კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 გამოსასყიდი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მესამე დღე ილეოდა, რაც ელენე არ ჩანდა და გეგა დაჭრილი ვეფხვივით დაძრწოდა აქეთ-იქით. ადგილს ვერ პოულობდა და გაუჩინარებულ საცოლეს ეძებდა. ბიჭმა მორიგი წრე შემოარტყა თბილისს და ის-ის იყო თავისი სპორტული „პორშე“ თითქმის მაქსიმალური სისწრაფით „შემოაგდო“ ცარიელ კახეთის გზატკეცილზე, რომ მისმა მობილურმა დარეკა. გეგამ ბოლომდე მიაჭირა გაზს, თან ტელეფონის ეკრანს დახედა და ნაცნობი ნომერი რომ ვერ იხილა, სისწრაფის შეუნელებლად უპასუხა:
– გისმენ!
– გეგა გოლეთიანი ხარ? – მოესმა გეგას მამაკაცის ბოხი ხმა.
– კი. მე ვარ, – მიუგო გეგამ.
– „პორშეთი“ დაქრიხარ? – იკითხა ბოხხმიანმა.
გეგა მიხვდა, ვინც რეკავდა. მანქანის სვლა შეანელა. ნაძვნარში გააჩერა და უცნობს უთხრა:
– ელენესთან დაკავშირებით რეკავ?
ბოხხმიანს გაეცინა და გეგას მიუგო:
– სვანის კვალობაზე საკმაოდ ჭკვიანი ჩანხარ. კი, ელენეს გამო გირეკავ.
– ჭკვიანი რომ ვყოფილიყავი ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდი. გისმენ, – თქვა გეგამ, თან ძალიან ძვირად ღირებული, წვრილი სიგარა გააბოლა.
– ელენე ჩვენთანაა და თუკი გინდა, რომ ცოცხალი დაგიბრუნდეს, მაშინ მილიონი დოლარი უნდა გადაგვიხადო, – თქვა ბოხხმიანმა.
– როდის და სად უნდა მოვიტანო ფული? – ჰკითხა გეგამ.
– ესე იგი, იხდი მაყუთს? – იკითხა ბოხხმიანმა.
– კი, – მოკლედ მოუჭრა გეგამ.
– კარგი. ცოტა ხანში დაგირეკავთ, მაგრამ იცოდე, რომ თუკი გადაგდებას დაგვიპირებ და ძაღლებს დაგვაყენებ, ელენე მოკვდება, – თქვა ბოხხმიანმა.
– ნუ გეშინია. კაცობას გეფიცები, რომ მაყუთს მოგიტან და არავის დაგახვედრებ. მხოლოდ ელენე ჩამაბარე უვნებელი, – თქვა გეგამ.
– კარგი. შეხვედრამდე, – უპასუხა უცნობმა და ტელეფონი გათიშა.
25 წლის გეგა ცნობილი ქართველი ბიზნესმენის, ხორბლისა და მარცვლოვანი კულტურების მსხვილი იმპორტიორის, მილიონერ ვამეხ გოლეთიანის დედისერთა ვაჟი იყო. მას ელენე ვაჩნაძე უნდა მოეყვანა ცოლად, მაგრამ საპატარძლო მოულოდნელად გაუჩინარდა. 22 წლის ელენე ვაჩნაძე გეგამ თბილისის ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში გაიცნო, სადაც გოგონა მიმტანად მუშაობდა. გეგა იქ თავის დაბადების დღეს მეგობრებთან ერთად ზეიმობდა და ტანწერწეტა, ულამაზესი ელენე რომ დაინახა, პირველივე ნახვით შეუყვარდა. მეორე დღეს გეგა გოლეთიანი მარტო მივიდა რესტორანში, გოგონა გვერდზე გაიხმო და უთხრა:
– ელენე, ვამეხ გოლეთიანი ვინაა იცი?
– მილიონერი? – კითხვითვე მიუგო მიმტანმა გოგონამ გეგას.
– კი, მილიონერი. გცოდნია, – თქვა გეგამ.
