კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (99)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№22 როგორი აღმოჩნდა სიდედრის ამპლუაში ლელა კაკულია და ვინ გახდა მისი სიძე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ლელა კაკულიას ქალიშვილი – თამარ პატარაია სულ ცოტა ხნის წინ კარანტინში დაქორწინდა. მისი რჩეული ჯაბა ჯაფარიძეა. წყვილმა საკუთარი სიყვარულის ისტორია გაგვიზიარა.
  თამარ პატარაია: ჩემი მეუღლე არის ჯაბა ჯაფარიძე. ერთმანეთი შვიდი თვის წინ, საერთო მეგობრების წრეში გავიცანით. კარანტინის დროს ზოგმა აღმოაჩინა, რომ თურმე, დაშორება უნდა მეორე ნახევართან, ჩვენ პირიქით – მივხვდით, რომ ძალიან გვინდოდა ხელის მოწერა (იცინის).
– საკმაოდ სწრაფად მიგიღიათ გადაწყვეტილება.
– სიყვარულსა და ურთიერთობებს ყველა თავისებურად უყურებს. ჩემი აზრით, თუ იმ ადამიანს შეხვდები, ვინც ნამდვილად შენი მეორე ნახევარია და შენი ღირსია, ამის მიხვედრას წლები არ სჭირდება. თუმცა, არის შემთხვევები, როცა ამას ხვდებიან, მაგრამ ოჯახის შესაქმნელად გარემოებები არ უწყობთ ხელს, იქნება ეს ფინანსური მდგომარეობა, ფიზიკური დისტანცია თუ სხვა. მაგალითად, მე რომ ინგლისში ვსწავლობდი, ჩვენი ურთიერთობა რომ იმ პერიოდში დაწყებულიყო, ხელისშემშლელი ფაქტორი მანძილი იქნებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი კომფორტი გვქონდა და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ურთიერთობიდან სამი თვის შემდეგ ურეკში ჩამოვედით აგარაკზე და დედაჩემი გავაცანი. წასვლისას მივხვდით, რომ ძალიან გვიჭირდა ერთმანეთთან განშორება. მალე გადავწყვიტეთ ნიშნობა გაგვეკეთებინა. მერე დედამ თქვა, მოდი, ბარემ ხელი მოაწერეთო და დავთანხმდით. ასე რომ, ერთი დღე ვიყავი დანიშნული და მეორე დღეს უკვე მეუღლის სტატუსი მქონდა (იცინის). მანამდე კარანტინმა ისეთი გარემო შეგვიქმნა, რომ დილიდან საღამომდე ერთმანეთისთვის უნდა გვეყურებინა. ამ რეალობაში ჩვენი ურთიერთობა ბევრად გაიზარდა და
გაღრმავდა. კარანტინი რომ შემსუბუქდა, მივხვდით, რომ განშორება კი არა, ყოველდღე ერთად ყოფნა გვინდოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახი როგორ მიიღებს შენს რჩეულს. ჩემი მეუღლე ძალიან დაუახლოვდა ჩემს მშობლებს, ძმას, ძმისშვილებს. თავიდანვე ოჯახის წევრად მივიღეთ და არა უცხო ადამიანად. ანალოგიურადაა ჩემთვის მის ოჯახი და ახლა ერთი დიდი ოჯახი ვართ.
– როგორი გამოვიდა ეს დღე კარანტინში?
– შოკისმომგვრელად კარგი. გოგა მიქაბაძის სასწაული, მწვანე ფერის კაბა მეცვა. ულამაზესი თაიგულიც მქონდა, გვირგვინიც, სუფრაც გავაწყვეთ, ფოტოებიც გადავიღეთ, ბევრი ვიმღერეთ და კარგად გავერთეთ. უბედნიერესი დღე გვქოდნა.
– დედა რას ამბობდა მომავალ სიძეზე?
– ჩვენი მხრიდან ეს ნაბიჯი რომ არასწორი ყოფილიყო, დამიჯერეთ, დედაჩემი ყველაფერს გააკეთებდა, რომ ეს არ მომხდარიყო, თუმცა შორიდან. მაგრამ დედამ რომ გაიგო ჩემი შეყვარებულის შესახებ, იმდენად მოეწონა და იმდენად შეუყვარდა, პირველივე დღიდან შვილად მიიღო, დღეს უკვე ჩემი მეუღლე – ჯაბა.
