კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: მაქვს თხელი თმა და როგორ მივანიჭო მას დამატებითი მოცულობა? მოკლე თმაზე არ მქონდა პრობლემა, მაგრამ როცა გავიზარდე, გადავიწიე და შევიკარი, თავის კანი საგრძნობლად ცუდად გამომიჩნდა.
პასუხი: ნახევარ ჩაის ჭიქა მუქი ფერის ლუდს დაამატეთ ერთი მწიფე ბანანი, ერთი კვერცხი და ცოტა თაფლი. კარგად გადაურიეთ. მიღებული ერთგვაროვანი მასა წაისვით თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ ერთი ან ორი საათით და შემდეგ, დაიბანეთ თავი თბილი წყლით.
კითხვა: მინდა წამწამების დაგრძელება და მაინტერესებს, ამისთვის რაიმე ხრიკი თუ არსებობს? ხელოვნური წამწამების დაკვრა ვცადე და ძალიან არ მომეწონა.
პასუხი: ნახევარი ჩაის კოვზ ქოქოსის ზეთს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი. ჩაალბეთ მასში ბამბის დისკი და კარგად დაიმუშავეთ წამწამები. კვირაში 2 პროცედურა სავსებით საკმარისია, რომ წამწამების ზრდის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდეს.
კითხვა: მხრებზე გამიჩნდა პიგმენტური ლაქები. იქნებ მასწავლოთ, როგორ შევძლო მათი გაღიავება?
პასუხი: ხახვის  წვენისა და ვაშლის ძმრის კომბიანცია – ეს ის საშუალებაა, რომელიც ამ კოსმეტიკურ პრობლემას სწრაფად გაუმკლავდება. გაასუფთავეთ და გარეცხეთ ერთი თავი ხახვი, დაჭერით პატარა კუბიკებად, შემდეგ კი მისგან ბლენდერით ფაფა მოამზადეთ. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და კარგად გადაურიეთ. ბამბის დისკის გამოყენებით კარგად წაისვით ლაქებზე, დაიტოვეთ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. თუ ამ პროცედურას ყოველ საღამოს ჩაიტარებთ, ლაქები ზომაში შემცირდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი საერთოდ გაქრება.
კითხვა: მიყვარს მზიანი ამინდები და მოკლე კაბის ან შორტის ჩაცმა. თუმცა ფეხის ზედა ნაწილზე  გაჩენილმა სტრიებმა, დამტანჯა. არის რაიმე, რაც მის მოცილებაში დამეხმარება?
პასუხი:  ასპირინის 3 აბი კარგად დაფხვენით და დაუმატეთ ძალიან მცირე რაოდენობით წყალი, ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. ნარევს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი, წყლის აბაზანაზე შემთბარი ზეითუნის ზეთი და კარგად გადაურიეთ. საღამოს, ძილის წინ, კარგად დაიმუშავეთ სხეულის პრობლემური მონაკვეთები ამ საშუალებით და დაიტოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით. გაიმეორეთ პროცედურა დღეგამოშვებით. სტრიების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ასევე, აუცილებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვა, რათა გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა მთელ სხეულში. თუ ამ პროცედურას რეგულარულად შეასრულებთ, ამ პრობლემას დაამარცხებთ.
მოამზადა
ანი რევიამ
скачать dle 11.3