– მერე რა? – იკითხა ელენემ.
– ელენე, მე მისი დედისერთა შვილი ვარ და გთხოვ, რომ ჩემი ცოლი გახდე, რადგან ძალიან მიყვარხარ! – უთხრა გეგამ მიმტან გოგონას.
ელენემ მხრები აიჩეჩა და ბიჭს უთხრა:
– მე არც თქვენი სახელი ვიცი და არც თქვენ იცით ჩემი ოჯახური მდგომარეობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ გულწრფელი არ ხართ და სულ სხვა მიზნები გამოძრავებთ ან ცდებით და მოდი, ამაზე დავსვათ წერტილი.
– მე გეგა გოლეთიანი ვარ. თქვენ კი – ელენე ვაჩნაძე. გაუთხოვარი, ობოლი „კრასავიცა“, რომელიც დიღმის მასივში ცხოვრობს, – თქვა გეგამ და გოგონას გაუღიმა.
– ოჰო. ჩემი ბიოგრაფია წაგიკითხავთ, – თქვა ელენემ.
– დიახ. წუხელ რომ დაგინახეთ, ეგრევე შემიყვარდით. გუშინ ოცდახუთი წლის გავხდი და მეგობრებთან ერთად აქ ვქეიფობდი. ელენე, მე შენ ძალიან მიყვარხარ და თუკი ცოლობაზე უარს მეტყვი, იცოდე, ოცდაექვს წლამდე ვეღარ მივაღწევ, – უთხრა გეგამ გოგონას. შემდეგ „სვაროვსკის“ მაღაზიაში შეძენილი ბროლის ძვირფასი ვარდი გაუწოდა და დაამატა, – თუ ამ საჩუქარს გამომართმევ, ესე იგი, ჩემი ცოლი გახდები. თუ არ გამომართმევ, მაშინ ის იატაკზე დაენარცხება და ისე დაიმსხვრევა, როგორც ჩემი სიცოცხლე.
ელენეს გაეღიმა და გეგას საჩუქარი გამოართვა. ქართველი მილიონერის ერთადერთმა მემკვიდრემ კი თბილისის ყველაზე პრესტიჟული რესტორნის ულამაზესი მიმტანი გოგონა ხელში აიტაცა და რესტორნის დარბაზში დააბზრიალა, თან გაჰყვიროდა: „ელენე, საყვარელო, მე შენ ძალიან მიყვარხარ!“
***
  გეგამ ელენე იმავე საღამოს გააცნო მშობლებს. ობოლი გოგონა მათაც მოეწონათ და შვილს არჩევანი მოუწონეს. ახალგაზრდებმა ერთმანეთის უკეთ გაცნობის მიზნით, ერთი კვირით ნიცაში იმოგზაურეს და ლაჟვარდოვან სანაპიროზე შვიდი დღე გაატარეს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ დანიშნულები ერთად არ დაწოლილან, ის კი არა, სასიძოს პატარძლისთვის ერთხელაც არ უკოცნია და მათი ინტიმური კავშირი მხარზე ხელის გადახვევით სრულდებოდა. საქმე კი ის იყო, რომ სამოგზაუროდ გამგზავრების წინ ელენემ გეგას უთხრა:
– გეგა, ძვირფასო, მეც მიყვარხარ და ასე რომ არ იყოს, სამოგზაუროდ არ გამოგყვებოდი, მაგრამ, იცოდე, რომ ტრადიციულ ოჯახში ვარ აღზრდილი და სანამ არ დავქორწინდებით, ჩემთან ვერ დაგაწვენ. ამიტომ ეს გაითვალისწინე და თუ მართლა გიყვარვარ, მაშინ ეს თხოვნა შემისრულე.
გეგა გოლეთიანს მართლაც ძალიან უყვარდა ელენე და მიუხედავად იმისა, რომ მისდამი დაუოკებელი ლტოლვა ჰქონდა, მასთან ინტიმურ კავშირზე დროებით უარი თქვა და თბილისში რომ დაბრუნდნენ, ქორწილის დღე დანიშნეს, რომელიც ორი კვირის შემდეგ უნდა გამართულიყო. გეგა წუთებს ითვლიდა ქორწილამდე და ერთი სული ჰქონდა, ჩახუტებოდა ულამაზეს ელენეს, რომელიც ცნობილ კინოვარსკვლავს, ორნელა მუტის ჰგავდა.
