კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№22 მატიტელა – თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მატიტელა – ბალახი, რომელიც სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, პრაქტიკულად ყველგან ხარობს. მცენარეს აგროვებენ ყვავილობის დროს, ფესვის გარეშე. ნედლეულის შენახვის ვადა 3 წელია. ჩვეულებრივი მატიტელა ფართოდ გავრცელებული სარეველაა. გვხვდება გზის პირებზე, ეზოებში, დანაგვიანებულ ადგილებში.
  მატიტელა ხელს უწყობს დიურეზს, გამოაქვს შარდთან ერთად ნატრიუმისა და ქლორის ჭარბი იონები, ხელს უშლის შარდის ბუშტში კენჭების წარმოშობას, რაც დაკავშირებულია მასში სილიციუმმჟავის ხსნადი შენაერთების არსებობით. მატიტელას ბალახსა და ნარევებს, რომლებშიც ის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს, იყენებენ შარდსადენი მილების ქრონიკული დაავადებების, თირკმლის ფილტრაციული ფუნქციის შესუსტებისა და შარდში დიდი რაოდენობით მინერალური მარილების, განსაკუთრებით მჟაუნმჟავის მარილების არსებობის დროს. მას, როგორც დამატებით საშუალებას, უნიშნავენ ავადმყოფს შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიების, შარდის ბუშტის ოპერაციის შემდეგ და კანის დაავადებების (ძირმაგარა, ფერიმჭამელა, ზოგიერთი დერმატიტი) დროს. მცენარეს იყენებენ, ღვიძლის ფუნქციონალური უკმარისობისა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის შედეგად დაგროვილი ტოქსიკური პროდუქტების გამოსაყოფად, აგრეთვე, როგორც ანტისეპტიკურ, სპაზმოლიტურ, ტკივილგამაყუჩებელ, ოფლმდენ, სიცხის დამწევ, ამოსახველებელ, ჭიის საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებას.
  სასუნთქი ორგანოების დაავადების, ფილტვების ტუბერკულოზისა და ყივანახველის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მატიტელა, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დააფარეთ თავსახური და ადუღეთ წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ 1-2 საათის განმავლობაში, გაწურეთ. დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებისა და დიზენტერიის დროს 1 სუფრის კოვზი მატიტელა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ლიტრი ცხელი წყალი და ადუღეთ თავდახურული, დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (ნახევარი ლიტრის) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას, არაუმეტეს, 2 დღე-ღამისა. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
  მატატილას ბალახი უკვე დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. სისხლის აღმდგენი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო ის გამოიყენება ბუასილის მკურნალობის დროს. მატიტელას პრეპარატის საშუალებით ბუასილის მკურნალობის ეფექტურობა განპირობებულია, ასევე, მცენარის საფაღარათო თვისებებით და მისი უნარით გააძლიეროს ნაწლავთა პერისტალტიკა. 20 გრამი (2 სადილის კოვზი) ნედლეული მოვათავსოთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დავასხათ 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი და თავდახურული ჭურჭლით გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 45 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. დავლიოთ 1 სუფრის კოვზი თბილი ნაყენი სამჯერ დღეში, ჭამის წინ. ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და აუცილებლად ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
скачать dle 11.3