კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№22 როგორ დავამარცხოთ პერსონალური მწვრთნელის დახმარებით ცელულიტი და 8 კვირაში მივიღოთ სხეულის ლამაზი ფორმები

ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი


  დღეს, როდესაც ადამიანები მსოფლიო პანდემიის პირობებში თითქმის ორი თვის განმავლობაში სახლებში ვართ გამოკეტილი და დარბაზში ვარჯიშსაც ვერ ვახერხებთ, ამ ყველაფერმა ჩვენი სხეულის ფორმებზე, კილოგრამებსა და ჯანმრთელობაზე საკმაოდ ცუდად იმოქმედა. გიორგი ვასაძე წარმატებული, პროფესიონალი პირადი მწვრთნელია, თერთმეტწლიანი გამოცდილებით. მის მიერ შედგენილი სავარჯიშო პროგრამისა და კვების სწორი რაციონის დახმარებით უკვე არაერთი ადამიანი დაემშვიდობა ზედმეტ კილოგრამებსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს. რაც მთავარია, გიორგი არა მხოლოდ დარბაზში, არამედ ონლაინაც ავარჯიშებს ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნანაში და მუდმივად ზრუნავს მათ სილამაზესა და სიჯანსაღეზე.
  გიორგი ვასაძე: როდესაც ადამიანები დარბაზში მოდიან და თვითნასწავლ ვარჯიშებს აკეთებენ, ჩვენ პირადი მწვრთნელები მათ ყოველთვის ვაძლევთ რჩევებს, რადგან არ შეიძლება თვითნებურად ვარჯიში: სწორად უნდა შეირჩეს ტრენაჟორები, ვარჯიშის თანმიმდევრობა, რაოდენობა და შესვენებების დროც. ყველას ვურჩევ, რომ აუცილებლად გაიარონ პირად მწვრთნელთან კონსულტაცია, რომელიც პროგრამას ჩამოუწერს, დააკვირდება, რომ უკუჩვენება არ მიიღონ. თუ აქვთ შესაძლებლობა, კარგია სამი თვის განმავლობაში მაინც აიყვანონ პირადი მწვრთნელი. პირადად ჩემთან ვარჯიში არ არის სერიოზულ თანხებთან დაკავშირებული და ახლაც მაქსიმალურად ვეცდები, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაძვირდა, ძველი, მისაღები ფასები შევინარჩუნო, რათა ადამიანებმა შეძლონ ვარჯიში.
– რა ზიანი შეიძლება, მოუტანოს  თვითნებურმა ვარჯიშმა სხეულს?
– ძალიან მაღალია ტრავმების ალბათობა, სახსრების პრობლემა, მყესების დაჭიმვა. ასევე, ბევრს აქვს წელთან, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები, რისთვისაც საჭიროა ექიმის კონსულტაცია. თუ გვინდა, რომ ვიყოთ ჯანმრთელები, არ გვქონდეს პრობლემები და ვარჯიში სასიამოვნო პროცესად ვაქციოთ, ამისთვის უნდა მივმართოთ მწვრთნელს. მასთან იმისთვის მივდივართ, რომ ჩვენი სხეული გაჯანსაღდეს, გამოჯანმრთელდეს, სიამოვნება მიიღოს და არა სტრესი და სხვადასხვა გართულებები. თან, დღეს, პანდემიის გამო, ადამიანები დროის დიდ ნაწილს მაცივართან ატარებენ, 6-ჯერ 7-ჯერ ჭამენ დღეში, თან, არაჯანსაღ საკვებს. შემდეგ სარკეში ჩაიხედავენ და უცებ ენერგიაზე მოდიან, ჩართავენ „იუთუბზე“ ვიდეოებს და იწყებენ ვარჯიშს. ჯერ ერთი, როგორც უნდა ივარჯიშო, დღეში 8 საათიც რომ დახარჯო, თუ სწორად, ჯანსაღად არ იკვებები, ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებ. პლუს ასეთი ადამიანები ეძებენ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებს, ტაბატას ან კარდიოს, რომ უცებ მიიღონ შედეგი, რაც არასწორია. როგორი ძლიერი მწვრთნელიც უნდა იყოს, ის ეკრანიდან ვერ გაიგებს, როგორ რეაგირებს შენი ორგანიზმი, გული ვარჯიშებზე, როგორი ძილის რეჟიმი გაქვს, სწორად ვარჯიშობ თუ არა... საბაზისო ცოდნა უნდა გვქონდეს, რომ შემდეგ ვივარჯიშოთ დამოუკიდებლად ან, თუნდაც, ინტერნეტის დახმარებით.