ჯვრისწერასა და ხელმოწერამდე ხუთი დღით ადრე გეგამ ელენე დიღმის მასივში მიიყვანა, სადაც გოგონა ცხოვრობდა. ესეც გოგონას სურვილი იყო, რომ დაქორწინებამდე მათ ცალ-ცალკე ეცხოვრათ. ბიჭმა საცოლე კარამდე მიაცილა, ხელზე ეამბორა და სანამ უკან გაბრუნდებოდა, უთხრა:
– ელა, საყვარელო, ხვალ, დილის ცხრა საათზე მოვალ და „ხოდზე“ დამხვდი...
გეგა გოლეთიანი დილიდანვე ესტუმრებოდა ხოლმე თავის საცოლეს და „პორშეთი“ აღმა-დაღმა დააქროლებდა. გოგონას სიურპრიზებს უწყობდა და დრო დიდი ნეტარების მოლოდინში გაჰყავდა, რომელიც მისი აზრით, ნელა გადიოდა. უკან რომ გამობრუნდებოდა და „პორშეს“ ადგილიდან მოსწყვეტდა, გეგა ისევ ელენეს ურეკავდა და გათენებამდე ესაუბრებოდა. იმ საღამოსაც იგივე განმეორდა და როგორც კი გეგამ „პორშე“ ადგილიდან მოსწყვიტა, მობილური მოიმარჯვა და ელენეს დაურეკა. ხაზი დაკავებული იყო. გეგამ ცოტა ხანს შეიცადა და ისევ დაურეკა, მაგრამ იგივე განმეორდა. ამან ბიჭი დააეჭვა და მანქანა უკან მიაბრუნა, თან ელენეს ისევ დაურეკა, თუმცა ტელეფონი კვლავ დაკავებული იყო. გეგა გოლეთიანმა „პორშე“ ელენეს სახლის სადარბაზოსთან გააჩერა. მანქანიდან სწრაფად გადავიდა და პისტოლეტმომარჯვებული სადარბაზოში შევიდა. მესამე სართულზე სირბილით ავიდა და ელენეს ბინას მიადგა. კარი შეღებული დახვდა. საცოლე ბინაში არ იმყოფებოდა, მისი ტელეფონი კი იატაკზე ეგდო. გეგამ მენიუ შეამოწმა და აღმოჩნდა, რომ გოგონა ბოლოს სწორედ მასთან – გეგასთან რეკავდა. ამ მომენტიდან თხუთმეტი წუთი იყო გასული და წყალი არ გაუვიდოდა, რომ რაღაც მოხდა... გეგას სახე წამოეჭარხლა და ელენეს ბინა დაათვალიერა, თუმცა საეჭვოს ვერაფერს მიაგნო. შემდეგ მამამისს დაურეკა და უთხრა:
– მამა, ელენე გაქრა...
ვამეხ გოლეთიანი უცებ ვერ მიხვდა სიტყვების აზრს და ჰკითხა:
– ვერაფერი გავიგე. რას ჰქვია გაქრა?
გეგამ მამამისს ყველაფერი მოუყვა და ბოლოს უთხრა:
– შენ ხომ ყველას იცნობ და იქნებ, ვინმე მოიყვანო, რომ გაარკვიოს, რა ხდება.
ვამეხი მალევე გამოერკვა და შვილს უთხრა:
– ადგილზე დარჩი. არავის დაურეკო და ეს ამბავი არ გააბაზრო. მალე საჭირო ხალხთან ერთად მოვალო.
