კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რა ძალა აქვს ლითონის სამკაულების ტარებას და როგორ იცავს ის ჩვენს ჯანმრთელობას

  ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია უარყოფითი ენერგიისგან დამცველი საშუალებების ტარება. ამგვარი თავდაცვის მექანიზმი მაშინაც კი საჭიროა, როცა ადამიანი თავს ჯანმრთელად, მხნედ, წარმატებულად და უსაფრთხოდ გრძნობს. ამ მხრივ, დიდი ძალა აქვს ძვირფას ლითონებს, რადგან ისინი თითოეულ ჩვენგანს საუკეთესოდ იცავს, გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით და გვარიდებს უიღბლობას. ისიც აღსანიშნავია, რომ თუ ბუნებრივ თილისმებს ატარებთ, ამით მიმზიდველობას კიდევ უფრო გაააქტიურებთ და გარშემო მყოფთა ყურადღებასაც ადვილად მიიპყრობთ.
  ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებს გამორჩეული სამკურნალო თვისებები აქვს. ბაქტერიოციდული აქტივობით მათ ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ, რადგან უარყოფითი ენერგიების საფრთხისგან გვიცავენ.
რკინისგან დამზადებული სამკაულები კარგად იცავს ვერძისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ   დაბადებულ ადამიანებს. მისი ტარება ეკრძალებათ უკონფლიქტო, ზარმაც და რბილი ხასიათის მქონე პირებს, ასევე, გაუბედავ ადამიანებს.
  ოქროს ტარება ჩამოყალიბებულ ადამიანებს მეტ ძალას აძლევს, მაგრამ ამ ლითონის სამკაულის ტარება არ არის რეკომენდებული მოზარდებისთვის. ოქრო ახდენს ენერგიის მაქსიმალურ კონცენტრაციას, აძლიერებს ნერვულ სისტემას, ამაღლებს იმუნიტეტს, ასევე, ეხმარება ცხოვრების რეალურ აღქმაში. დადგენილია, რომ მარჯვენა ხელზე ოქროს სამკაულის ტარება მკვეთრად ახანგრძლივებს სიცოცხლეს, გვაშორებს ავ თვალს, ხელს უწყობს ორგანიზმის რეპროდუქტიულ შესაძლებლობებს. ოქროსგან დამზადებული სამკაული აუცილებლად უნდა ატარონ ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, თხის რქის, მერწყულის, კუროსა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა; ხოლო თევზების, კირჩხიბის, სასწორის, ქალწულისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა ოქრო პერიოდულად უნდა ატარონ. ზოგადად კი, უკეთესი იქნება, თუ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ოქროს დროდადრო ვერცხლისგან დამზადებული სამკაულით ჩაანაცვლებთ.
  სპილენძისგან დამზადებული სამკაულის ტარება ადამიანს ეხმარება, უკეთ გაერკვეს გრძნობებში. ხელს უწყობს სიყვარულისა და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებას. ის უნდა ატარონ კუროსა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა.
ვერცხლის სამკაული ეხმარება უიღბლო ადამიანებს და ბევრ დაავადებას კურნავს. ზოგადად, სწორად შერჩეული ლითონის სამკაული ადამიანებს იცავს ნეგატიური მუხტისგან.
  არსებობს ისეთი სასიყვარულო თილისმები, რომლებიც ადამიანებს ამ სფეროში ეხმარება და გზას უხსნის. თუმცა აუცილებელია მათი სწორად შერჩევა. ასე რომ, ზუსტად განსაზღვრეთ, რომელი ასტროლოგიური ქვა გჭირდებათ სასიყვარულო ურთიერთობის გამოსასწორებლად:
* ოპალი სასიყვარულო ქვაა, მაგრამ ეცადეთ, ის თავად შეიძინოთ, ნაჩუქარს ნუ გამოიყენებთ. ატარეთ ამ ქვის სამკაულები და დაელოდეთ სიყვარულში წარმატებებს;
* სერდოლიკის ქვის სამკაულები აძლიერებს სასიყვარულო ვნებას. ეს ქვა არ უნდა ატაროს იმპულსურმა, ფეთქებადმა ადამიანმა, რომ ვნება გაღიზიანებაში არ გადავიდეს. თუ მშვიდი ბუნების ბრძანდებით, მაშინ სერდოლიკი თამამად ატარეთ და ვნება სიყვარულში გამოავლინეთ;
* ფირუზი ის ქვაა, რომლის მაგიურ თვისებად ნაჩხუბარი წყვილის შერიგება მიიჩნევა. ფირუზის თილისმა პარტნიორებს ერთმანეთისკენ იზიდავს;
* ზურმუხტის ქვა ხელს უწყობს ერთგულებისა და გრძნობების სტაბილურობას. აჩუქეთ თქვენს რჩეულს ზურმუხტისთვლიანი სამკაული და თავადაც ატარეთ ეს ქვა, რომ თქვენში ეს გრძნობა უფრო მეტად გააძლიეროთ;
* ქრიზოლითისა და აქატის ქვებს შესწევთ უნარი, გააძლიერონ მიზიდულობა პარტნიორებს შორის სასიყვარულო ურთიერთობის დროს. ეს ქვები უნდა ატარონ ადამიანებმა, რომლებიც არ გამოირჩევიან სექსუალური აქტიურობით, რათა სასიყვარულო ურთიერთობისას ვნება გაიძლიერონ.
* ვისაც მეორე ნახევართან პრობლემები აქვს და ქორწინების შენარჩუნება სურს, მარგალიტის სამკაული უნდა ატაროს. ასეთი თილისმა ცოლ-ქმარს შორის წარმოქმნილ პრობლემებს არეგულირებს.

скачать dle 11.3