– ცელულიტი ყველაზე დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით ქალებისთვის. შესაძლებელია თუ არა მისი გაქრობა სწორი ვარჯიშის დახმარებით?
– 5 რამ არის საჭირო, რომ ცელულიტი დავამარცხოთ: 1. სწორი, ჯანსაღი, დაბალასებული კვება დღეში ხუთჯერ. 2. ვარჯიშები, რომლებიც კონკრეტული ადგილებისთვის არის განკუთვნილი. 3. აუზი, ცურვა. 4. მასაჟები. 5 მოწესრიგებული ძილის რეჟიმი, რადგან ასეთ დროს ჩვენი ჰორმონული სისტემა გამართულად მუშაობს. ასეთი მიდგომა 2-3 თვეში საოცარ შედეგს მოგცემთ.
– ინტერნეტში ბევრი ვარჯიშია, როგორც პრესის, ასევე საჯდომის. ეს სხეულის ის ადგილებია, რის ფორმაშიც მოყვანას ყველაზე მეტად ცდილობენ ადამიანები.
– ყველა გზა მაინც პერსონალურ მწვრთნელამდე მიდის, რომელიც ზუსტად დაგვიწერს, რა ვარჯიშები უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა ვიკვებოთ, რომ გვქონდეს მკვრივი კანი, ავიწიოთ საჯდომი, გამოკვეთოთ პრესი, დავითხელოთ მკლავები, გვქონდეს წვრილი წელი და გრძელი, ლამაზი თხელი წვივები, ანუ პროპორციული სხეული. სანამ დარბაზები გაიხსნება, შეგვიძლია, ონლაინ ვივარჯიშოთ, ოღონდ მწვრთნელთან ერთად.
– შენ ონლაინ არაერთ ადამიანს ავარჯიშებ და საოცარი შედეგებიც გაქვს.
– ჩემთან ვარჯიშობენ ადამიანები ამერიკიდან, ირლანდიიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, ასევე, საქართველოს ბევრი რეგიონიდან. მაქვს 8-კვირიანი წონის კლების პროგრამა, რაც გულისხმობს სწორ ვარჯიშს, ჯანსაღ კვებას, ვასწავლი როგორ დაამარცხონ ცელულიტი, გამოიკვეთონ სხეულის ფორმები, დაიპატარაონ მუცელი, დაითხელონ მკლავები და სასურველ წონასთან ერთად, პროპორციულ სხეულამდე მივიდნენ. 8 კვირა ნამდვილად გვაძლევს ამის საშუალებას. ჩემი პლუსი ის არის, რომ მუდმივად ვაკონტროლებ ჩემს მომხმარებლებს, რომლებიც ფოტოებს მიგზავნიან, სადაც კარგად ჩანს ფორმების ცვლილება, წონის კლება. ამ ყველაფერს ვაკეთებთ სწორი ვიდეოვარჯიშებით, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მიდგომას და ასევე, კვებით. მოწესრიგებული გვაქვს ძილის რეჟიმი, ვიღებთ შესაბამის საკვებ დანამატებს. ბევრმა დაიკლო 30, 35, 40, 43, 45 კილოგრამი, ბევრი წონას აღარც აქცევს ყურადღებას, რადგან ფორმების საოცარი ცვლილება აქვთ. ზოგი უკვე აღარ ვარჯიშობს ჩემთან, მაგრამ მაინც ვაძლევ კონსულტაციებს, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ისწავლონ სწორი ვარჯიში, სწორი კვება და გამოიმუშაონ ნებისყოფა. ვისაც აქვს სურვილი, დარბაზის გახსნამდე დაიწყოს ონლაინ-ვარჯიშები, შეუძლიათ, დამიკავშირდნენ „ფეისბუქზე“ და „ინსტაგრამზე“: Giorgi Vasadze official.

скачать dle 11.3