– დაქორწინებულის სტატუსი როგორი აღმოჩნდა?
– მანამდეც ისეთი ურთიერთობა გვქონდა, თითქოს უკვე ცოლ-ქმარი ვიყავით. დიდი სიყვარული, პასუხისმგებლობა და ურთიერთპატივისცემა გვაკავშირებს. ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდება და ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ასეთი კარგი ადამიანია ჩემ გვერდით. მასში არცერთი წუთით არ მეპარება ეჭვი.
– მეუღლე პროფესიით ვინ არის?
– მეუღლე ჩემზე უმცროსია. ესეც არასტანდარტულია ვიღაცისთვის, ჩემთვის – პირიქით, ძალიან
საინტერესოა. ახლა სტუდენტია, ცხრამეტი წლის გახდება. ხუთი წელია ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა. პროფესიით ენეოლოგია, მეღვინეობა-მევენახეობას სწავლობს.
– დედამთილთან როგორ შედგა ურთიერთობა?
– მესმის ჩვენს რეალობაში არსებული კლიშეების შესახებ. მე ვამბობ, რომ არ მყავს დედამთილი და მამამთილი, ისინი ჩემთვის მეორე მშობლები არიან, ძალიან ახლობელი, უზომოდ თბილი და მოსიყვარულე ადამიანები. ამაშიც ძალიან გამიმართლა, ჩემს მეუღლეს სასწაული ოჯახი აქვს. ვიღაცას შეიძლება, ჰგონია, რომ ზღაპარს ვყვები, მაგრამ ღმერთს ყოველდღე მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ არა მხოლოდ ჩემი მეორე ნახევარია ასეთი, მთელი მისი ოჯახი ფანტასტიკური ადამიანებისგან შედგება.
– რამდენიმე რომანტიკული ამბავიც გავიხსენოთ. როგორი იყო სიყვარულში გამოტყდომა?
– როგორც ჩემმა მეუღლემ მითხრა, თავიდანვე ძალიან მოვეწონე. ჯერ შენი ხმა მომეწონა, შემდეგ ფოტო ვნახეო და უთქვამს, ეს გოგო უნდა იყოს ჩემი ცოლიო (იცინის). რაც შეეხება სიყვარულის ახსნას, მგონია, რომ მე ვათქმევინე. ცოტა რცხვენოდა, არ უნდოდა გამოტყდომა და ისე დაველაპარაკე, ფაქტობრივად, გამოვტეხე, რომ გრძნობები ჰქონდა ჩემ მიმართ და ეს არ იყო მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა (იცინის). შემდეგ ეს ყველაფერი უფრო და უფრო სერიოზულდებოდა და ღრმავდებოდა. ერთმანეთთან ძალიან გახსნილები ვიყავით, არაფერს ვმალავდით. მივხვდით, რომ სამუდამოდ ერთად ყოფნა გვინდოდა.
ჯაბა: თამარის ხმა შემთხვევით გავიგონე მეგობართან და მართლა იმწუთას გავიფიქრე, ეს გოგო ჩემი ცოლი უნდა გახდეს-მეთქი, იმდენად მომეწონა. ფოტო რომ ვნახე, უფრო მეტად გამიღვივდა ეს გრძნობა და რომ ამბობენ ხოლმე, ბედნიერებისგან ცაში დავფრინავო, ზუსტად ეგრე ვგრძნობდი თავს.
– ფაქტია, რომ პირადად გაცნობისას მოლოდინმა გაამართლა.
– უფრო კარგი ყოფილა, ვიდრე მე ვფიქრობდი. მის და მისი ოჯახის ჩემ მიმართ დამოკიდებულებას განსაკუთრებულად ვაფასებ. როგორც თქვა, გრძნობებში თვითონ გამომტეხა. მე ცოტა შიში მქონდა, რაღაც ისე რომ არ გამომსვლოდა, როგორც მინდოდა (იცინის). ახლა ერთად ვართ და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ.
– თუმცა, ალბათ, ნახევარი წლის წინ მსგავს სიახლეს ვერც წარმოიდგენდით.
