულობის გრძნობას, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის იდეაფიქსი.
– მაღიზიანებს...
– უტიფრობა, არაპუნქტუალურობა, უპასუხისმგებლობა, სიტყვის გადათქმა.
– ვიტყუები, როცა...
– არ მახსოვს, ტყუილი მეთქვას.
– ვნანობ...
– ბევრს. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა რაღაც საქციელი, რომელსაც შეცვლიდა და არც მე ვარ გამონაკლისი. შევცვლიდი ბევრ ისეთ ნაბიჯს, რომელიც უცოდინარობის თუ სხვა მიზეზის გამო გადავდგი, მაგრამ ღვთის წყალობით, დროულად შევჩერდი.
– ვაგროვებ...
– დიდად – არაფერს, ნივთები ბოლო დროს არ წარმოადგენს ჩემთვის ღირებულებას.
– ვზარმაცობ, როცა...
– არასდროს.
– არასოდეს დამავიწყდება...
– ბავშვობა და როგორ წავედი „დათოს ჯაზჯგუფში“, რომელმაც შეცვალა ჩემი კარიერა. 1998 წელი, როცა გავხდი თბილისის მერიის ბიგ-ბენდის სოლისტი.
– თავისუფლება ჩემთვის არის...
– ქრისტიანობა, რადგან მას არ აქვს საზღვარი. ვფიქრობ, ქრისტიანობამ საერთოდ მოხსნა საზღვრები, იმდენადაც კი, რომ სიკვდილი გააუქმა. ქრისტე იმდენად პარადოქსული იდეებით მოვიდა, თქვა, სიკვდილი არ არსებობსო. აქ, გესმით, რა თავისუფლებაზეა საუბარი? ადამიანი არის უკვდავი, უკვდავებას განიცდის სული.
– როცა მაქებენ...
– სასიამოვნოა, თუმცა ქება სახიფათოა. ქებამ შეიძლება, ისე დაგატრიალოს და დაგაკარგვინოს წონასწორობა, რომ გამარჯვებისთვის გამზადებული ჯურღმულში ჩაგაგდოს. ამიტომ ნაკლები ქება და მეტი მუშაობა არის საჭირო. კრიტიკა კარგია კორექტულ ფორმაში, სწორი მოტივაციით და არა ისე, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო. თუმცა, რა თქმა უნდა, გულის კუნჭულში, თითოეული ჩვენგანის ეგო კმაყოფილია, როცა „თავზე თაფლს“ ასხამენ.
– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– ვფიქრობ, ტაძარში მისვლამ, ღმერთის მოძებნამ. გვერდიდან ვაკვირდები ჩემს თავს. ვერ გეტყვით, ჩემი ამპარტავნება გაქრა-მეთქი, რადგან ადამიანებს, მით უმეტეს, ისინი ვინც ყურადღების ცენტრში ვართ, თან გვდევს ამპარტავნობა, ეს ადამიანის ბუნებაა. მგონია, რომ ტაძარში მისვლამდე სულ სხვანაირი ვიყავი. როცა ღმერთის ძიებისკენ ლტოლვა გამიჩნდა, საკუთარი თავის სწორად დანახვის უნარი შევიძინე.
– რჩევა, რომელიც სულ გახსოვთ...
– არც ერთ წამი ქრისტეს გარეშე!

скачать dle 11.3