კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

№22 ექიმის რჩევები

კითხვა: 10 დღის წინ დამეწყო თავბრუ, თავის ტკივილი და სუსტი გულისრევის შეგრძნება. სხვა არაფერი მაწუხებს. ახლა უკეთესად ვარ. გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი და ლეიკოციტებია ცოტა მომატებული. ერთი წელია, კანის სიმშრალე მაქვს. გაზიანი სასმლის ქილებს დალევის წინ სადეზენფექციო სითხით ვწმენდდი. რამდენად შესაძლებელია, რომ ამას გამოეწვია და შეიძლება თუ არა, ეს ცვლილებები სტრესის ბრალი იყოს?
პასუხი: თუ სადეზინფექციო ხსნარი სპირტისა და წყალბადის ზეჟანგის შემადგენლობით არის, ამ სითხით ქილის გარედან გაწმენდა ვერანაირ ინტოქსიკაციას ვერ გამოიწვევდა. არ არის გამორიცხული, მიზეზი სტრესი იყოს ანდა კარანტინის პირობებში სახლში ჯდომის გამო ორგანიზმის გამოფიტვა. ეცადეთ, დღის გარკვეული პერიოდი ჰაერზე გაატაროთ, მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ. გარკვეული ხნის განმავლობაში იკონტროლეთ წნევა და რაკი კანის სიმშრალე გაქვთ, შეამოწმეთ სისხლში TSH-ის შემცველობა. სისხლის საერთო ანალიზი ერთი კვირის შემდეგ უნდა გაკონტროლდეს, რათა გაირკვეს მოწესრიგდა თუ არა ლეიკოციტები.
კითხვა: ჩემი ახლობელი 38 წლისაა, არის საინგილოდან და შესაბამისად, საქართველოში ჯერჯერობით ვერ ჩამოვა. აზერბაიჯანში კი კტ კვლევით დაუდგინდა, რომ თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლოში წანაზარდი აქვს და შესაბამისად, საკვებს ვეღარ ატარებს, ჩაუყენეს მილი და უთხრეს, მაგის მეტს ვერაფერს მოგიხერხებთო. ასევე, ღვიძლში აქვს ლაქები – მეტასტაზები, სხვა ორგანოები სუფთაა. იქნებ გვირჩიოთ რამე და აქვს თუ არა გამოსავალი ამ პრობლემას?
პასუხი: თუ კტ-ის დასკვნით, თორმეტგოჯაზე არის წარმონაქმნი და ღვიძლში კი მეტასტაზები, მაგრამ ორგანოები სუფთაა, რატომ არ გეგმავენ ოპერაციულ მკურნალობას და ქიმიო- ან სხივურ კომპლექსურ თერაპიას. დისტანციურად ამას ჩვენ ვერ გეტყვით. საჭიროა გამოცდილ ონკოთერაპევტთან კონსულტაციის გავლა და სწორი მკურნალობის დანიშვნა. რასაც თქვენ ამბობთ, ეგ მხოლოდ გადაუდებელი დახმარებაა, მონელება რომ არ დაირღვეს, თუმცა არის თუ არა უფრო ღრმა ჩარევის რესურსი, ეს ექიმთა ჯგუფმა უნდა გადაწყვიტოს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
скачать dle 11.3