– მართლა ვერ წარმომედგინა. სწავლაზე ვარ ორიენტირებული და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სანამ ოჯახს შევქმნიდი, მანამდე იმდენი შემოსავალი უნდა მქონოდა, რომ ჩემი ოჯახისთვის საკმარისი ყოფილიყო. სინამდვილეში სხვანაირად მოხდა. ეს, ალბათ, ღმერთის ნება იყო. ხელის
თხოვნის დროს ეს ვთქვი: არიან ადამიანები, ვისაც წლები უყვართ ერთმანეთი და მერე ოჯახდებიან, მაგრამ ჩემთვის დროის მოკლე მონაკვეთი ბარიერს სულაც არ წარმოადგენდა, რადგან ყველაფერი გულით მოხდა. ვთვლი, რომ ასე ჯობდა.
– ასაკობრივი სხვაობა იყო ბარიერი?
– მე ვფიქრობ, რომ ქალები კაცებზე ადრე ყალიბდებიან და თამარს ჩემზე მეტი შეგნება აქვს. არც მე ჩამოვუვარდები, მაგრამ ამაში ერთმანეთს არ ვეჯიბრებით (იცინის). პირიქით, ეს ორივესთვის მისაღებია. თამარის გვერდით ყოფნით ცხოვრებაში მეტ გამოცდილებას ვიღებ, ბევრი რამ ვისწავლე. რაც ერთად ვართ, განვვითარდი და ამას ვაფასებ. ძალიან ბევრ საქმეში, რომელშიც აქამდე მოვიკოჭლებდი, წინ წავედი.
– თამარის ოჯახის გაცნობამდე რომ მივიდა საქმე, როგორი იყო თქვენი განწყობა? დედამისს მთელი საქართველო იცნობს, როგორი რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ლელა კაკულიას შვილია?
– სხვათა შორის, ცოტა გვიან გავიგე და ვუსაყვედურე, რატომ არ მითხარი-მეთქი (იცინის). მაგრამ არ შემშინებია, რადგან ვიცოდი, რომ ყველა ნაბიჯი გულით მქონდა გადადგმული და ცუდი არაფერი გამიკეთებია. სხვანაირად ჩვენი ურთიერთობა არც გამოვიდოდა. გულწრფელად ვიტყვი, შეხვედრის წინ ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაფერმა იმაზე უკეთ ჩაიარა, ვიდრე მეგონა. ქალბატონ ლელას უკვე მეც დედას ვეძახი და ბატონ სიმონს – მამას. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, როგორც ოჯახს შეეფერება. სიდედრზე რომ გამონათქვამები და სტერეოტიპები არსებობს, მგონია, რომ დავამსხვრიე. გააჩნია, როგორ ოჯახში შედიხარ. ქალბატონი ლელა კაკულია ისეთი ქალია, ცუდადაც რომ იყო, თვალებში რომ ჩახედავ და მის ხმას გაიგონებ, აღარაფერი გჭირს. ისე თბილად და გემრიელად მივიღეთ ერთმანეთი, რომ ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ აქვს.
– რა გეგმები გაქვთ საერთო მომავალთან დაკავშირებით, სად აპირებთ ცხოვრებას?
– მე და თამარს არ გვიყვარს მშობლებისგან მოშორებით რომ ცხოვრობენ. გვინდა, ერთი დიდი ოჯახი ვიყოთ. ამიტომ თამარის ოჯახში ვიცხოვრებთ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან.
– თამარი როგორი გოგო აღმოჩნდა მეუღლის ამპლუაში?
– საერთოდ არ შეცვლილა, თვითონაც იგივეს ამბობს ჩემზე. რაც ერთად ვართ, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის და ჩვენი სიყვარული კიდევ უფრო ძლიერდება.
– არ ვიცით, როდის იქნება ამის შესაძლებლობა, თუმცა, ქორწილს გეგმავთ?
თამარი: თბილისში რომ ჩამოვალთ, გვინდა, ჯვარი დავიწეროთ, რადგან რელიგიური ქორწინება უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე სამოქალაქო. არ ვიცი, როგორ მოხერხდება, რადგან მეც და ჩემს მეუღლესაც ხუთ-ხუთი მეჯვარე გვყავს, ჯამში ათი გამოდის. იმედია, ჩვენი კარანტინი კიდევ უფრო შემსუბუქდება და ჯვარს მალე დავიწერთ.

скачать dle 11.3