კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რატომ გააშიშვლეს მებაჟეებმა აეროპორტში ანსამბლ „რუსთავის“ ერთ-ერთი წევრი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ცნობილი მომღერალი ანზორ ერქომაიშვილი ასეთ ისტორიას იხსენებს: „ოთხმოციანი წლებია და საფრანგეთში მივფრინავთ. აეროპორტში საბაჟო უნდა გაგვევლო – მეტალოდეტექტორები მაშინ ახალი შემოსული იყო. მთელმა ანსამბლმა გაიარა და დავრჩით მე, ამირან გოლიაძე და ცხონებული ლადო წივწივაძე. ლადოს ჯერი იყო და მეტალოდეტექტორი რომ გაიარა, აპარატმა დაუსტვინა. ლადოს პალტო გახადეს, გაიარა და ისევ დაუსტვინა. ერთი სიტყვით, ლადოს ნელ-ნელა ხდიდნენ სამოსს და დეტექტორში ისე ატარებდნენ, მაგრამ აპარატი კვლავ უსტვენდა. მებაჟეებს ვერაფერი გაეგოთ. ბოლოს, მთლად ტრუსებისამარა რომ დარჩა, გადაწყვიტეს, ლადოსთვის რენტგენი გადაეღოთ – რაიმე მეტალის საგანი ხომ არ აქვს გადაყლაპულიო. საბოლოოდ გაატარეს მეტალოდეტექტორში  და... აპარატი დუმდა. მოკლედ, მშვიდობით დავძლიეთ ეს ბარიერი, თვითმფრინავში ავედით და გაირკვა, რომ თურმე, დეტექტორი კი არა, ამირან გოლიაძე უსტვენდა, რომელიც ვინმეს „გაშაყირების“ შანსს ხელიდან არ უშვებდა“.

скачать dle 11.3