კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

№21 ზღვის მარილი სახის კანის პრობლემებს უსწრაფეს დროში მოგიგვარებთ

ნინო კანდელაკი ანი რევია

  ზღვის მარილი შედის ნიღბების, კრემების, ტონიკების, ლოსიონებისა და სკრაბების შემადგენლობაში. მის გამოყენებას სახლის პირობებშიც გირჩევთ. მისი კრისტალები შეიცავს ნატრიუმს, რკინას, კალიუმს, გოგირდსა და ბრომს, რომლებიც კანის უჯრედების გამოკვებას, ჟანგბადით გამდიდრებას, ახალი უჯრედების ზრდას, ინფექციებისგან დაცვასა და დაბერების შეფერხებას უზრუნველყოფს.
  მარილის სახის კანის დამამშვიდებელი ნიღაბი: 1 სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი კეფირი და 1 ჩაის კოვზი თაფლი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ზღვის მარილი, წაისვით სახეზე, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით კრემი.
  მოშვებული კანის გამამკვრივებელი ნიღაბი: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ზღვის მარილს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 ჩაის კოვზი თაფლი. კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.
  მარილის, კვერცხის, მანანისა და თაფლის მკვებავი – 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი და თხევადი თაფლი. წაისვით სახეზე ყოველ საღამოს, გაიჩერეთ 1 საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
  მარილის, კეფირისა და სოდის სახის გამწმენდი ნიღაბი: 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი, 1 სუფრის კოვზი სოდა და 1 სუფრის კოვზი კეფირი აურიეთ ისე, რომ სქელი ფაფა მიიღოთ. წაისვით სუფთა სახეზე შავი წერტილების ადგილას და დაიტოვეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
ასეთი ნიღბების გაკეთება საკმარისი იქნება კვირაში 2-ჯერ.
  სასარგებლოა სახის დაბანა მარილიანი წყლით. ამისთვის ნახევარი ჩაის კოვზი (კომბინირებული და ნორმალური კანის ტიპისთვის) ან 1 ჩაის კოვზი (ცხიმიანი კანისთვის) ზღვის მარილი, გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში. ახალი მომზადებული ხსნარით, დღეში 2-ჯერ დაიბანეთ სახე, კარგად შეიმშრალეთ პირსახოცით და გადაისვით მკვებავი კრემი. პროცედურა 3 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ, შემდეგ კანი 30 დღით დაასვენეთ. ეს კანის გამაახალგაზრდავებელი მოკლე კურსი ნებისმიერ ასაკში ეფექტურია – კანის განახლება და დაჭიმვა გარანტირებული გექნებათ. თუმცა, მსგავსი საშუალება არ არის რეკომენდებული მგრძნობიარე და მშრალი სახის კანისთვის.
ასევე, კარგია, კვირაში ერთხელ მარილიანი სპა პროცედურის ჩატარება:
  მარილიანი კომპრესები – 1 ლიტრ მდუღარე წყალში გახსენით 2 სუფრის კოვზი ზღვის მარილი. დაასველეთ ბამბის პირსახოცი გაგრილებულ ხსნარში, ოდნავ გაწურეთ და ყელსა და სახეზე დაიდეთ. 5 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ პირსახოცი კვლავ დაასველეთ და ისევ 5 წუთით გაიჩერეთ. კომპრესი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არბილებს გარქოვანებულ ადგილებს, რომელთაც შემდგომ მარილიანი სკრაბის საშუალებით ადვილად მოიშორებთ და მიიღებთ სრულად განახლებულ კანს.
  მარილიანი სკრაბი – 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი შეურიეთ 1 სუფრის კოვზ ზღვის წვრილ მარილს, დაიდეთ კანზე და სახე თითებით დაიმასაჟეთ. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ პროცედურის წყალობით ხდება კანის ღრმა მინერალიზაცია, დატენიანება, ლიფტინგის ეფექტი და სახის ფერის გაუმჯობესება.
скачать dle 11.3