კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ მოვაწყოთ სახლში ჯანმრთელობის ზონა

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  სანამ ადამიანი თავს მხნედ და კარგად გრძნობს, ჯანმრთელობაზე ზრუნვა მეორეხარისხოვნად მიაჩნია. მაგრამ, საკმარისია, რაიმე ეტკინოს, რომ აღარც კარიერა აინტერესებს და არც ფული თუ ურთიერთობები - დღედაღამ მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორმე ფიზიკურ ტანჯვას დააღწიოს თავი. სწორედ ამაში დახმარება ძალუძს ფენ-შუის, რომლის გამაჯანსაღებელ წესებსა და მეთოდებზე გვესაუბრება მისი ერთგული მიმდევარი და სპეციალისტი, ქალბატონი თინა დ.
- ჯანმრთელობის კერა, რა თქმა უნდა, იქმნება იქ, სადაც ცხოვრობთ, ისვენებთ და სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ატარებთ. სახლი რომ ფენ-შუის რეკომენდაციებით მოაწყოთ, უპირველესად შეამოწმეთ ფანჯრები - რომელ მხარეს გადის და რას გადაჰყურებს. თუ ხედი პარკზე, სკვერზე ან ღია მოედანზე იშლება, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, თუ თქვენი ფანჯრები მხოლოდ მეზობელი სახლების კუთხეებსა და სახურავის დამრეც მხარეს „უყურებს“, აუცილებლად დაიცავით თავი მისგან სქელი ფარდებით ან ჟალუზებით.
- შეიძლება, ხედმა ფანჯრიდან ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას?
- საკმაოდ საშიში სიტუაცია იქმნება ჯანმრთელობისთვის, თუ თქვენი სახლის ფანჯრებიდან მოჩანს: საავადმყოფო, ხორცკომბინატი, ნაგავსაყრელი ან სასაფლაო. ამ შემთხვევაში თავდასაცავად, სქელ ფარდებთან ერთად, რეკომენდებულია, ფანჯრის თავზე სარკეც დაკიდოთ. სახლის აურას წმენდს, თუ საცხოვრებელი ფართის მთელ სივრცეს რეგულარულად „აახმიან-ააზანზარეთ“ ზარების წკარუნით. თან, საათის ისრის მიმარულებით იმოძრავეთ და ყოველი კუთხე ანთებული სანთლით ხელში შემოიარეთ. ასევე, რაც შეიძლება, ხშირად გაანიავეთ ოთახები: ორპირი ქარი გარეთ „მოისვრის“ ყველა ნეგატიურ ენერგიას, რის გამოც უფუჭდებათ ხოლმე სახლში მცხოვრებთ გუნება-განწყობა.
- რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სახლის დალაგებისას?
- განსაკუთრებით იზრუნეთ იმაზე, რომ ოთახის კუთხეებში მტვერი არ დაგროვდეს. სახლში თუ სისუფთავეა და ყველაფერი წკრიალებს, მაშინ ჯანმრთელი და ბედნიერია მისი მცხოვრებნიც. რადგან კუთხეებიდან არცთუ სახარბიელო ენერგია მოდის, ოთახში არცერთი კუთხე ცარიელი არ დატოვოთ. დადგით იქ ქოთნით მაღალი, ხასხასა, ფერადი ყვავილი ან მოათავსეთ მცენარე ლარნაკში: ეს კუთხეებიდან წამოსულ აგრესიულ ენერგიას სრულიად „განაიარაღებს“. ასევე, ყურადღება მიაქციეთ, რომ სახლში, თქვენ მიერ შერჩეულ მოსასვენებელ ნაწილში არ იდგეს მახვილკუთხეებიანი ავეჯი: ასეთი კუთხეები დაარღვევს თქვენს დამცავ ენერგეტიკულ გარსს და ავადმყოფობას გამოიწვევს. თუ მაინც არის იქ ამგვარი ნივთები, მათი „საშიში წვეტები“ ცოცხალი ხვიარა მცენარეებით შენიღბეთ.
- რაც შეეხება საძინებელ ნაწილს...
