კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ქეთევან ქემოკლიძე: არასოდეს დავგეგმავ ხვალინდელ დღეზე შორს

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ქართველი მეცო-სოპრანოს, ქეთევან ქემოკლიძის გამოსვლების განრიგი სხვადასხვა ქვეყნის მსოფლიოს დიდ სცენებზე ყოველთვის წინასწარაა გაწერილი. სამწუხაროდ, მისი გეგმები კორონავირუსმა შეცვალა და დღეს ის ბარსელონაში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ამბობს, რომ დროს უქმად არ კარგავს, კულინარიული ნიჭიც გააფართოვა, აქტიურად რეპეტიციობს და თან, ვარჯიშობს, რათა ფორმა შეინარჩუნოს.
  ქეთევან ქემოკლიძე: სანამ ფრენები გაუქმდებოდა და კარანტინს გამოაცხადებდნენ, კონცერტის ჩასატარებლად ისრაელში გახლდით. ყველა ჩემს კოლეგას გადაუდეს ფრენა, თუმცა მე არ მოვხვდი ამ სიაში, ბოლო თვითმფრინავს გამოვყევი და სახლში ჩამოვაღწიე. ფიქრიც არ მინდა იმაზე, რომ შეიძლება, თვე-ნახევარი ოჯახისგან შორს, უცხო ქვეყანაში, დავრჩენილიყავი და  შვილთან მხოლოდ ვირტუალურად მქონოდა კონტაქტი. 8 მარტს, როცა ბარსელონაში დავბრუნდი, განგაში და შეზღუდვები არ იყო და სწორედ ამ დღეს ჩატარდა ძალიან დიდი დემონსტრაცია ქალთა დღესთან დაკავშირებით, რამაც სამწუხაროდ, ხელი შეუწყო Covid-19-ის გავრცელებას და ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. უსწრაფეს დროში ისე გართულდა მოვლენები, რომ 13 მარტს უკვე კარანტინში ჩავიკეტეთ. მხოლოდ სუპერმარკეტსა და აფთიაქში გავდიოდით, სხვანაირი გადაადგილება დღემდე შეზღუდულია. თუმცა, რამდენიმე დღეა, მშობლებს მოგვცეს უფლება, ბავშვები 1 საათით გავასეირნოთ სუფთა ჰაერზე, რაც დიდი შეღავათია. თავად, თვე-ნახევარია, გარეთ არ გავსულვარ და არც მაქვს სურვილი. ჩემი ქმარ-შვილი კი, ისე გავაცილე ველოსიპედებით გარეთ სასეირნოთ, მეგონა, შორეულ მგზავრობაში ვუშვებდი (იცინის). რთულია იმის მოსმენა და ყურება, რაც მსოფლიოში ხდება. უამრავი ადამიანი შეეწირა ამ ვირუსს და ბევრი საავადმყოფოში წევს. ირგვლივ შიში და უნდობლობა სუფევს და კარანტინის გამო გარე სამყაროსთან შეხება, ფაქტობრივად, დავკარგეთ. ყველაფერი – სამსახური, ურთიერთობები, ვირტუალურ ზონაში გადავიდა და ეს ძალიან რთულია. ეს ადამიანებზე ცუდად მოქმედებს, თუმცა, რადგან ეს ამ უხილავ მტერთან საბრძოლველად ერთადერთი გამოსავალია, ვალდებული ვართ, ასე დავიცვათ ერთმანეთი და საკუთარი თავიც. სიმართლე გითხრათ, იმდენად უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება ბარსელონის ცარიელი ქუჩების ყურებისას, გარეთ გახედვაც კი არ მინდა. არადა, თბილისის არ იყოს, ბარსელონაც არ ჩერდება, არ იძინებს, სულ მოძრაობასა და მხიარულებაშია და ასეთი მოკაშკაზე ქალაქს რომ ჩამკვდარს, ჩაჩუმებულს და ჩაბნელებულს ვუყურებ, განვიცდი, არასასიამოვნოა. სამაგიეროდ, მეზობლები აღმოვაჩინე ჩემ გარშემო. აივანზე გამოდიან და ასე ვკონტაქტობთ და მივხვდი, თურმე,  რამდენი კარგი ადამიანია ჩემ გვერდით.
– რა გადააფასე ამ პერიოდში შენს თავში და თუ შეცვალა კორონამ შენი ფასეულობები და შეხედულებები?
–  ეს ვირუსი, ვფიქრობ, ადამიანში დიდად ვერაფერს შეცვლის, რადგან როგორც კი კომფორტულ ზონას პოულობს ადამიანის ბუნება დაფიქრებულს და გადაფასებულს მაშინვე ივიწყებს. ამიტომ, არ მგონია, ამ ვირუსის მერე დიდი კათარზისგავლილები გამოვიდეთ. გაჭირვება ხშირად ან გვაუმჯობესებს, ან გვაბოროტებს. ეს კონკრეტულ ინდივიდზეა დამოკიდებული. მარათლი რომ გითხრათ, ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის ღირსეული ფასეულობები მქონდა და ამიტომ ვერ გეტყვით, ვირუსმა რაიმე შეცვალა-მეთქი. ერთადერთი, ალბათ, ამ ვირუსის მერე არასოდეს დავგეგმავ ხვალინდელ დღეზე შორს, რადგან არ იცი, რა ხდება და როგორ მოულოდნელად იცვლება მოვლენები. სამწუხაროდ, ამ ვირუსმა უამრავი გეგმა შემიცვალა და შემიჩერა. ახლა უნდა ვყოფილიყავი მარსელში და „კარმენის“ პრემიერა უნდა მქონოდა, შემდეგ უნდა წავსულიყავი სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კონცერტები იყო დაგეგმილი, საფრანგეთში პრესტიჟულ ფესტივალზეც უნდა გამოვსულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი გაუქმდა, ზოგი გადაიდო.
