კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

№21 რას ფიქრობთ სიყვარულზე

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

ეს  ტესტი  დაგეხმარებათ, უკეთ  შეიცნოთ თქვენი ხასიათი.
გაწონასწორებული ეჭვიანობა სასარგებლოცაა, მაგრამ ზომიერების ფარგლებს არ უნდა გასცდეს. აი, მაშინ ის სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა.
შეეცადეთ, გულახდილად უპასუხოთ ტესტს.
1. როგორი  რეაქცია გაქვთ, როცა ის  ტელეფონზე საუბრობს?
ა)  მაშინვე ეკითხებით,  ვისთან ლაპარაკობს  – 3 ქულა;
ბ) ეკითხებით ლაპარაკის დამთავრების შემდეგ – 2 ქულა;
გ) ყურადღებას არ აქცევთ – 1 ქულა.
2.  რას  ფიქრობთ სიყვარულზე?
ა) ის მუდმივია – 3 ქულა;
ბ) ადამიანს ცხოვრებაში რამდენიმეჯერ შეუძლია, შეიყვაროს – 1 ქულა;
გ) კარგი იქნებოდა, რომ სიყვარული მთელი ცხოვრება გრძელდებოდეს, მაგრამ ეს არარეალურია – 2 ქულა.
3. კითხულობთ თუ არა თქვენი მეორე ნახევრის მესიჯებს?
ა)  არა – 3 ქულა;
ბ) მხოლოდ მაშინ, თუ თავად მთხოვს – 1 ქულა;
გ) კი,  ყოველთვის. რა იცი, რა ხდება – 2 ქულა.
4. თქვენი მეორე ნახევარი ჩაფიქრებულია:
ა) გესიამოვნებათ, თუ ის თქვენზე ფიქრობს – 2 ქულა;
ბ) შეეკითხებით, რაზე ფიქრობს – 1 ქულა;
გ) თქვენ  ეს  არ გაწუხებთ – 3 ქულა.
5. თუ  საკმარისი მტკიცებულება გაქვთ, რომ თქვენი მეორე ნახევარი გღალატობთ:
ა) დასხდებით და ისაუბრებთ ამაზე – 3 ქულა;
ბ)  შეეცდებით შური იძიოთ იგივე ხერხით – 1 ქულა;
გ) გეჩვენებათ, რომ ცხოვრება დაგენგრათ და ყველაფრის ახლიდან დაწყებას სთავაზობთ – 2 ქულა.
6. ხვდებით, რომ ერთმანეთს  ნელ-ნელა შორდებით:
ა) იმედი გაქვთ, რომ ყველაფერი გაივლის – 2 ქულა;
ბ) შეეცდებით მიზეზის გაგებას – 3 ქულა;
გ) დააკვირდებით მის ქცევებს – 1 ქულა.
7. რამდენიმე დღე წასვლა და პარტნიორის მარტო დატოვება  გიწევთ:
ა) არც კი ფიქრობთ ღალატზე – 3 ქულა;
ბ)  ყოველღამე ურეკავთ - 1 ქულა;
გ) სულ ფიქრობთ, ნეტა, ახლა სად არისო – 2 ქულა;
8.  ეჭვიანობა საყვარელ ადამიანზე:
ა) მიგაჩნიათ სისულელედ და სასაცილოდ –  3  ქულა;
ბ)  ეს თქვენ გაწუხებთ – 1 ქულა;
გ) სიტუაციას ურევს, მაგრამ თქვენ მასში ძალიან ხართ დარწმუნებული – 2 ქულა.
შედეგები:
თუ ქულათა მინიმალური რაოდენობა დააგროვეთ, სერიოზულად დაფიქრდით – ასეთმა ეჭვიანმა როგორ უნდა იცხოვროთ პარტნიორის გვერდით.  ეს უკვე არ არის სიყვარული. შეიცოდეთ ისიც და საკუთარი თავიც.

скачать dle 11.3