კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რა გავლენას ახდენს ტანსაცმლის ფერი ადამიანის ემოციებზე

  ყველა პლანეტას თავისი ფერი აქვს და თითოეულის ფერი შესაბამისი პლანეტისთვის დამახასიათებელი ენერგოინფორმაციული ველის მატარებელია. პლანეტების კოსმობიოლოგიური ვიბრაციები კი ზემოქმედებას ახდენს ადამიანების ფსიქიკაზე და ემოციების ცვალებადობაზე.
ყვითელი – მზის ფერია. ამ ფერის ტანსაცმელში ყურადღების ცენტრში ექცევით, წინა პლანზე გამოდის თქვენი ინტელექტი და გონებამახვილობა. ადვილად ავლენთ ენერგიას, სითბოს, კეთილშობილებას. თუ ეს ფერი გადამეტებულია, ესე იგი, თქვენში თვითგამოვლენის ზედმეტი სურვილებია განვითარებული.
  თეთრი – უკავშირდება მთვარეს, რომელიც სისპეტაკის, მგრძნობიარობის, სისუფთავის სიმბოლოს წარმოადგენს. ამ ფერის სამოსში ადამიანი ხაზს უსვამს დამოუკიდებლობას. თუ არ გაქვთ სხვისი პრობლემების მოსმენის ან საკუთარი თავის სხვებისთვის გახსნის სურვილი, მაშინ ამ ფერის ტანსაცმლის ტარება სავსებით მისაღებია.
  წითელი – პლანეტა მარსის ფერია. აძლიერებს აგრესიულობას, შემტევ ხასიათს, ლიდერულ თვისებებს, სექსუალურობას, აქტიურად, ენერგიულად მოქმედების უნარს. მეტად იზიდავს საპირისპირო სქესის პარტნიორებს. როცა ამ ფერის სამოსი გაცვიათ, ხართ გამორჩეული, თქვენგან ელოდებიან მებრძოლ სულისკვეთებას. თუ აღარ მოგწონთ ამ ფერის ტანსაცმელი, ესე იგი, ემოციურად გადაღლილი ხართ და სიმშვიდე და დასვენება გჭირდებათ.
  მწვანე – შეიცავს სიყვარულის პლანეტა ვენერის ენერგიებს. სულიერი ჰარმონიის, წონასწორობის, სტაბილურობის, პრაქტიკულობის, დიპლომატიურობის ფერია. კარგია ამ ფერის ტანსაცმლის ჩაცმა მოლაპარაკებებისა და კონტრაქტების დადების დროს. თუ თქვენ, ძირითადად, მწვანე ფერს იცვამთ, ეს შესაძლებელია, იყოს შემცირებული თვითშეფასების ნიშანი, რითაც თრგუნავთ თქვენს გრძნობებსა და სურვილებს.
  ნარინჯისფერი – პლანეტა მერკურის ფერია. გამოავლენს ინიციატივას, თავისუფლებას, გონებამახვილობას, ენთუზიაზმს, ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას. ამ ფერის ტანსაცმელი კარგია გართობისთვის, სწავლისთვის, სპორტული თამაშებისა და ახალი ნაცნობობისთვის. ის გათავისუფლებთ ზედმეტი კომპლექსებისა და შიშებისგან, ხელს უწყობს ძალების აღდგენას.
  ლურჯი – პლანეტა იუპიტერის ფერია. ხელს უწყობს პიროვნულ და სოციალურ განვითარებას. უხდება სერიოზულ, ძალაუფლებით დაჯილდოებულ, მოწესრიგებულ ადამიანებს. ავითარებს დისციპლინას, საქმიან შესაძლებლობებს. ამიტომ, ამ ფერით პაემანზე წასვლა არ არის რეკომენდებული, უფრო საქმიანი ურთიერთობებისთვისაა კარგი.
  იისფერი – პლანეტა ურანის ენერგიის მატარებელია. ფილოსოფოსებისა და პოეტების, ასტროლოგებისა და ასტრონომების, მკვლევრების ფერია. ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, საკუთარ თავში ჩაღრმავებას, კოსმიურ კანონებში ჩახედვას, სიახლეებს, პრობლემების ორიგინალურად გადაწყვეტას, არასტანდარტულ მოქმედებას. თუ იისფერი აღარ მოგწონთ, ესე იგი, თქვენში პირადი დამოუკიდებლობის დაკარგვის შიში ძლიერდება.
  ცისფერი – პლანეტა ნეპტუნის ფერია. აადვილებს ცხოვრებისეულ დინებაში ცურვას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მოღვაწეობას, ფანტაზიას, კოლექტიურ შემოქმედებას, ილუზიას. კარგია ხელოვანი ადამიანებისთვის. თუ თქვენს ჩაცმულობაში ეს ფერი ჭარბობს, ესე იგი, თქვენ ვერ იტანთ მარტოობას.
  ნაცრისფერი – პლანეტა სატურნისა და შინაგანი ბარიერის ფერია. კარგია სერიოზული და საქმიანი ადამიანის იმიჯის შესაქმნელად. ამ ფერს არ უყვარს ჭკუამხიარული და ინტრიგანი ადამიანები. ნაცრისფერ სამოსში, სანდო პარტნიორის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ის ხელს შეგიწყობთ, დაამყაროთ იდეალური ურთიერთობები როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში.
  შავი – პლანეტა პლუტონის ფერია, რითაც ადამიანები ხაზს უსვამენ საკუთარ ინდივიდუალურობას, განსაკუთრებულობასა და სხვებისგან განსხვავებას. ამ ფერით თქვენ თავს იცავთ, ხელს უწყობთ მასისგან განცალკევების პროცესს. შავი ფერი აძლიერებს თქვენს იდუმალებასა და მაგიურობას მნიშვნელოვან საქმეში ან საპასუხისმგებლო პერიოდში. ის ხელს უწყობს თქვენი შინაგანი პრობლემების დამალვას. შავი ფერისადმი სიყვარული კი ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ძალიან აფასებს წესრიგს როგორც საქმეებში, ასევე პირად, საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობებში.
скачать dle 11.3