კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 როგორ დაუბრუნა სტალინმა რუსეთს 1907 წელს წართმეული ტერიტორიები

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  იოსებ სტალინი ძლიერი პოლიტიკოსი, დიდი დიპლომატი და საერთაშორისო ბლეფის შემოქმედიც იყო, თუკი ამას მისი ქვეყნის ინტერესები ითხოვდა... პუბლიცისტი ანტონ ვანიუკინი წერს: „იოსებ სტალინი იყო ის გენიალური პიროვნება, ვინც თავის ქვეყანას აშენებდა, მართავდა, ძლიერ სახელმწიფოს აყალიბებდა. ამისთვის კი ძალიან მოხერხებულად ლავირებდა საერთაშორისო პოლიტიკურ აბლაბუდაში და ხშირად თავადაც ხლართავდა ქსელს, რომელშიც მტრებს აბამდა. მარტო ის რად ღირს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სტალინის გეგმითა და უმაღლესი კლასის პოლიტიკური შესრულების წყალობით მოხერხდა მილიტარისტული იაპონიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გაუქმება, რაც 1941 წლის გვიან შემოდგომაზე ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგებით დამთარდებოდა... სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „ცოტა შორიდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ სტალინს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან ეჭირა თვალი სახალინზე, რომლის ნახევარსაც იაპონელები აკონტროლებდნენ და კურილის ოთხ კუნძულზე, რომლებიც ასევე, იაპონელების საკუთრებაში იყო. ეს ტერიტორიები კი ამომავალი მზის ქვეყანამ 1907 წელს მოგებული ომის შემდეგ წაართვა რუსებს. მეტიც, იაპონელები არა მარტო მთელი სახალინის კონტროლზე აცხადებდნენ პრეტენზიას, არამედ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უფრო ღრმად შემოჭრაც სურდათ. თვე არ გავიდოდა, რომ იაპონელებს ამა თუ იმ ფორმით არ გამოეთქვათ ტერიტორიული პრეტენზიები, მაგრამ საქმე სამხედრო კონფლიქტამდე არ მიდიოდა. მას მერე, რაც იაპონიამ, იტალიამ და გერმანიამ სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, მათი პრეტენზიები უფრო ხმამაღლა გაისმოდა და იარაღის ჟღარუნიც კი დაიწყეს, თუმცა, მხოლოდ ჟღარუნი. უკვე აშკარა იყო, რომ დიდი ომი ევროპაში გარდაუვალი იყო და გერმანიის აგრესიას იაპონურიც დაემატებოდა. სტალინი ორ ცეცხლს შუა იდგა. მით უმეტეს, მისთვის ცნობილი იყო, რომ იაპონიის გენერალურ შტაბს უკვე მომზადებული ჰქონდა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმა. ეს გეგმა სამხედრო მინისტრ ტოძიოს მიერ იყო დამტკიცებული, რომელიც, აგრეთვე, იაპონიის პრემიერ-მინისტრიც იყო. სტალინმა დაზვერვას გაავრცელებინა ხმა (ვითომ ინფორმაციამ გაჟონა), რომ კრემლი მზად იყო განეხილა იაპონიის ტერიტორიული პრეტენზიები და მოლაპარაკებებზე წასულიყო. 1941 წლის აპრილის დასაწყისში ბერლინ-რომის ტურნედან მომავალი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი მაცუოკა მოსკოვში შეჩერდა და სტალინს შეხვდა. მრავალსაათიანი საუბრისას სტალინმა მაცუოკას აგრძნობინა, რომ მზად იყო იაპონიისთვის მთელი სახალინი დაეთმო და განსაკუთრებული მოკითხვა დააბარა პრემიერ-მინისტრ ტოძიოსთან. 22 ივნისს ჰიტლერი საბჭოეთში შემოიჭრა და ვალდებულების მიხედვით, იაპონიას შორეულ აღმოსავლეთში უნდა დაერტყა, მაგრამ ეს ჭიანურდებოდა. ამის მიზეზი ერთი მხრივ, მრავალრიცხოვანი საბჭოთა ჯარი იყო, რომელიც შორეულ აღმოსავლეთში ბაზირდებოდა, მეორე მხრივ კი, იაპონელების იმედი, რომ თავიანთ ტერიტორიულ პრეტენზიას გასროლის გარეშე მოაგვარებდა და სტალინი მათ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. ეს რწმენა იაპონელებს მას მერე განუმტკიცდათ, როდესაც მაცუოკა 1941 წლის ოქტომბრის დასაწყისშიც ეწვია მოსკოვს და კრემლში სტალინთან კვლავ მრავალსაათიანი საუბარი ჰქონდა “.
  იმ მძიმე დღეებში, როდესაც ფაშისტები მოსკოვის მისადგომებთან დადგნენ, სტალინმა მორიგი პოლიტიკური სვლა გააკეთა და იაპონელებს გროსმაისტერული კომბინაცია ჩაუტარა. პირველ რიგში, სტალინმა ტრადიცია დაარღვია და მაცუოკას პირადად დახვდა აეროდრომზე. არადა, საბჭოთა ბელადი არავის მიაგებდა ასეთ პატივს. შემდგომ კი კრემლში მიიღო და ხანგრძლივი საუბრის შემდეგ სამშობლოში დიდად კმაყოფილი გაისტუმრა.
  ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „მაცუოკასთან შეხვედრას თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი. სტალინმა იაპონელ საგარეო საქმეთა მინისტრს აღუთქვა, რომ რაც შეიძლება, მალე გადაწყვეტდა იაპონელებისთვის სახალინის გადაცემის საკითხს და მათთან მეგობრობის ხელშეკრულებასაც მოაწერდა ხელს. მაცუოკამ ეს ამბავი ტოკიოში ჩაიტანა და ტოძიომ და მისმა მინისტრებმა გადაწყვიტეს, საბჭოეთზე თავდასხმა დროებით გადაედოთ, სახალინი აეთვისებინათ და მხოლოდ ამის მერე დაერტყათ ჩვენთვის... მაცუოკას წასვლის შემდეგ სტალინმა მკითხა:
– როგორ ფიქრობ, იაპონელები მოტყუვდებიან და დაგვიჯერებენ, რომ მართლა დავუთმობთ ტერიტორიებს?
მე მხრები ავიჩეჩე და მივუგე:
– არ ვიცი.
– დაიჯერებენ, – მტკიცედ თქვა სტალინმა და დააყოლა, – ისინი ჯერ სახალინზე გამაგრებას შეეცდებიან და მერე იფიქრებენ ჩვენზე წამოსვლას, მაგრამ ვნახოთ...“
  სტალინის პროგნოზი გამართლდა – იაპონიამ საბჭოეთზე შეტევა დროებით გააუქმა, მოგვიანებით კი კურილის კუნძულებიდან პერლ-ჰარბორს დაარტყა და ამერიკის შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტი გაანადგურა. ამან შტატების ომში ჩართვა და საბჭოეთთან დაახლოება გამოიწვია. თავად იაპონიამ კი ვერც სახალინი მიიღო და ის ოთხი კუნძულიც დაკარგა, რომლებიც რუსეთს 1907 წელს წაართვა, რომ არაფერი ვთქვათ სახალინის ნახევრის დაკარგვაზე. ამგვარად, სტალინმა 1941 წელს დაწყებული კომბინაცია 1949 წელი დიდი წარმატებით დაასრულა.“

скачать dle 11.3