– დიდი სანაცნობო-სამეგობრო წრე გაქვს. თუ არიან მათ შორის დაინფიცირებულები ან ვირუსით გარდაცვლილები?
– ჩემ გარშემო, უამრავი დაინფიცირებულია. ჩემმა ორმა სტუდენტმა უკვე გადაიტანა ეს ვირუსი. გარდაიცვალა „ლა სკალას“ ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელმაც ერთ-ერთ კონკურსზე აღმომაჩინა და „ლა სკალას“ აკადემიაში უგამოცდოდ მიმიღო. ამ ადამიანის წასვლამ ძალიან დამწყვიტა გული. დაინფიცირებული იყო ჩემი კოლეგაც, მაგრამ საბედნიეროდ, გამოჯანმრთელდა. ასე რომ, ჩემ გარშემო ბევრი ადამიანია, ვინც კორონავირუსს ებრძვის და ბევრიც დამარცხდა მასთან ბრძოლაში. ვცდილობ, ამაზე არ ვიფიქრო და ორგანიზმში შიში არ შევუშვა.
– შესრულდა სპეც-რეისი ბარსელონა-თბილისი და ასეთ რთულ პერიოდში სამშობლოში დაბრუნება არ გიფიქრია?
– არ მიფიქრია საქართველოში დაბრუნებაზე, რადგან მე აქ ვცხოვრობ და ახლა, მით უმეტეს, გადაადგილება უფრო საშიშია. იმდენად სარისკოა ეს ყველაფერი, რომ გამოფრენაზე ფიქრი კი არა, სახლიდან არ გამიდგამს ფეხი.
– როგორ გაგყავს დრო სახლში დარჩენილს?
– სახლში საქმე არ ილევა, სულ რაღაცაა გასაკეთებელი. ახლა, მით უმეტეს, სადილების დახვეწა-გამრავალფეროვნება დავიწყე, სტუდენტებს ვირტუალურად ვამეცადინებ, თავადაც ვმეცადინეობ და შვილს – ლუკასაც ვეხმარები სწავლაში. ასე რომ, საღამოს ისეთი დაღლილი ვარ, ვფიქრობ, ნეტავ საწოლამდე მივაღწიო და დავიძინო-მეთქი (იცინის). კარანტინის პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენე. საოცრება ისაა, როგორც იქნა გაიხარეს ჩემმა ყვავილებმა, ალოე, რომელსაც ცხოვრებაში არ უყვავილია, ამიფეთქდა (იცინის). სახლიდან ხშირად დიდი ხნით მიწევდა გასვლა და დაბრუნებულს, სულ ჩამომხმარი მხვდებოდა. მოკლედ, ჩვენი ოჯახისთვის თვითიზოლაცია სასარგებლო აღმოჩნდა – მე და ჩემი მეუღლე 11 წელია დაქორწინებული ვართ, თუმცა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ასეთი დიდი პერიოდი ერთად არ ვყოფილვართ. ჩემი შვილიც ძალიან ბედნიერია. ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, ალბათ, მოგვენატრება ასეთი დოზით ერთად ყოფნა. ჩემი კონტრაქტების უმეტესობა სექტემბრამდე გაუქმებულია, ნაწილი არ აუქმებს იმ იმედით, რომ ფიქრობენ, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. სად იყო კორონა, რომ სახლში სულ ვრეპეტიციობდი? აქედან გამომდინარე, მეზობლებიც იყვნენ ჩართული ჩემს რეპერტუარში და ზეპირად იცოდნენ, რას ვამზადებდი და დღეში რამდენ ნოტს ვიღებდი (იცინის). პრაქტიკულად, ყოველდღე ვუტარებდი კონცერტებს და ახლაც ასეა. ასე რომ, სამეზობლო განებივრებული მყავს ჩემი სიმღერებითა და რეპერტუარით (იცინის).
– თვითიზოლაციის პერიოდში ხომ არ მოიმატე?
– იმდენ ენერგიას ვხარჯავ, წონის მატებას ნამდვილად არ ვუჩივი. სახლში ტრენაჟორებიც მაქვს და ვვარჯიშობ. ბევრს ვმოძრაობ და ამის გამო არ ვსუქდები, თან, ჯანსაღი კვება მიყვარს. ერთადერთი, რაც ამ პერიოდში ცუდი დამემართა – ტკბილეული არ მიყვარს და ცხობაც კი დავიწყე, კიდევ კარგი, დროულად მივხვდი საფრთხეში ვიგდებდი თავს და ყოველდღიურად იდაყვებით ცომებში და კრემებში ყოფა შევაჩერე (იცინის).  ცხობას ახლა მხოლოდ თარიღებს ვუმიზნებ, ტორტით კარანტინის ერთი თვე აღვნიშნე და მას მერე აღარც გამომიცხვია (იცინის).

скачать dle 11.3