და მართლაც, სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ ვამეხ გოლეთიანმა ელენე ვაჩნაძის ბინაში საუკეთესო კერძო დეტექტივი მიიყვანა, რომლის მომსახურებითაც „ხორბლის მილიონერი“ საკმაოდ ხშირად სარგებლობდა და ძალიან კმაყოფილი იყო. კერძო დეტექტივი, 50 წლის ზაურ აბრამიძე უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი იყო. ის ადრე „კაგებეს“ გამომძიებლად მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი კერძო სამძებრო პრაქტიკას მოჰკიდა ხელი და საკმაოდ ბევრ ფულსაც შოულობდა. ვამეხ გოლეთიანს ორი არაკეთილსინდისიერი ხელქვეითი გაუშიფრა, რომლებიც მას მსხვილ თანხებს პარავდნენ და ამით ბიზნესმენის ნდობა და კეთილგანწყობა დაიმსახურა.
ზაურმა ყურადღებით მოუსმინა გეგას. შემდგომ გულდასმით დაათვალიერა ელენეს ბინა და მამა-შვილს უთხრა:
– გოგონა გატაცებულია. ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული.
გეგამ თავში შემოირტყა ხელები. ვამეხმა კი ზაურ აბრამიძეს ჰკითხა:
– რას გვირჩევ?
– მოცდას, – თქვა ყოფილმა „კაგებეშნიკმა“ და დაამატა, – გამტაცებლები აუცილებლად დაგიკავშირდებიან და გამოსასყიდს მოგთხოვენ.
– გამოსასყიდს? მაინც რამდენს? – იკითხა ვამეხმა.
გეგას თვალები აენთო და მამას უნებურად უღრიალა:
– რა მნიშვნელობა აქვს რამდენს? მთავარია, ელენეს არაფერი დაუშავდეს.
ვამეხ გოლეთიანი არამც თუ მკაცრი, საკმაოდ სასტიკი ადამიანი იყო. ყვირილსა და შეურაცხყოფაზე რომ არაფერი ვთქვათ, ზედმეტ სიტყვასაც კი არავის შეარჩენდა. გეგა ერთადერთი ადამიანი იყო, ვისზეც ვამეხის „სანქციები“ არ ვრცელდებოდა, რადგან ერთადერთი ვაჟი ძალიან უყვარდა და მის გამო სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გასწირავდა. ვამეხმა შვილს გაუღიმა და უთხრა:
– რა თქმა უნდა, შვილო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ელენე იყოს კარგად და ნებისმიერ თანხას გადავიხდით.
გეგა გონს მოეგო. მიხვდა, რომ უღირსად მოიქცა და მამამისს მაშინვე უთხრა:
– ბოდიში, მამი, ცუდად გამომივიდა, რომ გიყვირე, მაგრამ ძალიან განერვიულებული ვარ ელენეს გამო და მაპატიე.
ყოფილ „კაგებეშნიკს“ გაეღიმა. მილიონერმა კი ვაჟს თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა:
– არ ინერვიულო, შვილო, ყველაფერი კარგად იქნება.
***
მას მერე, რაც გეგა გოლეთიანს ელენეს გამტაცებლები დაუკავშირდნენ, მილიონერის ვაჟს სტრესი მოეხსნა და დამშვიდდა. ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ როგორც კი ფულს გადაიხდიდა, ელენეს დაუბრუნებდნენ და გეგას მეტი არაფერი უნდოდა. ამიტომ, ჯერ ძვირად ღირებული სიგარა ბოლომდე „ჩაკლა“, შემდეგ „პორშე“ ადგილიდან დაძრა და მისთვის უჩვეულოდ ნელი სვლით საირმის გორისკენ, სახლისკენ გაემართა. გეგა ჯერ კიდევ შუა გზაში იყო და მტირალა კლდესთან ეშვებოდა, როდესაც მისმა მობილურმა დარეკა. ბიჭმა უპასუხა:
– გისმენთ.
– გეგა, მე ვარ! – მოესმა ბიჭს ელენეს ხმა.
გეგა, ასეთ რამეს არ ელოდებოდა და ლამის კლდეს შეასკდა, მაგრამ დროზე მოახდინა რეაგირება და საჭე გაასწორა, თან ტელეფონში ჩასძახა:
– ელა, საყვარელო, როგორ ხარ?
