კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 სამი საცერი

ერთმა კაცმა სოკრატეს ჰკითხა:
– იცი რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა?
– მოიცადე, – შეაჩერა სოკრატემ, – სანამ რამეს იტყოდე, სამ საცერში გაცერი და ისე მითხარი.
– სამ საცერში?
– დიახ, სამ საცერში. პირველი – ეს არის სიმართლის საცერი. დარწმუნებული ხარ, რომ რის თქმასაც აპირებ, სიმართლეა?
– არა, უბრალოდ, რაც მოვისმინე იმას ვამბობ.
– ესე იგი, შენ არ იცი სიმართლეა თუ არა. კარგი. მაშინ, მოდი, ახლა მეორე საცერში გავცრათ შენი სათქმელი. მეორე – ეს არის სიკეთის საცერი. მიპასუხე, ის, რაც უნდა მითხრა, კარგია?
– არა, პირიქით.
– ესე იგი – მშვიდად განაგრძობდა სოკრატე – შენ გინდა, მითხრა რაღაც ცუდი და თანაც არ იცი, სიმართლეა თუ არა. კარგი, მაშინ, მოდი, ბოლო საცერზე გადავიდეთ. მესამე საცერი – ეს არის სარგებელი. შენი აზრით, რამდენად სასარგებლო იქნება ჩემთვის ის, რისი თქმაც გინდა?
– ვფიქრობ, რომ ის არანაირ სარგებელს არ მოგიტანს.
– მაშ, ასე – დაასკვნა სოკრატემ – თუ ინფორმაციაში, რომელიც გინდა, მომაწოდო, არ არის არაფერი არც კარგი, არც მართალი და არც სასარგებლო. მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს მის თქმას?
скачать dle 11.3