კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№22 როგორ მოვიქცეთ ფაღარათის დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  დიარეა არის მდგომარეობა, როდესაც კუჭში ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გადიხართ ან განავალი ჩვეულებრივზე უფრო თხევადია. ეს დროდადრო ნებისმიერ ადამიანს შეიძლება, დაემართოს და სანერვიულო არ არის. თუმცა, უსიამოვნო და გამაღიზიანებელია. გამოჯანმრთელებას კი რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე სჭირდება.
  თუ ფაღარათი დაგეწყოთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა ერიდოთ საკვების ჭარბ მიღებას. ერთხანს აღარ მიირთვათ ნაწლავების პერისტალტიკის გამაძლიერებელი და აირების წარმომქმნელი პროდუქტები, მაგალითად, ვაშლი, რძე, კომბოსტო, ყავა. რაციონიდან ამოიღეთ ცხიმიანი და შებოლილი საკვები, უმი ხილი და ბოსტნეული. შეამცირეთ მაგარი საკვების მიღებაც, რადგან საჭმლის მონელების დარღვევისას ორგანიზმს მისი გადამუშავება გაუჭირდება.
  დიარეის დროს სასარგებლოა ბრინჯის ნახარში – ის საკვებიცაა და წამალიც. ხშირად ბრინჯის დიეტა სულ რაღაც ერთ დღეში აქრობს ფაღარათს, თანაც, სხვა საშუალებების დაუხმარებლად.
ბრინჯთან ერთად ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ საკვები ნივთიერებები და აღვკვეთოთ გაუწყლოება.
  ბრინჯი ადვილი მოსანელებელია და კუჭს არ ამძიმებს, ამიტომ დიარეის დროს შეგიძლიათ, ბავშვებსაც მისცეთ.
  განსაკუთრებით სასარგებლოა ბრინჯის ნახარში. ბრინჯი მოხარშეთ მარილწყალში. რომ მოიხარშება, წყალი კი არ გადაღვაროთ, არამედ დაუმატეთ ცოტაოდენი ნაღების კარაქი და მიეცით ავადმყოფს ბრინჯთან ერთად.
  დიარეის დროს გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად დღე-ღამეში 2-3 ლიტრი სითხე უნდა მიიღოთ, თუმცა ეს პირობითი ნორმაა. არსებითად, მისი ოდენობა ინდივიდუალურია. საკმარის სითხეს იღებთ თუ არა, ამაზე შარდის ფერი მიგანიშნებთ: რაც უფრო მუქი ყვითელია შარდი, მით მეტი სითხის მიღებაა საჭირო. იდეალურ შემთხვევაში შარდი სავსებით გამჭვირვალე უნდა იყოს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სუფთა წყალი დიარეის დროს საკმარისი არ არის. აფთიაქში უნდა შეიძინოთ რეჰიდრონი, ინსტრუქციის მიხედვით მოამზადოთ ხსნარი და ყლუპობით სვათ.
დიარეის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება – ის მდგომარეობას დაამძიმებს. შესაძლოა, წნევის აწევა და გულის შეტევაც კი გამოიწვიოს.
დიარეის შემთხვევების უმრავლესობა მკურნალობის გარეშე რამდენიმე დღეში გადის. თუმცა, დიარეამ შეიძლება, დეჰიდრატაცია გამოიწვიოს, ამიტომ სანამ ის ბოლომდე გაივლის, აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხეების მიღება (მცირე რაოდენობით, ყლუპ-ყლუპად, მაგრამ ხშირად). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეჰიდრატაცია ბავშვებს არ დაემართოთ. თუ არის ამის საშიშროება, ფარმაცევტმა შეიძლება, ორალური რეჰიდრატაციული ხსნარები გირჩიოთ.
  თუ ბავშვი, რომელსაც დიარეა აქვს, ძუძუთი ან ბოთლით იკვებება, დიარეის მიუხედავად, კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე უნდა დარჩეს.
დიარეა ხშირად ინფექციითაა გამოწვეული. შესაბამისად, რისკების შესამცირებლად საჭიროა ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვა.
* საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები თბილი წყლით და საპნით, ტუალეტის შემდეგ, ჭამამდე ან საჭმლის მომზადებამდე;
* გაწმინდეთ ტუალეტის ჩასარეცხი და საჯდომი სადეზინფექციო საშუალებებით დიარეის ყოველი ეპიზოდის შემდეგ;
* მოერიდეთ პირადი მოხმარების ნივთების, პირსახოცების და საცვლების ოჯახის სხვა წევრებთან გაზიარებას.
ჰიგიენის ნორმების დაცვა, ასევე, აუცილებელია მოგზაურობისას. მაგალითად, მოერიდეთ ბოლომდე მოუმზადებელ ან უმ საკვებს და არ დალიოთ ონკანის წყალი, თუ არ ხართ დარწმუნებული მის უსაფრთხოებაში.
ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, დიარეის დროს და მისი ბოლო ეპიზოდიდან სულ მცირე 48 საათის განმავლობაში აუცილებელია სახლში დარჩენა.
скачать dle 11.3