- საძინებელში საწოლს ისე ნუ დადგამთ, რომ სასთუმალი ჭერის კოჭებქვეშ მოექცეს. ნურც განათების საშუალებასა და თაროებს დაიკიდებთ თავთან. თუ საცხოვრებლის შეცვლას აპირებთ, ახალ ადგილას გადასვლა უნდა მოასწროთ მთვარის პირველ ან მეთხუთმეტე დღეს, მაშინ იმ სახლის ატმოსფერო კეთილგანწყობას შეუქმნის ოჯახის ყველა წევრს. აგარაკის შეძენისას კი გაითვალისწინეთ, რომ სახლი წყნარ, მყუდრო კუთხეში იდგეს. გარედან რომ მავნე ენერგიამ ვერ შეაღწიოს, ამისთვის მაღალი ღობე სულაც არ არის საჭირო, მომცროც საკმარისია, ნაკვეთში კი ბუჩქნარის საფარი დაგიცავთ.
- ვიცი, რომ არსებობს ავადმყოფობისგან დამცავი ფენ-შუის თილისმები, რას გვეტყვით ამაზე?
- ამისთვის აუცილებელია, ჯანსაღი ზონის (მწვანე ზონის) გააქტიურება სახლის ცენტრალურ ნაწილში (იგივე სასტუმრო ოთახში). იქ ყველაზე ძლიერი აქტივატორი ჭაღია - ბროლის ან მინის დაკიდული სამშვენისებით. ასევე სასარგებლოა, თუ ჯანსაღ - „მწვანე ზონაში“ თიხის, კერამიკული, მინისა და ბროლის სხვადასხვა ნივთსა თუ მორთულობას განალაგებთ. აუცილებლად შეიტანეთ დიზაინში წეროს ფიგურა ან გამოსახულება. ეს მისტიკური ფრინველი, შეიძლება ითქვას, რომ ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის ნამდვილი სიმბოლოა - მის ირგვლივ ხარობს და ყვავის ყველაფერი.
- გამიგია, რომ ფენ-შუის თილისმაა ატამიც...
- ატამი ძალიან ძლიერი თილისმაა და ჩინეთში მას ავადმყოფს მიართმევენ ხოლმე. თქვენ კი შეგიძლიათ, სასტუმრო ოთახისთვის ფაიფურის ატმები შეარჩიოთ ან მაგიდაზე ახალი ხილით შეზავებული რაიმე კერძი დადგათ. მთავარია, ის 5 ან 9 ცალი ატმისგან შედგებოდეს. გამოდგება ასევე, სურათები ლოყაწითელა ხილეულის ნატურმორტით. ატმის მაგივრად შეგიძლიათ, ფორთოხალიც გამოიყენოთ. სახლის სიტუაციას საგრძნობლად აუმჯობესებს კუს ფიგურაც. განსაკუთრებით გააძლიერებთ მის მოქმედებას, თუ შეეცდებით, პატარა კუ თავად დაამზადოთ, თუნდაც თიხისგან - ამით მისი განკურნების სასწაულებრივი თვისება კიდევ უფრო გაძლიერდება.
- თუ ოჯახის წევრები ხშირად ავადმყოფობენ, ამ დროს რას გვირჩევენ ფენ-შუის ოსტატები?
- კარგი იქნება, თუ კანარის ჩიტს იყოლიებთ. ფრინველის გალობა ენერგეტიკის სწრაფ აღდგენას უწყობს ხელს. დაბოლოს, მთელ გამაჯანსაღებელ ენერგიას ერთად უყრის თავს ჩინური იეროგლიფი სახელწოდებით - „ჯანმრთელობა“. ის მართლაც გაგიმაგრებთ სხეულს, გაგიმყარებთ ჯანმრთელობას და ხელს შეუწყობს, რომ ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელდეთ, ასევე, შეგმატებთ ძალასა და ენერგიას. გადაბეჭდეთ მოცემული იეროგლიფის ნიმუში (უმჯობესია, თუ საკუთარი ხელით დახატავთ), გამოჭერით, დააწებეთ მუყაოს ნაჭერზე და მოათავსეთ სახლის ჯანსაღ ზონაში ან საწოლის თავზე. გისურვებთ ჯანმრთელობას!

скачать dle 11.3