– ხომ დარწმუნდი, რომ შენი საცოლე ცოცხალია, – მოესმა ბიჭს ნაცნობი ბოხი ხმა, – ახლა კი ყურადღებით მომისმინე და იაღლიში არ მოგივიდეს.
– გისმენ! – მოკლედ მოუჭრა გეგამ.
– ახლა სახლში მიდი და მილიონი დოლარი შავი ფერის ცელოფნის სქელ პაკეტში ჩაალაგე. ასი ცალი ასდოლარიანების დასტები უნდა იყოს. პაკეტი სქელი „სკოჩით“ ჯვარედინად შეკარი და გამზადებული გქონდეს. დაგირეკავთ და გეტყვით, შემდეგ როგორ მოიქცე. გასაგებია? – თქვა ბოხხმიანმა.
– გასაგებია, – მიუგო გეგამ.
– დაახლოებით ერთ საათში დაგიკავშირდებით და იცოდე, არაფერი მიჰქარო, თუ, რა თქმა უნდა, გინდა, რომ შენი საცოლე უვნებელი მიიღო, – უთხრა გეგას ბოხხმიანმა და ტელეფონი გათიშა.
გეგა გოლეთიანმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მას უცნობმა ბოხხმიანმა უთხრა და ზარს მოუთმენლად ელოდებოდა. ერთი საათი რომ გავიდა, ბიჭი ანერვიულდა, რადგან ტელეფონი დუმდა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, გეგა მით უფრო მეტად აფორიაქდა. წუთები მას წლებად ეჩვენებოდა და მოლოდინი სასტიკად ტანჯავდა. საათი და ორმოცდახუთი წუთის შემდეგ ბოხხმიანმა ისევ დარეკა და გეგას უთხრა:
– რა ქენი, გააკეთე ისე, როგორც გითხარი?
– გავაკეთე, – მოკლედ მოუჭრა ბიჭმა.
– ახლა თავისუფლების მოედანზე მიდი და „საქართველოს ბანკის“ ოფისის წინ დადექი. პაკეტი მარცხენა ხელში გეჭიროს. იცოდე, „ხვოსტი“ არ მოგყვეს, – თქვა ბოხხმიანმა.
– არანაირი „ხვოსტი“. ნუ გეშინიათ, – თქვა გეგამ.
– შენ გეშინოდეს, თუკი რამეს მიჰქარავ, თორემ ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებ. გასაგებია? – მუქარის ტონით თქვა ბოხხმიანმა, რაზეც გეგამ მიუგო:
– გასაგებია.
გეგა გოლეთიანი ოცი წუთის შემდეგ უკვე დანიშნულ ადგილზე იდგა და ხელში ცელოფნის პაკეტი ეკავა, რომელშიც მილიონი დოლარი იდო. ხუთწუთიანი ლოდინის შემდეგ ტელეფონმა დარეკა და ბოხხმიანმა გეგას უთხრა:
– კოლმეურნეობის მოედნისკენ ფეხით დაეშვი, პაკეტი მარცხენა ხელში გეჭიროს, მობილური – მარჯვენაში და არ გათიშო, გეტყვი, როგორ მოიქცე.
გეგამ ზუსტად შეასრულა ბოხხმიანის ბრძანება და პუშკინის ქუჩაზე ფეხით დაეშვა. მარცხენა ხელში ძვირფასი პაკეტი ეკავა, მარჯვენაში კი – მობილური. ჩართული ტელეფონი ყურზე ჰქონდა მიდებული, როდესაც ნელი სვლით მიმავალი გეგა ლომბარდს გაუსწორდა, ყურმილში ისევ გაისმა ბოხი ხმა:
– ქვევით, ძველი ნანგრევებისკენ ჩაიხედე და სიგარეტების დიდი ყუთი რომ დევს, პაკეტი იქ ჩააგდე. შემდეგ კი უკან შეტრიალდი და სახლში წადი. იცოდე, არაფერი მიჰქარო, თორემ წააგებ!
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3